Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასპორტის შესახებმუხლი 10

სპორტის შესახებ

მუხლი 10. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 12 დეკ. 2024
თემები:სპორტსმენის წარმომადგენლობასპორტული ორგანიზაციებისპონსორობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234566¹6²78

1.საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე შექმნილი კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც საქმიანობას წარმართავს ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საერთაშორისო სპორტული ფედერაციებისა და საკუთარი წესდებების შესაბამისად. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ერთადერთი ხელმძღვანელი ორგანოა სპორტის შესაბამის სახეობაში და პასუხს აგებს მისი განვითარებისთვის.

2.საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია წარმოადგენს სპორტის შესაბამის სახეობას როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ; იზიარებს ოლიმპიური მოძრაობის პრინციპებს.

3.საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციის სტატუსი ენიჭება იმ გაერთიანებას, რომლის დამფუძნებელი დოკუმენტები აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნებს.

4.(ამოღებულია - 04.03.2016, №4847).

5.საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციის უფლებამოსილება მისი კომპეტენციის ფარგლებში ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

6.საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას და ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს სამინისტროსთან.

6¹.საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციის უმაღლესი ორგანოა ყრილობა, რომლის წევრთა არანაკლებ სამ მეოთხედს სპორტული ორგანიზაციები უნდა წარმოადგენდნენ.

6².საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციის პრეზიდენტი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მაღალი რეპუტაცია და ნასამართლობის არმქონეა.

7.საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია სპორტის შესაბამის სახეობაში აკომპლექტებს ეროვნულ ნაკრებ გუნდს, წარადგენს მას საერთაშორისო ორგანიზაციებში და სპორტულ შეჯიბრებებზე.

8.საქართველოს ეროვნულ სპორტულ ფედერაციას უფლება აქვს ეწეოდეს საქმიანობას, რომელსაც არ კრძალავს მოქმედი კანონმდებლობა. ფედერაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს სპორტული საზოგადოებების, ასოციაციების, კლუბების, სკოლების და სხვა ორგანიზაციების დაფუძნებასა და ფუნქციონირებას. საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №310 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.105 საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4548 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს 2016 წლის 4 მარტის კანონი №4847 - ვებგვერდი, 14.03.2016წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1633 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3113- ვებგვერდი, 11.07.2018 წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №343 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №18 · ძალაშია 18 მარ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 18 მარ. 2021

    მე-6 პუნქტში ფედერაციის თანამშრომლობის პარტნიორად დასახელებულია „სამინისტრო“.

  2. 11 ივლ. 2018

    მე-10 მუხლში ეროვნული სპორტული ფედერაციის თანამშრომლობის პარტნიორ სამინისტროდ დასახელდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

  3. 14 დეკ. 2017

    მე-10 მუხლის მე-6 პუნქტში თანამშრომლობის პარტნიორ სამინისტროდ დასახელებულია კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ამოღებულია 2016 წლის 1 სექტემბრისთვის მოქმედი ფედერაციის პრეზიდენტის მიმართ „6²“ პუნქტის გაუვრცელებლობის შენიშვნა.

  4. 1 სექ. 2016· გამოქვეყნდა 14 მარ. 2016
  5. 8 დეკ. 2015

    მე-10 მუხლის მე-6 პუნქტში ფედერაციის თანამშრომლობის პარტნიორი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროა, ხოლო ხელშეკრულების მითითების ადგილი შეიცვალა.

  6. 16 ივლ. 2004

    მე-6 პუნქტში ფედერაცია სახელმწიფო დაკვეთას ასრულებს და ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 9¹შემდეგი მუხლი 11

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ინდივიდუალური სპორტული ხელშეკრულებებისერვისის გვერდი
  • ლიგის გენერალური სპონსორობასერვისის გვერდი
  • სპორტული სამართალისერვისის გვერდი
  • სპორტული სამართალისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 12 დეკ. 2024 · №21

  • 6 ცვლილება · ბოლო 18 მარ. 2021
  • 8 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სპორტის შესახებ

  • 8საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაციები
  • 20საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდები
  • 1საქართველოს კანონმდებლობა სპორტის სფეროში , მისი მიზნები და ამოცანები

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 8⁵საქართველოს სპორტის სამინისტროს კომპეტენცია სასპორტო უმაღლესი განათლების სფეროში

პროფესიული კავშირების შესახებ

  • 2პროფესიული კავშირების, პროფესიული კავშირების გაერთიანებების (ასოციაციების) შექმნის უფლება
  • 6პროფესიული კავშირის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
  • 5პროფესიული კავშირის დამოუკიდებლობა

პროფესიული განათლების შესახებ

  • 15საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 10საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 1საქართველოს ეროვნული ბანკი

მედიაციის შესახებ

  • 14საქართველოს მედიატორთა ასოციაციის შემადგენლობა და ფუნქციები, მედიატორთა ერთიანი რეესტრი

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 6დამოუკიდებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1061582018⁵12651410
მნიშვნელობით ახლოსსპორტის შესახებუმაღლესი განათლების შე…პროფესიული კავშირების …პროფესიული განათლების …უკანონო შემოსავლის ლეგ…საქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 12 დეკ. 2024 · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026