საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 157. აღკვეთის ღონისძიების გამოყენება საქმის სასამართლოში განხილვისას

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.აღკვეთის ღონისძიება შეიძლება შეირჩეს, შეიცვალოს ან გაუქმდეს სამართალში მიცემის სტადიაზე, მოსამართლის (სასამართლოს) დასაბუთებული დადგენილებით (განჩინებით).

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს თავისი განჩინებით (დადგენილებით) საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე მხარის შუამდგომლობით შეუძლია შეარჩიოს, შეცვალოს ან გააუქმოს აღკვეთის ღონისძიება. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისას სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს აღკვეთის ღონისძიების საკითხი.

3.სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებს განაჩენის გაუქმებისას უფლება აქვთ დატოვონ წინანდელი აღკვეთის ღონისძიება, შეცვალონ ან გააუქმონ იგი, აგრეთვე შეარჩიონ ის ხელმეორედ, თუ ამის საფუძველი არსებობს საქმის ან დამატებით წარმოდგენილ (გამოთხოვილ) მასალებში.

4.საქმის სასამართლოში განხილვისას აღკვეთის ღონისძიების ერთი სახის შეცვლა უფრო მკაცრი სახით დაიშვება მხოლოდ პროკურორის ან დაზარალებულის (მისი წარმომადგენლის) მოთხოვნით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 13

ყველა გადაწყვეტილება
  • №178საზ2008-05-2734
    საკასაციო არსებითი (T2)

    უფრო მსუბუქი სისხლის სამართლის კანონის უკუძალა

    საკასაციო პალატამ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი მსჯავრდებულის სასიკეთოდ გადასინჯა და დანაშაულის ჩადენის შემდეგ შეცვლილ კანონებს შორის ყველაზე მსუბუქი კანონის გამოყენების საკითხი განიხილა. პალატამ რამდენიმე ქმედება გადააკვალიფიცირა და მკვლელობისთვის სასჯელი დანაშაულის ჩადენისას მოქმედი კანონის მიხედვით განსაზღვრა. საბოლოო სასჯელად დადგინდა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აითვლება 1994 წლის 28 მაისიდან.

  • №594აპ2007-10-1223
    საკასაციო არსებითი (T2)

    ძარცვის კვალიფიკაცია

    საკასაციო პალატამ განიხილა, შეეძლო თუ არა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმეზე საჩივრის ერთპიროვნულად განხილვა. პალატამ დაადგინა, რომ სასამართლოს შემადგენლობა უკანონო იყო, გააუქმა სააპელაციო განაჩენი და საქმე იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას დაუბრუნა. მსჯავრდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა; საბოლოო სასჯელი ხელახალი განხილვის შედეგად უნდა განისაზღვროს.

  • №1118აპ2007-05-1720
    საკასაციო არსებითი (T2)

    სასამართლო გამოძიების შეკვეცა

    საკასაციო პალატამ განიხილა, შეიძლებოდა თუ არა სასამართლო გამოძიების შეკვეცა, როდესაც ბრალდების ზოგადი აღიარების მიუხედავად მსჯავრდებულის ჩვენება იარაღის დამზადებას არ ადასტურებდა. პალატამ დაადგინა, რომ შესამოწმებელი ფაქტების არსებობისას სასამართლო გამოძიება უნდა გაგრძელებულიყო და მტკიცებულებები სრულად გამოკვლეულიყო. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა სააპელაციო განაჩენი გაუქმდა და საქმე იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

  • №1010აპ2007-04-1626
    საკასაციო არსებითი (T2)

    სასამართლო სხდომაზე მტკიცებულების გამოკვლევა

    საკასაციო პალატამ განიხილა სასამართლო სხდომაზე გამოუქვეყნებელ დაზარალებულის ჩვენებაზე გამამტყუნებელი განაჩენის დაფუძნების საკითხი. პალატამ დაადგინა, რომ ეს ჩვენება სასამართლოში არ განხილულა და მისი სანდოობა და დასაშვებობა არ შემოწმებულა. ორივე საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა სააპელაციო განაჩენი გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა; აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებულია დაპატიმრება.

  • №894აპ2007-04-0452
    საკასაციო არსებითი (T2)

    დამატებითი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა

    საკასაციო პალატამ განიხილა, შეეძლო თუ არა სააპელაციო სასამართლოს მსჯავრდებულის ქმედების უფრო მძიმე კვალიფიკაცია ვადის გასვლის შემდეგ შეტანილი დამატებითი საჩივრის საფუძველზე. პალატამ დაადგინა, რომ დროულ საჩივარში მხოლოდ სასჯელის შეცვლა იყო მოთხოვნილი და სააპელაციო სასამართლო სხვა სახის არასასიკეთო გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილი არ იყო. მან დაცვის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სააპელაციო განაჩენი გააუქმა და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა; მსჯავრდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

  • №938აპ2007-04-0224
    საკასაციო არსებითი (T2)

    წერილობითი მტკიცებულების სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნება

    საკასაციო პალატამ განიხილა, შეიძლებოდა თუ არა გამამტყუნებელი განაჩენის დაფუძნება წერილობით მტკიცებულებებზე, რომლებიც სასამართლო სხდომაზე არ გამოქვეყნებულა და არ განხილულა. პალატამ განაჩენი დაუსაბუთებლად მიიჩნია, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საქმე სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობას ხელახლა განსახილველად დაუბრუნა. მსჯავრდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრება შეეფარდა; საბოლოო სასჯელი ამ განჩინებით არ განსაზღვრულა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. აღკვეთის ღონისძიება შეიძლება შეირჩეს, შეიცვალოს ან გაუქმდეს სამართალში მიცემის სტადიაზე, მოსამართლის (სასამართლოს) დასაბუთებული დადგენილებით (განჩინებით). 2. პირველი ინსტანციის სასამართლოს თავისი განჩინებით (დადგენილებით) საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე მხარის შუამდგომლობით შეუძლია შეარჩიოს, შეცვალოს ან გააუქმოს აღკვეთის ღონისძიება. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისას სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს აღკვეთის ღონისძიების საკითხი. 3. სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებს განაჩენის გაუქმებისას უფლება აქვთ დატოვონ წინანდელი აღკვეთის ღონისძიება, შეცვალონ ან გააუქმონ იგი, აგრეთვე შეარჩიონ ის ხელმეორედ, თუ ამის საფუძველი არსებობს საქმის ან დამატებით წარმოდგენილ (გამოთხოვილ) მასალებში. 4. საქმის სასამართლოში განხილვისას აღკვეთის ღონისძიების ერთი სახის შეცვლა უფრო მკაცრი სახით დაიშვება მხოლოდ პროკურორის ან დაზარალებულის (მისი წარმომადგენლის) მოთხოვნით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    157-ე მუხლში აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტის მომენტი ახლა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტასთანაა დაკავშირებული.

  2. · გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999

    157-ე მუხლის პირველ პუნქტში გადაწყვეტილების მიმღებად სასამართლოც, ხოლო აქტის ფორმად განჩინებაც დაემატა.

  3. 157-ე მუხლის მე-2 ნაწილში სასამართლოს უფლება მხარის შუამდგომლობას უკავშირდება, ძველი მე-4 ნაწილი ამოღებულია, ხოლო მე-5 ნაწილი მე-4 ნაწილად გადაკეთდა და სასამართლოში განხილვას უკავშირდება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
30¹199¹26320620719841433512157
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ