რეკლამის შესახებ

მუხლი 8. ალკოჰოლიანი სასმელის რეკლამა

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ალკოჰოლიანი სასმელის რეკლამა, გავრცელების წესის მიუხედავად, არ უნდა ქმნიდეს შთაბეჭდილებას, რომ ალკოჰოლის გამოყენება ხელს უწყობს ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საზოგადოებრივ თუ სპორტულ სარბიელზე წარმატების მიღწევას.

2.ალკოჰოლიანი სასმელის რეკლამა არ უნდა ახდენდეს ალკოჰოლის გამოყენებისაგან თავის შეკავების დისკრედიტირებას. ამასთანავე, ასეთი რეკლამა არ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ალკოჰოლის დადებითი სამკურნალო თვისებების შესახებ.

3.აკრძალულია მაგარი სპირტიანი სასმელის რეკლამის ნებისმიერი სახით გავრცელება ქალაქისა და სხვა დასახლებული პუნქტის გამზირზე, ხიდზე, მოედანზე და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 20 მეტრის რადიუსში, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებაზე.

4.აკრძალულია ალკოჰოლიანი სასმელის რეკლამის უშუალოდ არასრულწლოვნისადმი მიმართვა, აგრეთვე ასეთი რეკლამის ნებისმიერი სახით გავრცელება არასრულწლოვნისთვის გათვალისწინებულ კინო- და ვიდეომომსახურებაში, რადიო- და ტელეგადაცემებში, ბეჭდვით გამოცემაში.

5.აკრძალულია ალკოჰოლიანი სასმელის რეკლამის გავრცელება საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში, აგრეთვე გარე რეკლამა მათგან 100 მეტრის რადიუსში, გარდა ამ მუხლის 5 1 და 5 2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5¹.სპორტის ორგანიზაციებში ალკოჰოლიანი სასმელის რეკლამის გავრცელება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპორტის ორგანიზაცია (სტადიონი, სპორტული დარბაზი) მასპინძლობს ადგილობრივი (ეროვნული/ლოკალური) ან საერთაშორისო მნიშვნელობის სპორტულ ღონისძიებას (გარდა საბავშვო სპორტული შეჯიბრებისა).

5².ამ მუხლის 5 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ალკოჰოლიანი სასმელის რეკლამის მიზნით დაიშვება ალკოჰოლიანი სასმელის ან ამ პროდუქციის მწარმოებელი ფირმის სასაქონლო ნიშნის, ლოგოტიპის გამოყენება და სპორტულ ეკიპირებასა და სხვა ატრიბუტიკაზე გამოსახვა.

6.(ამოღებულია - 17.05.2017, №860).

6¹.ალკოჰოლიანი სასმელის რეკლამას, რომელიც შეიცავს ასეთი სასმელის ტარის გახსნილ მდგომარეობაში ან მისი მოხმარების პროცესის დემონსტრირებას, მოწოდებებს მისი გამოყენების შესახებ, უნდა ახლდეს გაფრთხილება: „ალკოჰოლის დიდი ოდენობით მიღება ვნებს ჯანმრთელობას“. ამასთანავე, იგი არ უნდა არღვევდეს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ, ეთიკურ და ეთნოფსიქოლოგიაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს.

7.აკრძალულია მაგარი სპირტიანი სასმელის რეკლამის გავრცელება რადიოთი და ტელევიზიით, გაზეთის კაბადონზე, ჟურნალის გარეკანზე.

8.(ამოღებულია - 17.05.2017, №860).

9.(ამოღებულია - 17.05.2017, №860). საქართველოს 2001 წლის 21 დეკემბრის კანონი №1220 - სსმI., №1, 10.01.2002წ, მუხ.5 საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3243 - სსმI, №22, 16.06.2006წ., მუხ.180 საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №942 - სსმI, №2, 16.01.09წ., მუხ.5 საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №860 - ვებგვერდი, 30.05.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №27 · ძალაშია 11 ივლ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 11 მარ. 2018 – 1 მაი. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 22 ნოე. 2023
  2. · გამოქვეყნდა 30 მაი. 2017
  3. მე-8 პუნქტში კანონით დადგენილი გაფრთხილების ტექსტისა და განცხადებების ნაცვლად, გაფრთხილების ტექსტს, კომპიუტერულ შრიფტსა და ზომას ახლა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ადგენს, ხოლო მისი წილი რეკლამის მოცულობაში 10 პროცენტიდან 20 პროცენტამდე გაიზარდა; მე-9 პუნქტის ბოლოს დაემატა კანონის მითითება.

  4. მე-5 პუნქტში ალკოჰოლისა და თამბაქოს რეკლამის აკრძალვას დაემატა გამონაკლისი, ხოლო 5¹ და 5² პუნქტებით დაწესდა სპორტული ღონისძიებების წესი; მე-6 პუნქტი მხოლოდ თამბაქოს ეხება, ალკოჰოლისთვის კი 6¹ პუნქტით გაფრთხილება დაემატა.

  5. მე-8 პუნქტის გაფრთხილების ტექსტში „, რომ“ ორწერტილით შეიცვალა, ხოლო ახალი მე-9 პუნქტი რადიოსა და ტელევიზიით თამბაქოს რეკლამისას დამტკიცებული ინფორმაციის გახმოვანებას ავალდებულებს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
33³155171⁴11³22239¹8²8¹631163778
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეკლამის შესახებმაუწყებლობის შესახებადამიანის ორგანოთა გად…წამლისა და ფარმაცევტულ…საქართველოს ადმინისტრა…ადამიანის ქსოვილებისა …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა