1.მიმწოდებელი ვალდებულია ამ წესების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ყველა ხელშეკრულება შესაბამისობაში მოიყვანოს ამ წესებთან.
2.ამ წესების 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან იმ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთან მიმართებაში, რომელიც ახორციელებს სასმელი წყლის საწარმოო მიზნებისთვის გამოყენებას, ხოლო ყველა სხვა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელზე გავრცელდეს 2010 წლის იანვრიდან. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია ამ წესების ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში უზრუნველყოს აღნიშნულ მომხმარებელთა ინფორმირება მათ მიერ მოხმარებული სასმელი წყლის (ჩანადენი სითხის) გაწმენდის ან/და უტილიზაციის ვალდებულების შესახებ.
3.ამ წესების მიზნებისათვის, იმ ინდივიდუალური სასმელი წყლის მრიცხველების გეგმური შემოწმების პერიოდი, რომლებიც დამონტაჟებულია ამ წესების ამოქმედებამდე, განისაზღვრება შესაბამისი სასმელი წყლის მრიცხველის საპასპორტო მონაცემების მიხედვით.
4.შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მომხმარებელთა წყალმომარაგება უზრუნველყოფილ უნდა იქნეს შემდეგი პირობით : ა) ქ. თბილისის ძველი საზღვრების ფარგლებში სასმელი წყლით მომარაგება (26.12.06 წლის მდგომარეობით) 2013 წლის პირველი იანვრიდან და შემდეგ იყოს უწყვეტი (24-საათიანი), ამასთან, მომხმარებელთა წყალმომარაგების პირობები არ უნდა გაუარესდეს; ბ) ქ. თბილისის სასმელი წყლით მომარაგება ახალი საზღვრების ფარგლებში 2015 წლიდან და შემდეგ იყოს უწყვეტი (24-საათიანი), ამასთან, მომხმარებელთა წყალმომარაგების პირობები არ უნდა გაუარესდეს; გ) ქ. მცხეთის სასმელი წყლით მომარაგება 2011 წლიდან და შემდეგ, იყოს უწყვეტი (24-საათიანი), ამასთან მომხმარებელთა წყალმომარაგების პირობები არ უნდა გაუარესდეს.
5.მიმწოდებლები ვალდებულნი არიან: ა) 2009 წლის 1 იანვრამდე კომისიაში წარმოადგინონ სასმელი წყლის წყალმომარაგებისა და წყალარინების არსებული მდგომარეობა, სასმელი წყლის უწყვეტად ან/და გრაფიკით მიწოდების შესახებ უბნების აღნიშვნით. ასევე, ჩამდინარე სითხის გამწმენდი ნაგებობების, წყალარინების მდგომარეობის და წყალარინების სისტემიდან წყალსატევებში ჩამდინარე სითხის საქართველოში მოქმედი სტანდარტების და ტექნიკურ რეგლამენტების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ ინფორმაცია; ბ) 2009 წლის 1 მაისამდე მომხმარებელთა სასმელი წყლით მუდმივად მომარაგების უზრუნველყოფის გეგმა, შესაბამის ეტაპზე სასმელი წყლით მუდმივად მომარაგების უბნების მითითებით, ასევე წყალარინებისას ჩამდინარე წყლის სათანადოდ გაწმენდის ვადები.
6.მიმწოდებლები ვალდებულნი არიან, ამ წესებში მოცემული პირობითა და კომისიის მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად, უზრუნველყონ მომხმარებელთა სასმელი წყლით მუდმივი (24-საათიანი) მომარაგება და ჩამდინარე სითხის წყალმომარაგების სისტემით გატარება და გაწმენდა ამ წესების, ასევე საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
7.(ამოღებულია - 15.04.16 №6).
8.(ამოღებულია - 15.04.16 №6).
9.თუ გამრიცხველიანებული მომხმარებლების მიერ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა მრიცხველის მეშვეობით შეუძლებელია რთული კლიმატური პირობების გამო გარკვეული დროის (ყინვის პერიოდის) განმავლობაში, წყალმომარაგების სისტემის სრულ მოწესრიგებამდე, სასმელი წყლის მიმწოდებლები უფლებამოსილნი არიან, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ მიერ გაცემული სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრონ ამ პერიოდის ხანგრძლივობა და მხოლოდ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მომხმარებელს მოხმარებული სასმელი წყლის საფასური დაარიცხონ შემდეგი წესით: ა) გამრიცხველიანებულ საყოფაცხოვრებო კატეგორიის მომხმარებლებს სულადობის მიხედვით: ა.ა.) შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” მომხმარებლებისათვის კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით დ ადგენილი ზღვრული ტარიფების ფარგლებში; ა.ბ.) შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მომხმარებლებისათვის, კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილების პირველი მუხლის მეორე პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით დადგენილი ზღვრული ტარიფების ფარგლებში; ა.გ.) სხვა სასმელი წყლის მიმწოდებლების მომხმარებლებისათვის „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონის ამოქმედების დღისათვის არსებული შესაბამისი ტარიფით . ბ) გამრიცხველიანებულ არასაყოფაცხოვრებო კატეგორიის მომხმარებლებს მოხმარებული სასმელი წყლის საფასური დაერიცხება ამავე მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული პერიოდის დაწყებამდე წინა სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან, ამ მომხმარებლის მუშაობის, გამოყენებული დანადგარების დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით.
10.(ამოღებულია - 27.12.12 №27).
11.წესების 19 1 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ისეთ ობიექტებზე, რომლის განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა აღნიშნული მუხლის ამოქმედებამდე.
12.თუ ობიექტი წყალმომარაგების სისტემაზე მიერთდა 2027 წლის 1 იანვრამდე შესრულებულ წყალმომარაგების სისტემის განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში (სასმელი წყლის არაუმეტეს 25 მმ ან/და წყალარინების არაუმეტეს 100 მმ დიამეტრის ახალი ობიექტის მიერთებისას) და აღნიშნულ ობიექტზე ადგილი აქვს სასმელი წყლის მოხმარებას, წყალმომარაგების ლიცენზიატს უფლება აქვს მოახდინოს ფაქტობრივი მომხმარებლის იდენტიფიცირება და ფაქტობრივ მოხმარებელს დაარიცხოს მოხმარებული სასმელი წყლისა და ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური. ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასური უნდა გადანაწილდეს არანაკლებ 24 თვეზე თანაბარწილად (თუ მხარეები უფრო მეტ ვადაზე წერილობით არ შეთანხმდებიან). წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია ფაქტობრივ მომხმარებელს იდენტიფიცირებისთანავე წერილობით აცნობოს მოხმარებული სასმელი წყლის და მიერთების საფასურის გადახდის ვალდებულების შესახებ და მოსთხოვოს მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო ინფორმაციის წარმოდგენა, წესების მე-4 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად. როდესაც, სასმელი წყლის მოხმარების მიუხედავად, პირი უარს აცხადებს მოხმარებული სასმელი წყლის ან/და ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის გადახდაზე, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია შეწყვიტოს სასმელი წყლის მიწოდება და იმოქმედოს წესების შესაბამისად.
12¹.ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული საფასური მოქმედებს მხოლოდ იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთებაზე, რომელზეც ვრცელდება ამ წესების მე-18 მუხლით განსაზღვრული ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასური, მათ შორის აღნიშნული საფასური არ ვრცელდება იმ ობიექტზე, რომელზეც ხდებოდა სასმელი წყლის მიწოდება ან წყალარინება შესაბამისი სასმელი წყლის წყალმომარაგების ან/და წყალარინების სისტემიდან კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად და წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ აღნიშნული ქსელის რეაბილიტაციის ან ახალი ქსელით ჩანაცვლების შედეგად ობიექტის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს წყალმომარაგების ლიცენზიატი.
13.2027 წლის 1 იანვრამდე შესრულებულ წყალმომარაგების სისტემის განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, თუ ადგილი აქვს საერთო საკუთრების ტერიტორიაზე ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის მიერთებას (მათ შორის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიერთებას), წყალმომარაგების ლიცენზიატს უფლება აქვს, წყალმომარაგების ქსელზე თითოეულ მიერთებაზე მოახდინოს ფაქტობრივი მომხმარებლის იდენტიფიცირება და დაარიცხოს მას ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში ახალი ობიექტის მიერთების საფასური თითოეული ახალი მომხმარებლისთვის განისაზღვრება ინდივიდუალური შენობა-ნაგებობის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების მილის დიამეტრზე წესების დანართ №3-ით განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტის საფასურის, ამ შენობა-ნაგებობაში წყალმომარაგების სისტემაზე ინდივიდუალურად მიერთებული ახალი მომხმარებლების (აბონენტების) ფაქტობრივ რაოდენობაზე თანაბარწილად გაყოფით.
14.ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების (მათ შორის, მრავალბინიანი საცხოვრებელ სახლის მიერთების) საფასურის განსაზღვრის წესი 2024 წლის 1 მარტამდე ასევე ვრცელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წყალმომარაგების სისტემაზე უცნობი მიერთების გამოვლენის შემთხვევაზეც. ამასთან, გამოვლენილ უცნობ მიერთებაზე ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურის დარიცხვის შემთხვევაში წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია თითოეულ მომხმარებელს გაუწიოს მომსახურება ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურის გადახდის ან მის გადახდაზე შეთანხმების შემთხვევაში.
15.წესების 7 1 მუხლის მე-7 პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან.
16.შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ”, 2025 წლის 1 მარტამდე წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია, ამ წესებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის სისტემის მოწყობის ვალდებულების შესრულებისთვის გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
17.წესების მე-18 მუხლის 4 4 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, თუ მრავალბინიანი საცხოვრებელის სახლი, სადაც მოთხოვნილია უძრავი ქონების გაყოფა, მდებარეობს წყალმომარაგების ლიცენზიის მოქმედების არეალის გარეთ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 ივნისის №6 დადგენილება - სსმ III, № 72 , 21 .
06 .2010 წ., მუხ. 1057 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №18 დადგენილება - სსმ III, №100, 17.08.2010 წ., მუხ.1509 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №31 - სსმ III, №172, 31.12.2010 წ., მუხ.2507 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 30.12.2011 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 28.12.2012 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 22 მაისის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 27.05.2013 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №11 - ვებგვერდი, 05.09.2013 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 15 აპრილის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 20.04.2016 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №33 - ვებგვერდი, 19.08.2022 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 15 ნოემბრის დადგენილება №44 - ვებგვერდი, 20.11.2023 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №82 - ვებგვერდი, 29.12.2023 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 27 ნოემბრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 01.12.2025წ.

