საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 227. რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების საპროცესო წესი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

გურანდა გრიგოლიაირაკლი ღლონტისულხან კაპანაძე

1.თუ არსებობს მონაცემები, რომ ზიანი მიყენებულია გამომძიებლის ან პროკურორის უკანონო ანდა დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად, პირს, რომელსაც თავი დაზარალებულად მიაჩნია, უფლება აქვს საჩივარი შეიტანოს სასამართლოში წინასწარი გამოძიების დამთავრებამდე. მოსამართლე საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად, მომჩივნისა და იმ ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობით, რომლის მოქმედებაც საჩივრდება. მოსამართლის დადგენილება უნდა შეიცავდეს მიყენებული ზიანის სახეობისა და ოდენობის დასაბუთებულ მითითებას და მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების შესახებ, ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის დასაბუთებას.

2.მოსამართლეს, რომელმაც წინასწარი გამოძიების დროს განიხილა საჩივარი მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, უფლება არა აქვს შემდგომში განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, რომლის გამოც შეტანილი იყო საჩივარი. მოსამართლის დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით. მოსამართლის კანონიერ ძალაში შესული დადგენილება გამორიცხავს სასამართლოში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით იმავე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მიმართვის შესაძლებლობას.

3.მას შემდეგ, რაც პროკურორი შეწყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას ან/და წინასწარ გამოძიებას იმ საფუძვლით, რომელსაც რეაბილიტაცია მოსდევს, საქმეს გადასცემს სასამართლოს, რომლის განსჯადიც იყო ეს საქმე, და ეს იმავე დღეს უნდა ეცნობოს რეაბილიტირებულს. თუ პროკურორი სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტისას არ განსაზღვრავს ზიანის ოდენობას, რეაბილიტირებულს უფლება აქვს პირდაპირ მიმართოს სასამართლოს. საქმის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა მოსამართლე ატარებს სხდომას ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული წესების მიხედვით და გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება რეაბილიტირებულისათვის მიყენებული ყველა სახის ზიანის ანაზღაურების შესახებ. მოსამართლის დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით.

4.თუ რეაბილიტაციის საფუძველი გამოვლინდა სასამართლოში, მოსამართლემ (სასამართლომ) სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გამამართლებელ განაჩენში ან განჩინებაში (დადგენილებაში), რომელსაც რეაბილიტაცია მოსდევს, უნდა ცნოს რეაბილიტირებულისათვის მიყენებული ყველა სახის ზიანის ანაზღაურების უფლება. განაჩენის ან განჩინების (დადგენილების) ასლი რეაბილიტირებულს უნდა გადაეცეს ხელზე ან გაეგზავნოს ფოსტით. მას განემარტება, რომ ზიანის ანაზღაურებისა და უფლებების აღდგენის შესახებ განცხადება სასამართლოში შეტანილი უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენის ან რეაბილიტაციის სხვა აქტის გამოტანის დღიდან 6 თვის ვადაში. რეაბილიტირებულს უფლება აქვს მიმართოს რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს, რომელიც რეაბილიტირებულის განცხადების მიხედვით განსაზღვრავს მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მოითხოვს საფინანსო და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოების გაანგარიშებას. თუ სასამართლომ საქმე შეწყვიტა მისი საკასაციო წესით განხილვისას, ზიანის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო, რომელმაც განაჩენი გამოიტანა, ოღონდ სხვა შემადგენლობით.

5.ზიანის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ სასამართლოს გამოაქვს განჩინება (დადგენილება) ყველა სახის ზიანის ანაზღაურების შესახებ. გერბიანი ბეჭდით დამოწმებული განჩინების (დადგენილების) ასლი გადაეცემა ან ეგზავნება რეაბილიტირებულს, ხოლო მისი გარდაცვალების შემთხვევაში – მის მემკვიდრეებს, რათა ეს ასლი წარუდგინონ ორგანოებს, რომლებიც ვალდებულნი არიან აანაზღაურონ ყველა სახის ზიანი.

6.რეაბილიტაციის შესახებ განჩინების (დადგენილების) შესრულება სავალდებულოა ყველა დაწესებულების, საწარმოსა და ორგანიზაციისათვის, საკუთრების ფორმის მიუხედავად.

7.რეაბილიტირებულისათვის ყველა სახის ზიანის ანაზღაურების შესახებ განჩინება (დადგენილება) შეიძლება სააპელაციო წესით გაასაჩივრონ რეაბილიტირებულმა, პროკურორმა, დაინტერესებულმა პირმა და ორგანიზაციამ, რომლებსაც ეხება სასამართლოს მოთხოვნა რეაბილიტირებულისათვის ყველა უფლების აღდგენის შესახებ. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 36

ყველა გადაწყვეტილება
  • №2კ-30-I-082009-02-1319
    საკასაციო არსებითი (T2)

    რეაბილიტირებულისათვის ზიანის ანაზღაურება

    საქმე ეხება რეაბილიტირებული პირისათვის სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების მოქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის განსჯადობას. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ მოთხოვნა პირველმა ინსტანციამ უნდა განიხილოს, მაშინაც კი, როდესაც გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა. პალატამ კერძო საკასაციო საჩივრები არ დააკმაყოფილა, თუმცა განსჯადობის წესის არსებითი დარღვევის გამო გააუქმა ზიანის ანაზღაურების შესახებ განჩინება და საქმე რაიონულ სასამართლოს ხელახლა განსახილველად გადასცა. გამართლება ძალაში დარჩა; სასჯელი არ არის დანიშნული.

  • №24I2007-10-2416
    საკასაციო არსებითი (T2)

    რეაბილიტირებულისათვის ზიანის ანაზღაურება

    საკასაციო პალატამ განიხილა რეაბილიტირებული პირისათვის მატერიალური, ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი. პალატის თანახმად, მორალური ზიანის ფულადი კომპენსაციისათვის სასამართლომ უნდა დაასაბუთოს დაკავების ან დაპატიმრების უკანონობა ან დაუსაბუთებლობა. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ადვოკატის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქმე ახალი განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნდა.

  • №371802007-09-2032
    საკასაციო არსებითი (T2)

    რეაბილიტირებული პირისათვის ზიანის ანაზღაურება

    საკასაციო პალატამ განიხილა რეაბილიტირებული პირის მოთხოვნა სამართალწარმოების ორგანოების მოქმედებით მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ. პალატის განმარტებით, თუ სასამართლო მოთხოვნას ხანდაზმულად მიიჩნევს, მან მოთხოვნის საფუძვლიანობა არსებითად არ უნდა განიხილოს; ამასთან, ქვემდგომი სასამართლოების მითითება სსსკ-ის 227-ე მუხლის მე-4 ნაწილზე კანონის ნამდვილ აზრს არ შეესაბამებოდა. უზენაესმა სასამართლომ კერძო საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სააპელაციო განჩინება გააუქმა და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა; ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა საბოლოოდ არ გადაუწყვეტია.

  • №370992007-07-1716
    საკასაციო არსებითი (T2)

    რეაბილიტირებული პირისათვის მორალური ზიანის ანაზღაურება

    საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლოსათვის მიმართვის ექვსთვიანი ვადა არ ვრცელდებოდა წინასწარი გამოძიებისას მარეაბილიტირებელი საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შემთხვევაზე. ერთ წელზე მეტი ხნით პატიმრობაში მყოფი რეაბილიტირებული პირისათვის მორალური ზიანის ფულადი კომპენსაციით ანაზღაურებაც დასაშვებად მიიჩნია. პალატამ ორივე საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და უცვლელად დატოვა რეაბილიტირებული პირის სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2000 ლარის დაკისრება; ქონებრივი ზიანის ანაზღაურებაზე უარი შენარჩუნდა.

  • №370792007-07-1322
    საკასაციო არსებითი (T2)

    რეაბილიტირებული პირის მორალური ზიანის ანაზღაურება

    საკასაციო პალატამ განიხილა რეაბილიტირებული პირისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების ვადა, კომპენსაციის ოდენობა და მისი გადახდის წყარო. პალატის განმარტებით, ექვსთვიანი ვადა არ ვრცელდებოდა შემთხვევაზე, როდესაც რეაბილიტაციის საფუძველი წინასწარი გამოძიების სტადიაზე დადგინდა. სასამართლომ ძალაში დატოვა 3000 ლარის კომპენსაცია და დააზუსტა, რომ იგი სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა ანაზღაურებულიყო.

  • №1362აპ2007-06-2716
    საკასაციო არსებითი (T2)

    ნაწილობრივი რეაბილიტაციის საფუძვლები

    საკასაციო პალატამ განიხილა, წარმოშობდა თუ არა ბრალდების ერთ ეპიზოდში წინასწარი გამოძიებისას სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა პირის ნაწილობრივი რეაბილიტაციის საფუძველს. პალატის თანახმად, მოცემულ გარემოებებში ეს არ აკმაყოფილებდა ნაწილობრივი რეაბილიტაციის კანონით განსაზღვრულ პირობებს. კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რეაბილიტაციაზე უარის შესახებ სააპელაციო განჩინება უცვლელად დარჩა; ამ წარმოებაში სასჯელი არ დანიშნულა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თუ არსებობს მონაცემები, რომ ზიანი მიყენებულია გამომძიებლის ან პროკურორის უკანონო ანდა დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად, პირს, რომელსაც თავი დაზარალებულად მიაჩნია, უფლება აქვს საჩივარი შეიტანოს სასამართლოში წინასწარი გამოძიების დამთავრებამდე. მოსამართლე საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად, მომჩივნისა და იმ ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობით, რომლის მოქმედებაც საჩივრდება. მოსამართლის დადგენილება უნდა შეიცავდეს მიყენებული ზიანის სახეობისა და ოდენობის დასაბუთებულ მითითებას და მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების შესახებ, ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის დასაბუთებას. 2. მოსამართლეს, რომელმაც წინასწარი გამოძიების დროს განიხილა საჩივარი მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, უფლება არა აქვს შემდგომში განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, რომლის გამოც შეტანილი იყო საჩივარი. მოსამართლის დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით. მოსამართლის კანონიერ ძალაში შესული დადგენილება გამორიცხავს სასამართლოში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით იმავე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მიმართვის შესაძლებლობას. 3. მას შემდეგ, რაც პროკურორი შეწყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას ან/და წინასწარ გამოძიებას იმ საფუძვლით, რომელსაც რეაბილიტაცია მოსდევს, საქმეს გადასცემს სასამართლოს, რომლის განსჯადიც იყო ეს საქმე, და ეს იმავე დღეს უნდა ეცნობოს რეაბილიტირებულს. თუ პროკურორი სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტისას არ განსაზღვრავს ზიანის ოდენობას, რეაბილიტირებულს უფლება აქვს პირდაპირ მიმართოს სასამართლოს. საქმის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა მოსამართლე ატარებს სხდომას ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული წესების მიხედვით და გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება რეაბილიტირებულისათვის მიყენებული ყველა სახის ზიანის ანაზღაურების შესახებ. მოსამართლის დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით. 4. თუ რეაბილიტაციის საფუძველი გამოვლინდა სასამართლოში, მოსამართლემ (სასამართლომ) სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გამამართლებელ განაჩენში ან განჩინებაში (დადგენილებაში), რომელსაც რეაბილიტაცია მოსდევს, უნდა ცნოს რეაბილიტირებულისათვის მიყენებული ყველა სახის ზიანის ანაზღაურების უფლება. განაჩენის ან განჩინების (დადგენილების) ასლი რეაბილიტირებულს უნდა გადაეცეს ხელზე ან გაეგზავნოს ფოსტით. მას განემარტება, რომ ზიანის ანაზღაურებისა და უფლებების აღდგენის შესახებ განცხადება სასამართლოში შეტანილი უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენის ან რეაბილიტაციის სხვა აქტის გამოტანის დღიდან 6 თვის ვადაში. რეაბილიტირებულს უფლება აქვს მიმართოს რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს, რომელიც რეაბილიტირებულის განცხადების მიხედვით განსაზღვრავს მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მოითხოვს საფინანსო და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოების გაანგარიშებას. თუ სასამართლომ საქმე შეწყვიტა მისი საკასაციო წესით განხილვისას, ზიანის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო, რომელმაც განაჩენი გამოიტანა, ოღონდ სხვა შემადგენლობით. 5. ზიანის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ სასამართლოს გამოაქვს განჩინება (დადგენილება) ყველა სახის ზიანის ანაზღაურების შესახებ. გერბიანი ბეჭდით დამოწმებული განჩინების (დადგენილების) ასლი გადაეცემა ან ეგზავნება რეაბილიტირებულს, ხოლო მისი გარდაცვალების შემთხვევაში – მის მემკვიდრეებს, რათა ეს ასლი წარუდგინონ ორგანოებს, რომლებიც ვალდებულნი არიან აანაზღაურონ ყველა სახის ზიანი. 6. რეაბილიტაციის შესახებ განჩინების (დადგენილების) შესრულება სავალდებულოა ყველა დაწესებულების, საწარმოსა და ორგანიზაციისათვის, საკუთრების ფორმის მიუხედავად. 7. რეაბილიტირებულისათვის ყველა სახის ზიანის ანაზღაურების შესახებ განჩინება (დადგენილება) შეიძლება სააპელაციო წესით გაასაჩივრონ რეაბილიტირებულმა, პროკურორმა, დაინტერესებულმა პირმა და ორგანიზაციამ, რომლებსაც ეხება სასამართლოს მოთხოვნა რეაბილიტირებულისათვის ყველა უფლების აღდგენის შესახებ. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №53 · ძალაშია 1 იან. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005

    227-ე მუხლის პირველ ნაწილში 6-თვიანი ვადა ახლა განცხადების სასამართლოში შეტანას ეხება და არა ანაზღაურების თვით განხორციელებას; ფორმულირება საფინანსო ორგანოებზე დაზუსტდა.

  2. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    227-ე მუხლის მე-4 პუნქტში ზიანის ანაზღაურების უფლების აღიარების სუბიექტად დასახელდა მოსამართლე (სასამართლო), ხოლო შეწყვეტის ობიექტად — სისხლისსამართლებრივი დევნა „საქმის“ ნაცვლად; 6-თვიანი პერიოდი ახლა „ვადაში“ არის ჩამოყალიბებული.

  3. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    227-ე მუხლს დაემატა რეაბილიტირებულის უფლება, პროკურორის მიერ ზიანის ოდენობის განუსაზღვრელობისას პირდაპირ მიმართოს სასამართლოს.

  4. ზიანის ოდენობის განსაზღვრის წესი მხოლოდ საკასაციო წესით განხილვისას შეწყვეტილ საქმეს ეხება, სარევიზიო წესი ამოღებულია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1940¹40309¹⁷309²⁰309¹⁹4089295978914227
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…სისხლის სამართლის საერ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…რეაბილიტაციისა და კრედ…