სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

მუხლი 26. ცენტრალური გამწვევი კომისია

რედაქცია №81კონსოლიდირებული · 21 სექ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ცენტრალური გამწვევი კომისია იქმნება, მისი შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. იმავე დადგენილებით ცენტრალურ გამწვევ კომისიაში იქმნება მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია და განისაზღვრება მისი შემადგენლობა.

1¹.მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის უფლებამოსილება, სამედიცინო შემოწმების ორგანიზებისა და ჩატარების წესი განისაზღვრება სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2.ცენტრალურ გამწვევ კომისიაში შედიან: ა) კომისიის თავმჯდომარე; ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; გ) კომისიის წევრები – საქართველოს პროკურატურის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები. საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ შესაბამისი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები; დ) კომისიის მდივანი. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1987 - სსმ I, №21(28), 14.06.1999 წ., მუხ.103 საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83 საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178 საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1387 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3948 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1705 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1926 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3118 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №344 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №78 · ძალაშია 18 მარ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2023
  2. · გამოქვეყნდა 15 ივლ. 2015

    26-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტში ცენტრალური გამწვევი კომისიის წევრთა წრეს დაემატა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები.

  3. მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში ცენტრალური გამწვევი კომისიის წევრი უწყებების ჩამონათვალი განახლდა: დაემატა განათლებისა და მეცნიერების, იუსტიციის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროები, ამოღებულია ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი და პროკურატურის ძველი ჩანაწერი. დათქმაში დაკონკრეტდა „ცენტრალური“ გამწვევი კომისია.

  4. პირველ პუნქტში ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნა და თავმჯდომარის განსაზღვრა მთავრობის დადგენილებით ხდება, სამედიცინო ექსპერტიზის დებულებას კი მთავრობა ამტკიცებს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2082515¹⁰2 (და…132 (და…20687069119 (და…26
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამხედრო ვალდებულებისა…თავდაცვის კოდექსიენერგეტიკისა და წყალმო…სახელმწიფო დაცვის სპეც…სამხედრო და ორმაგი დან…სამხედრო და ორმაგი დან…