1.მტკიცებულების მნიშვნელობის მქონე ცნობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სისხლის სამართლის პროცესში, თუ ის საპროცესო წესით არის დამაგრებული, ესე იგი შეტანილია საგამოძიებო მოქმედების ან სასამართლო განხილვის ოქმში, რომელიც შედგენილია ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად. ნივთიერი მტკიცებულება უნდა აღიწეროს ოქმში და დაერთოს საქმეს სპეციალური განჩინებით (დადგენილებით). ექსპერტის მიერ დადგენილი ცნობის საპროცესო წესით დამაგრება ხდება ექსპერტის მიერ სათანადოდ შედგენილი დასკვნით. სასამართლო მოქმედების ოქმი და დოკუმენტი საქმეს უნდა დაერთოს სპეციალურად გამოტანილი დადგენილების გარეშე.
1¹.მხარეთა შუამდგომლობით, ექსპერტი უნდა დაკითხონ მხარეებმა სასამართლოში მის მიერ მიცემული წერილობითი დასკვნის თაობაზე. ამ შემთხვევაში წერილობითი დასკვნა მტკიცებულებით ძალას იძენს მხოლოდ ექსპერტის მიერ თავისი წერილობითი დასკვნის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადასტურების შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექსპერტი გარდაიცვალა, იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ ან მისი ადგილსამყოფელი უცნობია, ან თუ ამოწურულია მისი სასამართლოში წარმოდგენის ყველა შესაძლებლობა. მხოლოდ აღნიშნული დასკვნა არ შეიძლება საფუძვლად დაედოს განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
2.დამცველისა და პროცესის სხვა მონაწილის მიერ წარმოდგენილი საგანი ან მასალა მტკიცებულების მნიშვნელობას იძენს მას შემდეგ, რაც პროცესის მწარმოებელი ორგანო გამოიტანს განჩინებას (დადგენილებას) სისხლის სამართლის საქმეზე მისი დართვის შესახებ. ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს უარი უთხრას პროცესის მონაწილეს მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების საქმისათვის დართვაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პროცესის მწარმოებელი ორგანო ცნობს, რომ ეს მტკიცებულება არ განეკუთვნება საქმეს, ან როცა არ მიიჩნევს მას დასაშვებად.
საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საკასაციო პალატამ განიხილა ქურდობისთვის მსჯავრდების საფუძვლიანობა და ნივთების წარმოდგენის ოქმის დასაშვებობა. პალატამ მიიჩნია, რომ ნივთმტკიცების წარმოდგენა დამოუკიდებელი საგამოძიებო მოქმედება არ არის, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ოქმი და მასში დაფიქსირებული საგნები საპროცესო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად სწორად შეაფასა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც პირობით ჩაითვალა ორი წლის გამოსაცდელი ვადით.
ნარკოტიკული საშუალების შენახვა როგორც დენადი დანაშაული
საკასაციო პალატამ განიხილა პირადი ჩხრეკის საფუძვლები, ამოღებული საგნის ექსპერტიზა და გირაოს სახელმწიფოსთვის გადაცემის კანონიერება. მან საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და ნარკოტიკული დანაშაულებისთვის მსჯავრდება ძალაში დატოვა, თუმცა გააუქმა გირაოს სახელმწიფოსთვის გადაცემა და გადაწყვიტა ნივთმტკიცების დაბრუნების საკითხი. საბოლოო სასჯელი დარჩა 7 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 5000 ლარი ჯარიმა და 5 წლით კანონით განსაზღვრული უფლებების ჩამორთმევა.
საქმე ეხებოდა ამოღებული შპრიცის ნივთიერ მტკიცებულებად საპროცესო წესით დამაგრებას. საკასაციო პალატამ დაადგინა, რომ შპრიცი ნივთიერ მტკიცებულებად არ იყო ცნობილი სათანადო დადგენილებით ან განჩინებით, თუმცა მისი შეკრებისას საპროცესო მოთხოვნები არ დარღვეულა. პალატამ გააუქმა სააპელაციო განაჩენი და საქმე იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას ახალი განხილვისათვის დაუბრუნა; საბოლოო სასჯელი არ განუსაზღვრავს.
საკასაციო პალატამ განიხილა ჩხრეკისას ამოღებული საგნების ნივთმტკიცებად საპროცესო დამაგრების საკითხი. მან დაადგინა, რომ საგნები დადგენილებით ან განჩინებით ნივთმტკიცებად ცნობილი არ იყო, რის გამოც ორივე მსჯავრდებულის მიმართ სააპელაციო განაჩენი გააუქმა და საქმე იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას დაუბრუნა. პირველ მსჯავრდებულს მანამდე მისჯილი ჰქონდა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და 50000 ლარის ჯარიმა, ხოლო მეორეს — 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოო სასჯელი ახალი განხილვის შემდეგ უნდა განისაზღვროს.
საკასაციო პალატამ განიხილა, რა შემადგენლობით უნდა ემსჯელა სააპელაციო სასამართლოს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე. პალატამ დაადგინა, რომ რადგან სააპელაციო განაჩენი სამი მოსამართლისგან შემდგარმა სასამართლომ გამოიტანა, ვადის აღდგენის საკითხიც კოლეგიურად უნდა განხილულიყო. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ვადის აღდგენაზე უარის დადგენილება და საქმე იმავე სასამართლოს ახალი განხილვისთვის დაუბრუნა; ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთის განაჩენი ამ განჩინებით არ შეცვლილა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. მტკიცებულების მნიშვნელობის მქონე ცნობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სისხლის სამართლის პროცესში, თუ ის საპროცესო წესით არის დამაგრებული, ესე იგი შეტანილია საგამოძიებო მოქმედების ან სასამართლო განხილვის ოქმში, რომელიც შედგენილია ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად. ნივთიერი მტკიცებულება უნდა აღიწეროს ოქმში და დაერთოს საქმეს სპეციალური განჩინებით (დადგენილებით). ექსპერტის მიერ დადგენილი ცნობის საპროცესო წესით დამაგრება ხდება ექსპერტის მიერ სათანადოდ შედგენილი დასკვნით. სასამართლო მოქმედების ოქმი და დოკუმენტი საქმეს უნდა დაერთოს სპეციალურად გამოტანილი დადგენილების გარეშე.11. მხარეთა შუამდგომლობით, ექსპერტი უნდა დაკითხონ მხარეებმა სასამართლოში მის მიერ მიცემული წერილობითი დასკვნის თაობაზე. ამ შემთხვევაში წერილობითი დასკვნა მტკიცებულებით ძალას იძენს მხოლოდ ექსპერტის მიერ თავისი წერილობითი დასკვნის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადასტურების შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექსპერტი გარდაიცვალა, იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ ან მისი ადგილსამყოფელი უცნობია, ან თუ ამოწურულია მისი სასამართლოში წარმოდგენის ყველა შესაძლებლობა. მხოლოდ აღნიშნული დასკვნა არ შეიძლება საფუძვლად დაედოს განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.2. დამცველისა და პროცესის სხვა მონაწილის მიერ წარმოდგენილი საგანი ან მასალა მტკიცებულების მნიშვნელობას იძენს მას შემდეგ, რაც პროცესის მწარმოებელი ორგანო გამოიტანს განჩინებას (დადგენილებას) სისხლის სამართლის საქმეზე მისი დართვის შესახებ. ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს უარი უთხრას პროცესის მონაწილეს მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების საქმისათვის დართვაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პროცესის მწარმოებელი ორგანო ცნობს, რომ ეს მტკიცებულება არ განეკუთვნება საქმეს, ან როცა არ მიიჩნევს მას დასაშვებად.საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2007-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2006
130-ე მუხლის 1¹ ნაწილი ეხება ექსპერტს ზოგადად და ითვალისწინებს გამონაკლისს ექსპერტის მიუწვდომლობისას, ასევე კრძალავს მხოლოდ ამ დასკვნაზე დაფუძნებულ გამამტყუნებელ განაჩენს.
· გამოქვეყნდა 4 იან. 2006
130-ე მუხლს დაემატა 1¹ ნაწილი, რომლის მიხედვით საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტის დასკვნა მტკიცებულებად იქცევა მხოლოდ სასამართლოში დაკითხვისას დადასტურების შემთხვევაში.
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.
მნიშვნელობით ახლოსელექტრონული კომუნიკაცი…სამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის საერ…პერსონალურ მონაცემთა დ…