Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკათავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებმუხლი 24

თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ

მუხლი 24. სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლის გადავადება

რედაქცია №3კონსოლიდირებული · 21 სექ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 12.10.2023.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: თავდაცვის კოდექსი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლა გადაუვადდება: ა) პირს, რომლის კმაყოფაზეა ოჯახის (მშობელი, მეუღლე,  შვილი, გერი, პირთან მუდმივად მცხოვრები სხვა პირი) შრომისუუნარო წევრი ან არასრულწლოვანი პირი, რომელიც მუდმივ მზრუნველობას საჭიროებს და რომელსაც არ ჰყავს სხვა კანონიერი წარმომადგენელი ან კანონით გათვალისწინებული სხვა პირი, რომელსაც ევალება და შეუძლია მისი მოვლა-პატრონობა; ბ) პირს, რომელიც სამობილიზაციო რეზერვში გაწვევის დღისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია საქართველოს პრეზიდენტობის, საქართველოს პარლამენტის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატად,  მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად − შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე; გ) პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით მოწეული მოსავლის აღებასთან − იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს აღნიშნული საქმიანობის სპეციფიკა და თუ ეს პირი ოჯახის ერთადერთი სრულწლოვანი და შრომისუნარიანი წევრია; დ) პირს, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის დროებით უვარგისად არის ცნობილი; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურეს, აგრეთვე პირს, რომელიც სპეციალურ აღრიცხვაზე იმყოფება; ვ) მოსამართლეს, პროკურორს; ზ) მობილიზაციის გამოცხადებამდე საზღვარგარეთ მყოფ პირს; თ) დიპლომატიური თანამდებობის პირს; ი) რელიგიური ორგანიზაციის სასულიერო პირს, რომელიც მღვდელმსახურებას ეწევა; კ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს, პოლიტიკური თანამდებობის პირს; ლ) საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ პირს; მ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მოსამსახურეს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებებსა და აღდგენით სამუშაოებში; ნ) მსჯავრდებულ პირს, რომელიც სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში; ო) დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ პირს, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული; პ) საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ დანაშაულის, ტერორიზმის დანაშაულის, სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ დანაშაულის, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევ პირს; ჟ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირს − 3 წლის ვადით; რ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს.

2.კერძო და საჯარო დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს იმ კერძო და საჯარო დაწესებულებებს, აგრეთვე აღნიშნული დაწესებულებებისათვის იმ პროფესიების/თანამდებობების ნუსხასა და რაოდენობას, სადაც/რომლებზედაც დასაქმებულ პირებს გადაუვადდებათ სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლა.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებები უზრუნველყოფენ ამ კანონით გათვალისწინებულ ელექტრონული მართვის სისტემაში აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებული პირების (პერსონალის) შესახებ მონაცემების შეტანას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნულ პირებს ელექტრონული მართვის სისტემაში ასახვის შემდეგ გადაუვადდებათ სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლა.

4.პირს სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლა, გარდა ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გადაუვადდება იმ შემთხვევაშიც, თუ ამავე მუხლითა და ამ კანონის 23-ე მუხლით განსაზღვრული რომელიმე გარემოება სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში წარმოიშვა. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7012-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ. თავი VII. სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირის სოციალური დაცვის გარანტიები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 21 ნოე. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 28 ივლ. 2020
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 23შემდეგი მუხლი 25

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 21 სექ. 2023 · №3

  • 1 ცვლილება · ბოლო 28 ივლ. 2020
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

სამხედრო ვალდებულე… 29მუხლი 23

მიუთითებენ მასზე

მუხლი 27მუხლი 28

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 108სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის გადავადება
  • 93სამობილიზაციო რეზერვი
  • 105სამობილიზაციო კომისია

მობილიზაციის შესახებ

  • 18მობილიზაციის დროს რეზერვში მყოფ პირთა სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 48საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 47სამსახურში მიღებისა და მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლისათვის დადგენილი შეზღუდვები

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 357სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება

პენიტენციური კოდექსი

  • 145სამსახურში სამხედრო სამსახურის გავლის დროებითი წესი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 30სამსახურში მიღებისათვის დადგენილი შეზღუდვები

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11⁵პირის მოსამსახურედ მიღებასთან დაკავშირებული შეზღუდვები

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 11სამსახურის შეწყვეტის საფუძვლები

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 105მოხელეთა რეზერვი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1835711⁵29114830232728471089310514524
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამხედრო ვალდებულებისა…თავდაცვის ძალების რეზე…თავდაცვის კოდექსიმობილიზაციის შესახებუცხოელთა და მოქალაქეობ…სამოქალაქო უსაფრთხოები…