სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

მუხლი 35. სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკი

რედაქცია №81კონსოლიდირებული · 21 სექ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამხედრო მოსამსახურეებისათვის სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკია: ა) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის რიგითების, კაპრალების და სერჟანტების (მიჩმანების) შემადგენლობებისათვის – 50 წელი; ბ) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის – 45 წელი; გ) კადრის სამხედრო სამსახურის უფროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის: გ.ა) პოლკოვნიკამდე – 50 წელი; გ.ბ) პოლკოვნიკისთვის – 55 წელი; დ)     კადრის სამხედრო სამსახურის უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობისათვის – 60 წელი.

2.სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკი 5 წლამდე ვადით შეიძლება გაუგრძელდეთ: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეებს განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეებს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ.

3.სამხედრო სამსახურის ზღვრულ ასაკს მიღწეული სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვება რეზერვში ჩარიცხვით ან გადადგომით.

4.სამხედრო სარეზერვო სამსახურის ზღვრული ასაკი განისაზღვრება „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით . საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4327 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.42 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3015 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.134 საქართველოს 2013 წლის 2 7 სექტემბრის კანონი №1387 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2041 – ვებგვერდი, 26.03.2018წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3582 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №76 · ძალაშია 1 ოქტ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2023
  2. 35-ე მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი, რომლითაც სარეზერვო სამსახურის ზღვრული ასაკი რეზერვის შესახებ კანონზეა მიმართული.

  3. · გამოქვეყნდა 26 მარ. 2018
  4. 35-ე მუხლში დაემატა „ბ“ ქვეპუნქტი, რომლითაც მითითებული კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მთავრობა იღებს.

  5. პირველ პუნქტში ზღვრული ასაკი ახლა გადანაწილებულია სამხედრო სამსახურის სახისა და შემადგენლობის მიხედვით, რიგითების ჩათვლით. მე-2 პუნქტში გაგრძელების წესი ორ ჯგუფად გაიყო: მინისტრის ან დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანება და პრეზიდენტის ბრძანებულება.

  6. 35-ე მუხლს დაემატა 1¹ პუნქტი, რომელიც პოლკოვნიკამდე სამხედრო მოსამსახურეთათვის განსაკუთრებულ შემთხვევებში ითვალისწინებს ზღვრული ასაკის 5 წლამდე ვადით გაგრძელებას თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4610¹111613²2 (მე…547926771614535
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსისამხედრო პოლიციის თანა…პენიტენციური კოდექსისამოქალაქო უსაფრთხოები…სახელმწიფო დაცვის სპეც…სამხედრო, შინაგან საქმ…