საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 124. გადაწყვეტილება ნივთიერ მტკიცებულებათა შესახებ საქმის წარმოების დამთავრების დროს

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 3 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

გიორგი ფანცულაიალექსო სვიმონიშვილიმარიამ ჯორბენაძე

1.განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ განჩინებაში ან დადგენილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ ჩამორთმევას დაქვემდებარებულ დანაშაულის საგანს ან/და იარაღს ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნულ ნივთს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს ღირებულება, იგი უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფოს; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის დაწესებულებას, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, ნადგურდება, ხოლო დაინტერესებული პირის ან დაწესებულების შუამდგომლობით, მას გადაეცემა; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფული და ფასეულობა ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა, გადაეცემა სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, განსასჯელისა და იმ პირის გარდა, რომელთაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. თუ ნივთი წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებას, მასზე ვრცელდება ამ კოდექსის 123-ე მუხლის 1 1 ნაწილით დადგენილი წესი.

2.წინასწარი გამოძიების სტადიაზე სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტისას მატერიალური ღირებულების მქონე ნივთიერი მტკიცებულების განადგურება, ჩამორთმევა და გადაცემა ხდება მხოლოდ მოსამართლის დადგენილების საფუძველზე. ამ საკითხს მოსამართლე განიხილავს ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით, იმ ცნობისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც გამომძიებელმა წარადგინა.

3.ნივთიერი მტკიცებულების კუთვნილების გამო დავა წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. თუ ასეთი დავა წარმოიშვა, ნივთიერი მტკიცებულება ინახება სისხლის სამართლის საქმესთან სარჩელის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. სასამართლოს, რომელიც ასეთ სარჩელს განიხილავს, უფლება აქვს გამოითხოვოს სისხლის სამართლის საქმესთან შენახული ნივთიერი მტკიცებულება.

4.ნივთიერი მტკიცებულების გაფუჭების, განადგურების ან დაკარგვის შემთხვევაში მისი მესაკუთრე ან მფლობელი იღებს ფულად კომპენსაციას. ეს წესი არ ვრცელდება ქონებაზე, რომელიც ექვემდებარება ჩამორთმევას ან სამოქალაქო სარჩელის ანაზღაურებას. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №378 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.123 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2620 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.40

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 9

ყველა გადაწყვეტილება
  • №21აპ-102010-05-2449
    საკასაციო არსებითი (T2)

    ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება

    საკასაციო პალატამ მსჯავრდებულთა ბრალეულობა საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულად მიიჩნია და სამივე საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. პალატამ შეცვალა ნივთმტკიცებად ცნობილი ავტომანქანის სახელმწიფოსთვის გადაცემის სამართლებრივი საფუძველი, რადგან გარდაცვლილ მსჯავრდებულს სასჯელი არ დანიშვნია. დანარჩენ ნაწილში სააპელაციო განაჩენი უცვლელი დარჩა: ორ მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა შესაბამისად თორმეტი წლითა და ექვსი თვით და ათი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გარდაცვლილ მსჯავრდებულს სასჯელი არ დანიშვნია.

  • №425აპ-092009-10-2924
    საკასაციო არსებითი (T2)

    დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის გასაღება

    საკასაციო პალატამ განმარტა, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის გასაღება თაღლითობას არ წარმოადგენს და მოცემულ შემთხვევაში ქმედებას მთლიანად მოიცავს მითვისების მუხლი. პალატამ თაღლითობის ნაწილში სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა, ხოლო მითვისებისთვის მსჯავრდებულს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით 2500 ლარის ჯარიმა განუსაზღვრა. ნივთმტკიცებების დაზარალებულისთვის დაბრუნება და სამოქალაქო სარჩელის ცალკე განხილვა განისაზღვრა.

  • №654აპ-092009-10-1217
    საკასაციო არსებითი (T2)

    მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდება

    საკასაციო პალატამ მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდების დასაბუთება და დანიშნული სასჯელის ინდივიდუალიზაცია გაიზიარა. მან მსჯავრდებულის საჩივარი არ დააკმაყოფილა, თუმცა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის გამოსათვლელად წინა დაკავების დღე გაითვალისწინა და ნივთმტკიცებების განკარგვის ნაწილიც შეცვალა. საბოლოოდ განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, 11 თვითა და 29 დღით.

  • №1564აპ-082009-05-0411
    საკასაციო არსებითი (T2)

    განგრძობადი დანაშაულის კვალიფიკაცია

    საკასაციო პალატამ განიხილა მსჯავრდებულის ბრალეულობის დასადასტურებლად მტკიცებულებების საკმარისობა და რამდენიმე ქმედების განგრძობად დანაშაულად კვალიფიკაცია. პალატამ ბრალეულობა დადასტურებულად მიიჩნია, თუმცა დაადგინა, რომ ერთი პირის მიმართ ერთიანი განზრახვით ჩადენილი ქმედებები ერთ განგრძობად დანაშაულს წარმოადგენდა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მაგრამ მსჯავრდებას ამოერიცხა ზედმეტად წარდგენილი კვალიფიკაცია და საბოლოო სასჯელად განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლით.

  • №791აპ2009-01-2021
    საკასაციო არსებითი (T2)

    მსჯავრდებულის მონაწილეობა სააპელაციო განხილვაში

    საკასაციო პალატამ განიხილა სააპელაციო პროცესში მონაწილეობის შესახებ მსჯავრდებულის წერილობითი შუამდგომლობების განუხილველობის საკითხი. პალატამ ეს არსებით საპროცესო დარღვევად მიიჩნია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულის დაუსწრებლად მისი სასჯელი დამძიმდა. სააპელაციო განაჩენი გაუქმდა და საქმე იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას დაუბრუნდა ახალი განხილვისათვის.

  • №1049აპ2009-01-0923
    საკასაციო არსებითი (T2)

    გაუპატიურების მცდელობის დამტკიცება

    საკასაციო პალატამ გაუპატიურების მცდელობისთვის მსჯავრდება დასაბუთებულად მიიჩნია, რადგან დაზარალებულის თანმიმდევრულ ჩვენებას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ამყარებდა. დაუმთავრებელი დანაშაულისა და მსჯავრდებულის სასარგებლო გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ ექვსწლიანი თავისუფლების აღკვეთა მეტისმეტად მკაცრად მიიჩნია და ხუთ წლამდე შეამცირა. დაზარალებულის ტანსაცმელი და საკეცი დანა კანონიერ მფლობელს უნდა დაბრუნებოდა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ განჩინებაში ან დადგენილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ ჩამორთმევას დაქვემდებარებულ დანაშაულის საგანს ან/და იარაღს ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნულ ნივთს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს ღირებულება, იგი უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფოს; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის დაწესებულებას, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, ნადგურდება, ხოლო დაინტერესებული პირის ან დაწესებულების შუამდგომლობით, მას გადაეცემა; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფული და ფასეულობა ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა, გადაეცემა სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, განსასჯელისა და იმ პირის გარდა, რომელთაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. თუ ნივთი წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებას, მასზე ვრცელდება ამ კოდექსის 123-ე მუხლის 1 1 ნაწილით დადგენილი წესი. 2. წინასწარი გამოძიების სტადიაზე სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტისას მატერიალური ღირებულების მქონე ნივთიერი მტკიცებულების განადგურება, ჩამორთმევა და გადაცემა ხდება მხოლოდ მოსამართლის დადგენილების საფუძველზე. ამ საკითხს მოსამართლე განიხილავს ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით, იმ ცნობისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც გამომძიებელმა წარადგინა. 3. ნივთიერი მტკიცებულების კუთვნილების გამო დავა წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. თუ ასეთი დავა წარმოიშვა, ნივთიერი მტკიცებულება ინახება სისხლის სამართლის საქმესთან სარჩელის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. სასამართლოს, რომელიც ასეთ სარჩელს განიხილავს, უფლება აქვს გამოითხოვოს სისხლის სამართლის საქმესთან შენახული ნივთიერი მტკიცებულება. 4. ნივთიერი მტკიცებულების გაფუჭების, განადგურების ან დაკარგვის შემთხვევაში მისი მესაკუთრე ან მფლობელი იღებს ფულად კომპენსაციას. ეს წესი არ ვრცელდება ქონებაზე, რომელიც ექვემდებარება ჩამორთმევას ან სამოქალაქო სარჩელის ანაზღაურებას. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №378 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.123 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2620 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.40

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №62 · ძალაშია 1 თებ. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 იან. 2006

    124-ე მუხლის პირველი პუნქტის ბოლო წინადადებაში ამოღებულია მითითება მსჯავრდებულის ქონებაზე, ხოლო „საპროცესო კონფისკაციას, განადგურებას“ ჩანაცვლებულია „ჩამორთმევით“; გამონაკლისი ეხება ქონებას, რომელიც ექვემდებარება ჩამორთმევას ან სამოქალაქო სარჩელის ანაზღაურებას.

  2. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    124-ე მუხლის მე-2 პუნქტში ამოღებულია „მომკვლევმა ან“, ამიტომ მოსამართლისთვის ცნობისა და სხვა დოკუმენტების წარმდგენად დასახელებულია მხოლოდ გამომძიებელი.

  3. · გამოქვეყნდა 27 აგვ. 2004

    124-ე მუხლის პირველ ნაწილში დაემატა დათქმა, რომ სატრანსპორტო საშუალებაზე ვრცელდება 123-ე მუხლის 1¹ ნაწილის წესი.

  4. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    124-ე მუხლის პირველ ნაწილში ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტის წესი ახლა ვრცელდება განაჩენზე, განჩინებასა და საქმის შეწყვეტის დადგენილებაზე.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4241272491611541581238180793566124
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის სფერ…საქართველოს სამოქალაქო…სისხლის სამართლის საერ…ხელშეკრულება საქართველ…