Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 227

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 227. რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების საპროცესო წესი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.10.2010.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
თემები:მსხვერპლის წარმომადგენლობა - ეკონომიკურიდელიქტური სასამართლოსამოქალაქო აღდგენა და კომპენსაციაგასაჩივრება და მსჯავრდების შემდგომი დაცვაპიროვნული დაზიანებაარაუზრუნველყოფილი მოთხოვნების ამოღება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.თუ არსებობს მონაცემები, რომ ზიანი მიყენებულია გამომძიებლის ან პროკურორის უკანონო ანდა დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად, პირს, რომელსაც თავი დაზარალებულად მიაჩნია, უფლება აქვს საჩივარი შეიტანოს სასამართლოში წინასწარი გამოძიების დამთავრებამდე. მოსამართლე საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად, მომჩივნისა და იმ ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობით, რომლის მოქმედებაც საჩივრდება. მოსამართლის დადგენილება უნდა შეიცავდეს მიყენებული ზიანის სახეობისა და ოდენობის დასაბუთებულ მითითებას და მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების შესახებ, ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის დასაბუთებას.

2.მოსამართლეს, რომელმაც წინასწარი გამოძიების დროს განიხილა საჩივარი მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, უფლება არა აქვს შემდგომში განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, რომლის გამოც შეტანილი იყო საჩივარი. მოსამართლის დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით. მოსამართლის კანონიერ ძალაში შესული დადგენილება გამორიცხავს სასამართლოში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით იმავე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მიმართვის შესაძლებლობას.

3.მას შემდეგ, რაც პროკურორი შეწყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას ან/და წინასწარ გამოძიებას იმ საფუძვლით, რომელსაც რეაბილიტაცია მოსდევს, საქმეს გადასცემს სასამართლოს, რომლის განსჯადიც იყო ეს საქმე, და ეს იმავე დღეს უნდა ეცნობოს რეაბილიტირებულს. თუ პროკურორი სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტისას არ განსაზღვრავს ზიანის ოდენობას, რეაბილიტირებულს უფლება აქვს პირდაპირ მიმართოს სასამართლოს. საქმის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა მოსამართლე ატარებს სხდომას ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული წესების მიხედვით და გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება რეაბილიტირებულისათვის მიყენებული ყველა სახის ზიანის ანაზღაურების შესახებ. მოსამართლის დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით.

4.თუ რეაბილიტაციის საფუძველი გამოვლინდა სასამართლოში, მოსამართლემ (სასამართლომ) სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გამამართლებელ განაჩენში ან განჩინებაში (დადგენილებაში), რომელსაც რეაბილიტაცია მოსდევს, უნდა ცნოს რეაბილიტირებულისათვის მიყენებული ყველა სახის ზიანის ანაზღაურების უფლება. განაჩენის ან განჩინების (დადგენილების) ასლი რეაბილიტირებულს უნდა გადაეცეს ხელზე ან გაეგზავნოს ფოსტით. მას განემარტება, რომ ზიანის ანაზღაურებისა და უფლებების აღდგენის შესახებ განცხადება სასამართლოში შეტანილი უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენის ან რეაბილიტაციის სხვა აქტის გამოტანის დღიდან 6 თვის ვადაში. რეაბილიტირებულს უფლება აქვს მიმართოს რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს, რომელიც რეაბილიტირებულის განცხადების მიხედვით განსაზღვრავს მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მოითხოვს საფინანსო და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოების გაანგარიშებას. თუ სასამართლომ საქმე შეწყვიტა მისი საკასაციო წესით განხილვისას, ზიანის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო, რომელმაც განაჩენი გამოიტანა, ოღონდ სხვა შემადგენლობით.

5.ზიანის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ სასამართლოს გამოაქვს განჩინება (დადგენილება) ყველა სახის ზიანის ანაზღაურების შესახებ. გერბიანი ბეჭდით დამოწმებული განჩინების (დადგენილების) ასლი გადაეცემა ან ეგზავნება რეაბილიტირებულს, ხოლო მისი გარდაცვალების შემთხვევაში – მის მემკვიდრეებს, რათა ეს ასლი წარუდგინონ ორგანოებს, რომლებიც ვალდებულნი არიან აანაზღაურონ ყველა სახის ზიანი.

6.რეაბილიტაციის შესახებ განჩინების (დადგენილების) შესრულება სავალდებულოა ყველა დაწესებულების, საწარმოსა და ორგანიზაციისათვის, საკუთრების ფორმის მიუხედავად.

7.რეაბილიტირებულისათვის ყველა სახის ზიანის ანაზღაურების შესახებ განჩინება (დადგენილება) შეიძლება სააპელაციო წესით გაასაჩივრონ რეაბილიტირებულმა, პროკურორმა, დაინტერესებულმა პირმა და ორგანიზაციამ, რომლებსაც ეხება სასამართლოს მოთხოვნა რეაბილიტირებულისათვის ყველა უფლების აღდგენის შესახებ. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თუ არსებობს მონაცემები, რომ ზიანი მიყენებულია გამომძიებლის ან პროკურორის უკანონო ანდა დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად, პირს, რომელსაც თავი დაზარალებულად მიაჩნია, უფლება აქვს საჩივარი შეიტანოს სასამართლოში წინასწარი გამოძიების დამთავრებამდე. მოსამართლე საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად, მომჩივნისა და იმ ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობით, რომლის მოქმედებაც საჩივრდება. მოსამართლის დადგენილება უნდა შეიცავდეს მიყენებული ზიანის სახეობისა და ოდენობის დასაბუთებულ მითითებას და მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების შესახებ, ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის დასაბუთებას. 2. მოსამართლეს, რომელმაც წინასწარი გამოძიების დროს განიხილა საჩივარი მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, უფლება არა აქვს შემდგომში განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, რომლის გამოც შეტანილი იყო საჩივარი. მოსამართლის დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით. მოსამართლის კანონიერ ძალაში შესული დადგენილება გამორიცხავს სასამართლოში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით იმავე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მიმართვის შესაძლებლობას. 3. მას შემდეგ, რაც პროკურორი შეწყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას ან/და წინასწარ გამოძიებას იმ საფუძვლით, რომელსაც რეაბილიტაცია მოსდევს, საქმეს გადასცემს სასამართლოს, რომლის განსჯადიც იყო ეს საქმე, და ეს იმავე დღეს უნდა ეცნობოს რეაბილიტირებულს. თუ პროკურორი სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტისას არ განსაზღვრავს ზიანის ოდენობას, რეაბილიტირებულს უფლება აქვს პირდაპირ მიმართოს სასამართლოს. საქმის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა მოსამართლე ატარებს სხდომას ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული წესების მიხედვით და გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება რეაბილიტირებულისათვის მიყენებული ყველა სახის ზიანის ანაზღაურების შესახებ. მოსამართლის დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით. 4. თუ რეაბილიტაციის საფუძველი გამოვლინდა სასამართლოში, მოსამართლემ (სასამართლომ) სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გამამართლებელ განაჩენში ან განჩინებაში (დადგენილებაში), რომელსაც რეაბილიტაცია მოსდევს, უნდა ცნოს რეაბილიტირებულისათვის მიყენებული ყველა სახის ზიანის ანაზღაურების უფლება. განაჩენის ან განჩინების (დადგენილების) ასლი რეაბილიტირებულს უნდა გადაეცეს ხელზე ან გაეგზავნოს ფოსტით. მას განემარტება, რომ ზიანის ანაზღაურებისა და უფლებების აღდგენის შესახებ განცხადება სასამართლოში შეტანილი უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენის ან რეაბილიტაციის სხვა აქტის გამოტანის დღიდან 6 თვის ვადაში. რეაბილიტირებულს უფლება აქვს მიმართოს რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს, რომელიც რეაბილიტირებულის განცხადების მიხედვით განსაზღვრავს მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მოითხოვს საფინანსო და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოების გაანგარიშებას. თუ სასამართლომ საქმე შეწყვიტა მისი საკასაციო წესით განხილვისას, ზიანის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო, რომელმაც განაჩენი გამოიტანა, ოღონდ სხვა შემადგენლობით. 5. ზიანის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ სასამართლოს გამოაქვს განჩინება (დადგენილება) ყველა სახის ზიანის ანაზღაურების შესახებ. გერბიანი ბეჭდით დამოწმებული განჩინების (დადგენილების) ასლი გადაეცემა ან ეგზავნება რეაბილიტირებულს, ხოლო მისი გარდაცვალების შემთხვევაში – მის მემკვიდრეებს, რათა ეს ასლი წარუდგინონ ორგანოებს, რომლებიც ვალდებულნი არიან აანაზღაურონ ყველა სახის ზიანი. 6. რეაბილიტაციის შესახებ განჩინების (დადგენილების) შესრულება სავალდებულოა ყველა დაწესებულების, საწარმოსა და ორგანიზაციისათვის, საკუთრების ფორმის მიუხედავად. 7. რეაბილიტირებულისათვის ყველა სახის ზიანის ანაზღაურების შესახებ განჩინება (დადგენილება) შეიძლება სააპელაციო წესით გაასაჩივრონ რეაბილიტირებულმა, პროკურორმა, დაინტერესებულმა პირმა და ორგანიზაციამ, რომლებსაც ეხება სასამართლოს მოთხოვნა რეაბილიტირებულისათვის ყველა უფლების აღდგენის შესახებ. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №53 · ძალაშია 1 იან. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005

    227-ე მუხლის პირველ ნაწილში 6-თვიანი ვადა ახლა განცხადების სასამართლოში შეტანას ეხება და არა ანაზღაურების თვით განხორციელებას; ფორმულირება საფინანსო ორგანოებზე დაზუსტდა.

  2. 1 იან. 2006· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    227-ე მუხლის მე-4 პუნქტში ზიანის ანაზღაურების უფლების აღიარების სუბიექტად დასახელდა მოსამართლე (სასამართლო), ხოლო შეწყვეტის ობიექტად — სისხლისსამართლებრივი დევნა „საქმის“ ნაცვლად; 6-თვიანი პერიოდი ახლა „ვადაში“ არის ჩამოყალიბებული.

  3. 1 ივნ. 2000· გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    227-ე მუხლს დაემატა რეაბილიტირებულის უფლება, პროკურორის მიერ ზიანის ოდენობის განუსაზღვრელობისას პირდაპირ მიმართოს სასამართლოს.

  4. 14 მაი. 1999

    ზიანის ოდენობის განსაზღვრის წესი მხოლოდ საკასაციო წესით განხილვისას შეწყვეტილ საქმეს ეხება, სარევიზიო წესი ამოღებულია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 226შემდეგი მუხლი 228

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დელიქტური კომპენსაცია4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აზბესტის სამართალწარმოება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აღდგენის დაკანებები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ზიანის ანაზღაურის დაკანებები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 14 დეკ. 2018 · №103

  • 4 ცვლილება · ბოლო 4 ივლ. 2005
  • 7 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 92ზიანის ანაზღაურება
  • 95საჩივრის შეტანის უფლება და წესი
  • 97საჩივრის განხილვის ზოგადი წესი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 40¹ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად სახელმწიფოსათვის ან/და მუნიციპალიტეტისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესი
  • 40მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 19ზიანის ანაზღაურება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 309¹⁷ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი
  • 309²⁰ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვა
  • 309¹⁹ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის მიღების საკითხის განხილვა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 408პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოვალეობა

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 89რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის ქმედების გასაჩივრება

ამნისტიის შესახებ

  • 14

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1940¹40309¹⁷309²⁰309¹⁹4089295978914227
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…სისხლის სამართლის საერ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…რეაბილიტაციისა და კრედ…