საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 223. უკანონო ან დაუსაბუთებელი საპროცესო მოქმედების შედეგად რეაბილიტირებულისა და დაზარალებულისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილიგურანდა გრიგოლიაირაკლი ღლონტი

1.რეაბილიტირებულისათვის უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანი სრული მოცულობით ანაზღაურდება.

2.უნდა ანაზღაურდეს: ა) ხელფასი ან სხვა შემოსავალი, რომელიც სარეაბილიტაციო პირს მოაკლდა, მათ შორის, ანაცდენი სარგებელი; ბ) პენსია, დახმარება, – თუ მათი გადახდა შეჩერებული იყო; გ) ფული, ფულადი ანაბრები და მათი პროცენტები, ობლიგაციები და მათი წილხვედრი მოგება, სხვა ფასიანი ქაღალდები და მათზე მიღებული შემოსავალი; დ) სასამართლო განაჩენის ან სხვა გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი ნივთებისა და სხვა ქონების ღირებულება; ე) სასამართლო განაჩენის ან სხვა გადაწყვეტილების საფუძველზე გადახდევინებული ჯარიმები და სასამართლო ხარჯები; ვ) თანხა, რომელიც გადახდა მსჯავრდებულს დანიშვნით დაცვის განხორციელებისათვის; ზ) ადვოკატისათვის გადახდილი ჰონორარი შეთანხმებით დაცვის განხორციელებისათვის; თ) სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები.

3.იმ პირის გარდაცვალებისას, რომელსაც ზიანი მიადგა, ზიანის ანაზღაურების უფლება გადადის მის მემკვიდრეებზე.

4.დასაბრუნებელი ფულისა და ნივთების ღირებულების ინდექსაცია ხდება გადახდის დღეს არსებული საშუალო-საბაზრო ფასებით, ინფლაციის გათვალისწინებით.

5.ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ ზიანს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურებენ საფინანსო ორგანოები, ხოლო იმავე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ზიანს – სოციალური უზრუნველყოფის ორგანოები.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 15

ყველა გადაწყვეტილება
  • №111-062009-06-2335
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    რეაბილიტაციის საფუძველი

    რეაბილიტირებულმა პირმა მოითხოვა სისხლის სამართალწარმოების შედეგად მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურება. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ უკანონო ან დაუსაბუთებელი დაკავების ან დაპატიმრების შედეგად მორალური ზიანის ფულადი კომპენსაციის საკითხის გადასაწყვეტად აუცილებელია დაპატიმრების კანონიერების გამოკვლევა; სისხლისსამართლებრივი დევნის მარეაბილიტირებელი საფუძვლით შეწყვეტა ხელახალ რეაბილიტირებულად ცნობას არ საჭიროებს. პალატამ პროკურორის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სააპელაციო განჩინება გააუქმა და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა.

  • №2კ-11-I-062009-06-2335
    საკასაციო არსებითი (T2)

    რეაბილიტაციის საფუძველი

    საკასაციო პალატამ განიხილა რეაბილიტირებული პირისათვის სისხლის სამართალწარმოების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი. პალატის თანახმად, მორალური ზიანის ფულადი კომპენსაციის საკითხის გადასაწყვეტად უნდა გამოკვლეულიყო დაპატიმრების კანონიერება, რაც ქვედა ინსტანციებმა არ გააკეთეს. პალატამ პროკურორის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, დანარჩენი საჩივრები არ დააკმაყოფილა, სააპელაციო განჩინება გააუქმა და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა.

  • №35I2007-10-1123
    საკასაციო არსებითი (T2)

    სისხლისსამართლებრივი რეაბილიტაციის საფუძველი

    საქმე ეხება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შემდეგ რეაბილიტაციასა და მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხარჯებისა და ჯანმრთელობის დაზიანების დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი არ იყო, ხოლო მორალური ზიანისთვის განსაზღვრული 800 ლარი გონივრული იყო. პალატამ კერძო საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, თუმცა სააპელაციო განჩინებიდან ამორიცხა პირის ხელახლა რეაბილიტირებულად ცნობის მითითება.

  • №35I2007-10-1123
    საკასაციო არსებითი (T2)

    სისხლისსამართლებრივი რეაბილიტაციის საფუძველი

    პალატამ განიხილა რეაბილიტირებული პირის მოთხოვნა სისხლის სამართლის წარმოებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების გაზრდის შესახებ. მან მოთხოვნა დაუსაბუთებლად მიიჩნია და რვაასი ლარის ოდენობით მორალური ზიანის კომპენსაცია ძალაში დატოვა. კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა სააპელაციო განჩინებიდან ამოირიცხა პირის ხელახლა რეაბილიტირებულად ცნობის მითითება, რადგან მარეაბილიტირებელი გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო პროკურატურის მიერ.

  • №370792007-07-1322
    საკასაციო არსებითი (T2)

    რეაბილიტირებული პირის მორალური ზიანის ანაზღაურება

    საკასაციო პალატამ განიხილა რეაბილიტირებული პირისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების ვადა, კომპენსაციის ოდენობა და მისი გადახდის წყარო. პალატის განმარტებით, ექვსთვიანი ვადა არ ვრცელდებოდა შემთხვევაზე, როდესაც რეაბილიტაციის საფუძველი წინასწარი გამოძიების სტადიაზე დადგინდა. სასამართლომ ძალაში დატოვა 3000 ლარის კომპენსაცია და დააზუსტა, რომ იგი სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა ანაზღაურებულიყო.

  • №25I2007-06-0517
    საკასაციო არსებითი (T2)

    სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტით წარმოშობილი რეაბილიტაცია

    საკასაციო პალატამ განიხილა რეაბილიტირებული პირისათვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი. პალატამ დამატებითი ანაზღაურების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან მატერიალური ზიანი სათანადო მტკიცებულებებით არ იყო დადასტურებული, ხოლო 5000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის კომპენსაცია გონივრულად მიიჩნია. ამასთან, სააპელაციო განჩინებიდან ამორიცხა მითითება პირის რეაბილიტირებულად ცნობაზე, რადგან მარეაბილიტირებელი საპროცესო გადაწყვეტილების შემდეგ ხელახალი სასამართლო აღიარება საჭირო არ არის.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. რეაბილიტირებულისათვის უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანი სრული მოცულობით ანაზღაურდება. 2. უნდა ანაზღაურდეს: ა) ხელფასი ან სხვა შემოსავალი, რომელიც სარეაბილიტაციო პირს მოაკლდა, მათ შორის, ანაცდენი სარგებელი; ბ) პენსია, დახმარება, – თუ მათი გადახდა შეჩერებული იყო; გ) ფული, ფულადი ანაბრები და მათი პროცენტები, ობლიგაციები და მათი წილხვედრი მოგება, სხვა ფასიანი ქაღალდები და მათზე მიღებული შემოსავალი; დ) სასამართლო განაჩენის ან სხვა გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი ნივთებისა და სხვა ქონების ღირებულება; ე) სასამართლო განაჩენის ან სხვა გადაწყვეტილების საფუძველზე გადახდევინებული ჯარიმები და სასამართლო ხარჯები; ვ) თანხა, რომელიც გადახდა მსჯავრდებულს დანიშვნით დაცვის განხორციელებისათვის; ზ) ადვოკატისათვის გადახდილი ჰონორარი შეთანხმებით დაცვის განხორციელებისათვის; თ) სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები. 3. იმ პირის გარდაცვალებისას, რომელსაც ზიანი მიადგა, ზიანის ანაზღაურების უფლება გადადის მის მემკვიდრეებზე. 4. დასაბრუნებელი ფულისა და ნივთების ღირებულების ინდექსაცია ხდება გადახდის დღეს არსებული საშუალო-საბაზრო ფასებით, ინფლაციის გათვალისწინებით. 5. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ ზიანს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურებენ საფინანსო ორგანოები, ხოლო იმავე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ზიანს – სოციალური უზრუნველყოფის ორგანოები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 1 აგვ. 1998-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1990¹²154040¹309¹⁷40841141318892979223
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის საერ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ტერიტორიაზ…