რეკლამის შესახებ

მუხლი 21. პასუხისმგებლობა რეკლამის შესახებ საქართველოს  კანონმდებლობის დარღვევისათვის

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს (რეკლამის დამკვეთებს, მწარმოებლებსა და გამავრცელებლებს) ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2.ამ კანონის მე-6 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისთვის პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო ან თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2¹.სამაუწყებლო რეკლამის მარეგულირებელი ნორმების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

3.პირებს, რომელთა უფლებები და ინტერესები დარღვეულია არასათანადო რეკლამის შედეგად, უფლება აქვთ დადგენილი წესით, სარჩელით მიმართონ სასამართლოს ჯანმრთელობისა და ქონებისათვის, სახელის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციისათვის მიყენებული ზიანის კომპენსაციის თაობაზე და მოითხოვონ არასათანადო რეკლამის საჯაროდ უარყოფა.

4.პასუხისმგებლობის დაკისრება რეკლამის დამკვეთს, მწარმოებელსა და გამავრცელებელს არ ათავისუფლებს რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის აღკვეთისაგან და კონტრრეკლამის განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილების შესრულებისაგან.

5.რეკლამის დამკვეთს, რეკლამის მწარმოებელს, რეკლამის გამავრცელებელს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოს მიმართოს განცხადებით მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს ან თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის გადაწყვეტილების სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული განცხადებით სასამართლოსთვის მიმართვა არ აჩერებს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს ან თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის გადაწყვეტილების შესრულებას, თუ სასამართლომ არ გამოიტანა გადაწყვეტილება მისი შეჩერების შესახებ. საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1551 - სსმI, №31, 27.06.2005წ., მუხ.189 საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3245 - სსმI, №22, 16.06.2006წ., მუხ.182 საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1969 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6873-რს - ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2026 წლის 27 მაისის კანონი №1587 – ვებგვერდი, 29.05.2026წ. თავი VI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №35 · ძალაშია 29 მაი. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-5 და მე-6 პუნქტებში მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოსთან ერთად დაემატა თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, როგორც გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტი. მე-6 პუნქტის ფორმულირება ახლებურად დაზუსტდა („სასამართლოსთვის მიმართვა“, „შესაბამისი ორგანო“).

  2. 21-ე მუხლის მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო შეიცვალა მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოთი.

  3. 21-ე მუხლის მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტებში მმართველობის ორგანოების მითითება ამოღებულია, მე-2 პუნქტის ფორმულირება შეიცვალა, ხოლო მე-6 პუნქტში განცხადება მე-5 პუნქტზეა მიბმული.

  4. 21-ე მუხლს დაემატა 2¹ პუნქტი, რომლითაც სამაუწყებლო რეკლამის ნორმების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას კომუნიკაციების ეროვნული კომისია აკისრებს; დანარჩენი ცვლილება პუნქტის წინ მდგარ ჩანაწერს ეხება.

  5. · გამოქვეყნდა 27 ივნ. 2005

    21-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში გასაჩივრებადი და სასამართლოში შეტანით შეუჩერებელი გადაწყვეტილება ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს გადაწყვეტილებაა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20126¹159¹158⁴6201717¹70393527721
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეკლამის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…ლიცენზიებისა და ნებართ…პროფესიული კავშირების …ადამიანის ორგანოთა გად…სამოქალაქო უსაფრთხოები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა