Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამაუწყებლობის შესახებმუხლი 70

მაუწყებლობის შესახებ

მუხლი 70. ანგარიშვალდებულება

რედაქცია №85 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.მედიამომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული/გავრცელებული პროგრამის, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, რომლებიც მას საშუალებას აძლევს, უზრუნველყოს მის მიერ გავრცელებული პროგრამის, მომხმარებლის გენერირებული ვიდეორგოლისა და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

2.მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და მის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

3.ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება აწარმოოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება უნდა შეესაბამებოდეს ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს.

4.ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა.

5.ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია თავისი გასული წლის აქტივებისა და პასივების, აგრეთვე გასულ წელს განხორციელებული ინვესტიციების (მათი ოდენობისა და ინვესტორთა მითითებით) შესახებ.

6.კომისია ადგენს მედიამომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმასა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმას. მედიამომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმაში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მედიამომსახურების მიმწოდებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ამ ანგარიშგების ფორმაში გათვალისწინებული უნდა იქნეს აგრეთვე ინფორმაცია მედიამომსახურების მიმწოდებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მისი მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმაში ასახული უნდა იყოს ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების, მიღებული შემოსავლების, მის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მონაცემები და კომისიის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია. მედიამომსახურების მიმწოდებელი, ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი კვარტლის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას შესაბამისი ანგარიშგების ელექტრონული ფორმა.

7.ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების მიერ შევსებულ ანგარიშგების ფორმებს კომისია აქვეყნებს ანგარიშგების ფორმების მიღებიდან 7 დღეში.

8.კომისია ასაჯაროებს იმ პირის ვინაობას, რომლის მიერ მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებში ბოლო 3 თვის განმავლობაში განთავსებული რეკლამის ან ტელეშოპინგის, განხორციელებული სპონსორობის ან გაწეული მომსახურების ღირებულებამ ან განხორციელებულმა შემოწირულებამ 7 000 ლარზე მეტი შეადგინა.

9.კომისია უფლებამოსილია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისგან გამოითხოვოს, ხოლო მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია კომისიას სრულად და განსაზღვრულ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ (მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნების შესრულების თაობაზე), საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, აგრეთვე მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისა და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირ ან/და არაპირდაპირ დამფინანსებელი პირის თაობაზე „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით ან „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია (საბანკო საიდუმლოება). მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ კომისიისთვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ინფორმაციის მიუწოდებლობად მიიჩნევა. მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მისი მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის დადგენილი. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები. 9​ 1 . კომისიისთვის მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისა და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირ ან/და არაპირდაპირ დამფინანსებელი პირის თაობაზე „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით ან „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაციის (საბანკო საიდუმლოების) მიუწოდებლობის ან არასრული ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია აღნიშნული ინფორმაცია გამოითხოვოს კომერციული ბანკისგან ან/და მიკრობანკისგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

10.კომისიის უწყებრივ რეესტრში აისახება ინფორმაცია იმ კრიტერიუმის შესახებ, რომლის მიხედვითაც მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებზე ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული იურისდიქცია. მედიამომსახურების მიმწოდებლებმა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებლებმა ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული კომპეტენციის განსაზღვრაზე, კომისიას უნდა შეატყობინონ ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4319 - სსმ I, №2, 04.01.2007წ., მუხ.37 საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4525 - ვებგვერდი, 02.05.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6256 - ვებგვერდი, 06.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №833 – ვებგვერდი, 25.07.2013წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3691 - ვებგვერდი, 15.06.2015წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3448 – ვებგვერდი, 18.07.2023წ. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №667 – ვებგვერდი, 13.06.2025წ. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1744 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №84 · ძალაშია 26 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 18 ივლ. 2023 – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 26 ივნ. 2026

    70-ე მუხლის მე-9 და 9¹ პუნქტებში კომისიისთვის მისაწოდებელი და მისგან ბანკიდან გამოსათხოვი საბანკო საიდუმლოების ინფორმაცია ახლა მოიცავს მიმწოდებლის პირდაპირ ან არაპირდაპირ დამფინანსებელ პირსაც; დანარჩენი ცვლილებები ფორმულირებითია.

  2. 13 ივნ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 69¹შემდეგი მუხლი 71

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №85

  • 2 ცვლილება · ბოლო 26 ივნ. 2026
  • 11 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მაუწყებლობის შესახებ

  • 45⁶ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებების შესრულების ღონისძიებები
  • 45⁵ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები აუდიოვიზუალურ სარეკლამო კომუნიკაციასთან დაკავშირებით
  • 71სანქციები

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 26ანგარიშგება

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 37ანგარიშგება
  • 34ინფორმაციის გამოცხადება და განაწილების ლიცენზიატისვალდებულებები

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 4ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹¹²საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შუამდგომლობა კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისა და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირ ან/და არაპირდაპირ დამფინანსებელი პირის თაობაზე კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 33დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება
  • 31ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 8სათანადო პროცედურები, აუდიტი, აღრიცხვა და ანგარიშგება

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 20მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება ან/და მასთან შეთანხმების დადება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹¹²8333145⁶45⁵7126373420470
მნიშვნელობით ახლოსმაუწყებლობის შესახებსასმელი წყლის მიწოდები…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ელექტრონული კომერციის …საქართველოს ადმინისტრა…ელექტრონული კომუნიკაცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №85 · ბოლოს შემოწმდა 22 ოქტ. 2026