სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

მუხლი 29. სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლება

რედაქცია №81კონსოლიდირებული · 21 სექ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან თავისუფლდებიან: ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად ცნობილი პირი; ბ) პირი, რომელმაც სამხედრო სამსახური სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალებში გაიარა; გ) პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის არის ნასამართლევი; დ) პირი, რომელმაც გაიარა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური; ე) (ამოღებულია - 13.12.2013, №1777); ვ) (ამოღებულია - 29.07.2014, №2554); ზ) ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლისას; თ) საქართველოს პარლამენტის წევრი; ი) მოქალაქე, რომლის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადა ამოიწურა, − ამ ვადის ამოწურვიდან აღნიშნული პირის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის გადამოწმებამდე პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა.

2.საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გაათავისუფლოს განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული წვევამდელი.

3.სამხედრო ვალდებულებისაგან თავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. საქართველოს 2013 წლის 2 7 სექტემბრის კანონი №1387 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1777 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3122 – ვებგვერდი, 27.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №80 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 დეკ. 2013 – 1 იან. 2014 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2023
  2. 29-ე მუხლის პირველ პუნქტში შეიცვალა „დ“ ქვეპუნქტი, ამოღებულია „ვ“ ქვეპუნქტი და დაემატა „თ“ ქვეპუნქტი (პარლამენტის წევრი); მე-2 პუნქტის ფორმულირება დაზუსტდა და დაემატა მე-3 პუნქტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ.

  3. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულია და ასპირანტი გაწვევისგან გათავისუფლებულ პირთა ჩამონათვალიდან ამოვარდა.

  4. დაემატა მე-2 პუნქტი, რომლითაც პრემიერ-მინისტრს ენიჭება განსაკუთრებული ნიჭის მქონე წვევამდელის განთავისუფლების უფლებამოსილება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4611²⁴174203630¹18141072464867514529
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამხედრო ვალდებულებისა…თავდაცვის ძალების რეზე…თავდაცვის კოდექსისაქართველოს მოქალაქეებ…პენიტენციური კოდექსისაქართველოს დაზვერვის …