სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

მუხლი 31. სამხედრო სამსახური

რედაქცია №81კონსოლიდირებული · 21 სექ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ) და კადრის სამხედრო სამსახურებს, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურს სამხედრო შეკრებებისა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში. სამხედრო სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ კანონით, ხოლო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული სხვა საკითხები – სამხედრო სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო მოსამსახურესთან სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დისკრეციული უფლებამოსილებების ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პერსონალის მართვის პოლიტიკის საკითხები.

2.სამხედრო მოსამსახურედ ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს თავდაცვის ძალებში. სამხედრო მოსამსახურის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3.სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის გავლისას (სამხედრო ვალდებულების მოხდისას) ითვლება სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლად და მას მფარველობს სახელმწიფო. იგი ემორჩილება მხოლოდ სამხედრო წესდებით განსაზღვრულ ხელმძღვანელობას. დაუშვებელია სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევა.

4.სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდასთან და სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის რეგულირების მიზნით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დამადასტურებელ პირობებად ითვლება: ა) საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობა; ბ) სამხედრო წესდებით დადგენილ თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულება; გ) საბრძოლო მორიგეობის (საბრძოლო სამსახურის) შესრულება; დ) საველე სწავლებასა და გემების ლაშქრობაში მონაწილეობა; ე) მეთაურის (უფროსის) მიერ გაცემული ბრძანების, განკარგულების ან დასახული ამოცანის შესრულება; ვ) სამხედრო ნაწილის (დაწესებულების) ტერიტორიაზე ყოფნა დღის განაწესით დადგენილი სამსახურებრივი დროის განმავლობაში, ან თუ ეს გამოწვეულია სამსახურებრივი საჭიროებით; ზ) სამსახურებრივ მივლინებაში ან სამკურნალოდ ყოფნა; თ) სამსახურის ადგილამდე და უკან მგზავრობა; ი) სამკურნალო ადგილამდე და უკან მგზავრობა; კ) სამხედრო შეკრებების გავლა; ლ) ტყვედ (გარდა ნებაყოფლობით ტყვედ დანებებისა), მძევლად ან ინტერნირებულად ყოფნა; მ) უგზო-უკვლოდ დაკარგვა – უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობამდე ან კანონით დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადებამდე; ნ) სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, პატივისა და ღირსების დაცვა; ო) სამართალდამცავი ორგანოებისათვის დახმარების გაწევა; პ) სხვაგვარი ქმედება, რომელიც სასამართლომ ცნო საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვისათვის ჩადენილად; ჟ) მის მიმართ უკანონოდ შეფარდებული აღმკვეთი ღონისძიების მოხდის პერიოდი.

5.სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლისას პირს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი. საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3015 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.134 საქართველოს 2013 წლის 2 7 სექტემბრის კანონი №1387 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3582 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 7

ყველა გადაწყვეტილება
  • №662აპ-202021-07-1330სისხლის
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    დეზერტირობის სუბიექტი

    საკასაციო პალატამ განიხილა, იყო თუ არა კონტრაქტით მომსახურე სამხედრო მოსამსახურე დეზერტირობის სუბიექტი და დატოვა თუ არა მან სამსახური სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით. პალატამ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულის სამხედრო სტატუსი და დანაშაულის სპეციალური მიზანი მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდებოდა. დაცვის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა ამნისტიის საფუძველზე მსჯავრდებული გათავისუფლდა დანიშნული სამი წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.

  • №ბს-317-313(კ-12)2013-04-1815ადმინისტრაციული
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო ოჯახისათვის ერთჯერადი დახმარების გაცემის დავალება

    მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან მეუღლის, სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო თხუთმეტი ათასი ლარის ოდენობით ერთჯერად დახმარებას ითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ამ დახმარებისთვის აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და გარდაცვალებას შორის მიზეზობრივი კავშირი; მხოლოდ სამუშაო დროსა და ადგილზე გარდაცვალება საკმარისი არ არის. სასამართლომ ასეთი კავშირი დადგენილად არ მიიჩნია და საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ძალაში დარჩა.

  • №ბს-3-3(კ-06)2006-05-3032ადმინისტრაციული
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სამხედრო კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის გამო სწავლების ხარჯების ანაზღაურება

    თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურისგან კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის გამო სწავლების ხარჯების ანაზღაურებას ითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ სამხედრო სამსახურის კონტრაქტი ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიიჩნია და მიუთითა, რომ მისი შეწყვეტის საფუძვლების შეფასებისას სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მარეგულირებელი კანონიც გამოიყენება. სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია ანაზღაურების შემცირება, მძიმე ოჯახური მდგომარეობის წარმოშობის დრო და მეთაურის თანხმობის მნიშვნელობა. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სააპელაციო განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა.

  • №3გ-ად-432-კ-022002-12-2527ადმინისტრაციული
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სამხედრო სამსახურისას სხეულის დაზიანებით გამოწვეული ზიანისა და მიუღებელი სარჩოს ანაზღაურება

    დავა შეეხებოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურისას სხეულის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს მიერ. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სამხედრო ვალდებულების მოხდისას ჯარისკაცი სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელია. სხეულის დაზიანებით შრომის უნარის დაკარგვის ან შემცირებისას, ან მოთხოვნილებების გაზრდისას, ზიანი ყოველთვიური სარჩოთი ანაზღაურდება. სასამართლომ სააპელაციო გადაწყვეტილების შეცვლით დააკმაყოფილა დაზუსტებული მოთხოვნა და სამმართველოს დაზიანებიდან პენსიის დანიშვნამდე მიუღებელი სარჩოს სახით 1300 ლარის გადახდა დააკისრა.

  • №ბს-1372(კ-2022)2023-12-1437ადმინისტრაციული
    დაუშვებლობა (T5)

    სახელმწიფო კომპენსაციაზე უარის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება

    დავა შეეხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარს სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნაზე. უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოებისას საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება არ გამოიკვლია და გადაწყვეტილების მიღებისას ისინი არ შეაფასა და შეაჯერა. სასამართლომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია და უცვლელად დატოვა გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო აქტი ბათილად იქნა ცნობილი და სამინისტროს ახალი აქტის გამოცემა დაევალა.

  • №ბს-989(კ-2022)2023-05-0548ადმინისტრაციული
    დაუშვებლობა (T5)

    სამხედრო სამსახურის სტაჟში სადავო პერიოდის ჩათვლაზე უარის ბათილად ცნობა და ნამსახურობის აღიარება

    მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქტის ბათილად ცნობასა და სამხედრო სამსახურში ნამსახურობის პერიოდის აღიარებას ითხოვდა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მოწმის განმარტების ერთობლიობა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნიდა. ორგანოს არქივში შესაბამისი ინფორმაციის არარსებობა, თავისთავად, სტაჟის დადგენაზე უარის საფუძველი არ არის. სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და ძალაში დარჩა სარჩელის დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №73 · ძალაშია 13 დეკ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 31 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ახლებურად ჩამოყალიბდა: განისაზღვრა სამხედრო სამსახურის სახეები, კანონისა და დებულების მოწესრიგების სფერო, მინისტრის აქტით მართვის საკითხები და სამხედრო მოსამსახურის ცნება.

  2. 31-ე მუხლს ახალი პირველი პუნქტი დაემატა, რომელიც განსაზღვრავს სამხედრო სამსახურის სახეებს, დებულების დამტკიცებას მთავრობის მიერ და მინისტრის ინდივიდუალური აქტით პერსონალის მართვის პოლიტიკის განსაზღვრის შესაძლებლობას.

  3. 31-ე მუხლის პირველ პუნქტში სამხედრო სამსახურის განმარტებას დაემატა სარეზერვო სამსახური სამხედრო შეკრებების პერიოდში და შეიცვალა სავალდებულო სამსახურის აღწერა („ვადიანი“ ჩანაცვლდა მძიმით). ასევე დაემატა თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური აქტით პერსონალის მართვის პოლიტიკის საკითხების განსაზღვრის შესაძლებლობა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
382161530¹2759273031145112131
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსიპენიტენციური კოდექსისახელმწიფო დაცვის სპეც…საქართველოს ფინანსთა ს…საქართველოს დაზვერვის …სამოქალაქო უსაფრთხოები…