საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 228. უფლების აღდგენა სასარჩელო წესით

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

ირაკლი ღლონტიგიორგი ფანცულაიამზია კიკვაძე

1.თუ მოქალაქის მოთხოვნა შრომითი, საპენსიო, საბინაო ან სხვა უფლების აღდგენის, ანდა ქონებისა თუ მისი ღირებულების დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილებულა, ან თუ მოქალაქე არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს შესაბამისი მოთხოვნით, სასარჩელო წარმოების წესით, გამამართლებელი განაჩენის ან რეაბილიტაციის შესახებ სხვა აქტის გამოტანის დღიდან 3 წლის განმავლობაში.

2.საპატიო მიზეზით ამ ვადის გადაცილებისას, დაინტერესებულ პირთა განცხადებით, ეს ვადა სასამართლომ უნდა აღადგინოს.

უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 5

ყველა გადაწყვეტილება
  • №270აპ2008-09-3017სისხლის
    საკასაციო არსებითი (T2)

    ერთი ქმედების ორი მუხლით კვალიფიკაცია

    საკასაციო პალატამ მსჯავრდებულის ბრალეულობა და ქმედების კვალიფიკაცია დასაბუთებულად მიიჩნია, თუმცა ერთი ქმედებისთვის ორი მუხლით ცალ-ცალკე სასჯელის დანიშვნა არასწორად შეაფასა. პალატამ საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, სააპელაციო განაჩენი სასჯელის დანიშვნის ნაწილში შეცვალა და საბოლოო სასჯელად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა დატოვა. ამნისტიის გამოყენების საფუძველი პალატამ ვერ დაინახა.

  • №31-კოლ2004-02-2719სისხლის
    საკასაციო არსებითი (T2)

    რეაბილიტირებული პირის მორალური ზიანის ანაზღაურება

    პალატამ განიხილა რეაბილიტირებული პირისთვის უკანონო მსჯავრდებითა და პატიმრობით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი. მან მიმართვის ვადის გაშვება საპატიოდ მიიჩნია საგამოძიებო ორგანოს კანონსაწინააღმდეგო უმოქმედობის გამო და დაადგინა, რომ კომპენსაცია გონივრულ და დასაბუთებულ ფარგლებში უნდა განისაზღვროს. ფინანსთა სამინისტროს კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა პირველი ინსტანციის მიერ განსაზღვრული კომპენსაცია 15000 ლარიდან 10000 ლარამდე შემცირდა.

  • №68-დად2003-05-0620სისხლის
    საკასაციო არსებითი (T2)

    სამოქალაქო დავისა და სისხლის სამართლის საქმის გამიჯვნა

    საკასაციო პალატამ განიხილა, არსებობდა თუ არა სამოქალაქო გარიგებიდან წარმოშობილ დავაზე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილების გაუქმებისა და გამოძიების განახლების საფუძველი. პალატამ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით ურთიერთობის სამოქალაქო ხასიათი უდავოდ იყო დადგენილი და მითითებული საგამოძიებო ხარვეზები გამოძიების განახლებას არ ამართლებდა. პროკურორის კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, რაიონული სასამართლოს დადგენილება გაუქმდა და გამომძიებლის საქმის შეწყვეტის დადგენილება უცვლელად დარჩა.

  • №5დად2000-03-1019სისხლის
    საკასაციო არსებითი (T2)

    რეაბილიტაციის მოთხოვნის სასამართლო განხილვა

    საკასაციო პალატამ განიხილა რეაბილიტაციის საკითხზე სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და საპროცესო ნორმების შეფასება. პალატამ სააპელაციო განჩინება გააუქმა და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე პალატის სხვა შემადგენლობას დაუბრუნა. სასჯელი ამ განჩინებით არ განსაზღვრულა.

  • №ას-296-979-032003-07-2310სამოქალაქო
    კერძო საჩივარი (T4)

    შეეძლო თუ არა საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას მოცემული სარჩელის მიღებაზე უარის ნაცვლად მისი სხვა კოლეგიისთვის გადაგზავნა?

    ნ. წ. უკანონო მსჯავრდებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურებასა და ბოდიშის მოხდას მოითხოვდა. დავა შეეხებოდა იმას, უნდა მიეღო თუ არა სარჩელი საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ კოლეგიას სწორად ეთქვა უარი სარჩელის მიღებაზე, რადგან დავა მის განსჯადობას არ განეკუთვნებოდა. სსსკ 419-ის საფუძველზე კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განჩინება უცვლელად დარჩა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თუ მოქალაქის მოთხოვნა შრომითი, საპენსიო, საბინაო ან სხვა უფლების აღდგენის, ანდა ქონებისა თუ მისი ღირებულების დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილებულა, ან თუ მოქალაქე არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს შესაბამისი მოთხოვნით, სასარჩელო წარმოების წესით, გამამართლებელი განაჩენის ან რეაბილიტაციის შესახებ სხვა აქტის გამოტანის დღიდან 3 წლის განმავლობაში. 2. საპატიო მიზეზით ამ ვადის გადაცილებისას, დაინტერესებულ პირთა განცხადებით, ეს ვადა სასამართლომ უნდა აღადგინოს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 20 მარ. 1998-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
461265363²⁴34051189292745112055228
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…სქესობრივი თავისუფლები…საქართველოს შრომის კოდ…ნებაყოფლობითი კერძო პე…