საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 231. შუამდგომლობის განცხადების წესი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.შუამდგომლობის განცხადება შეიძლება სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. სასამართლო კამათის დაწყების შემდეგ შუამდგომლობის განცხადება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოსაკვლევია არსებითად ახალი მტკიცებულება და ამ მტკიცებულების წარმოდგენა მხარის მიერ სასამართლო კამათის დაწყებამდე ობიექტურად შეუძლებელი იყო.

2.შუამდგომლობა შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი. იგი უნდა იყოს დასაბუთებული, მასში კონკრეტულად უნდა იქნეს გადმოცემული ჯერ მოთხოვნა და შემდეგ მოთხოვნის არგუმენტაცია და იგი უნდა ეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ საკითხებთან.

3.წერილობითი შუამდგომლობა და მისი დამასაბუთებელი მასალები უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.

4.ზეპირი შუამდგომლობა შეტანილ უნდა იქნეს იმ საგამოძიებო მოქმედების ოქმში, რომლის ჩატარების დროსაც იყო იგი განცხადებული, ცალკე შედგენილ ოქმში ან სასამართლო სხდომის ოქმში.

5.შუამდგომლობის უარყოფა განმცხადებელს არ ართმევს უფლებას, ახალი არსებითი გარემოების გამოვლენის შემთხვევაში მიმართოს შუამდგომლობით სისხლის სამართლის პროცესის იმავე ან სხვა სტადიაზე.

6.შუამდგომლობა განხილულ და გადაწყვეტილ უნდა იქნეს მისი განცხადების მომენტიდან არა უგვიანეს 3 დღე-ღამისა.

7.სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს უნდა წარედგინოს წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს იმავე სასამართლო სხდომაზე.

8.სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობის დასაყენებლად და დასასაბუთებლად მოსამართლე მხარეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.

9.სასამართლოში საქმის განხილვისას დაყენებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით მოსამართლე მხარეს პოზიციის გამოსახატავად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 6

ყველა გადაწყვეტილება
  • №258აპ2008-09-1235
    საკასაციო არსებითი (T2)

    სააპელაციო სასამართლოში დაცვის მოწმეების დაკითხვის შუამდგომლობა

    საკასაციო პალატამ განმარტა, რომ დაცვის მოწმეების დაკითხვის შუამდგომლობა კანონით დადგენილი წესით უნდა გამოცხადდეს და დასაბუთდეს, მიუხედავად იმისა, რომ მოწმეები სააპელაციო საჩივარში არიან დასახელებული. პალატამ საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და მსჯავრდება და სასჯელები უცვლელად დატოვა. ამასთან, მან დაზარალებულის სასარგებლოდ დაკისრებული თანხა 12704 ლარამდე შეამცირა და ორი ნივთის კანონიერ მფლობელებთან დაბრუნება დაადგინა.

  • №2I2007-05-3051
    საკასაციო არსებითი (T2)

    სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდება

    საკასაციო პალატამ განიხილა, შეეძლო თუ არა სააპელაციო სასამართლოს ბრალის დამძიმების მიზნით საქმის დამატებითი გამოძიებისთვის დაბრუნება. პალატამ დაადგინა, რომ ასეთი მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლოში განიხილებოდა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს უნდა შეესრულებინა საკასაციო მითითებები და არ გაეუარესებინა მსჯავრდებულის მდგომარეობა. დაცვის საჩივარი დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოს დადგენილება გაუქმდა და საქმე იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას დაუბრუნდა; საბოლოო სასჯელი არ განსაზღვრულა.

  • №2I2007-05-3051
    საკასაციო არსებითი (T2)

    საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების უფლებამოსილება

    საკასაციო პალატამ განიხილა, შეეძლო თუ არა სააპელაციო სასამართლოს საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნება უფრო მძიმე ბრალდების წარდგენის მიზნით. პალატამ დაადგინა, რომ ასეთი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილებას სცდებოდა და მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მდგომარეობასაც აუარესებდა. დაცვის კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოს დადგენილება გაუქმდა და საქმე იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას დაუბრუნდა ახალი განხილვისათვის; საბოლოო სასჯელი ამ განჩინებით არ განსაზღვრულა.

  • №34-კოლ2005-05-0513
    საკასაციო არსებითი (T2)

    სისხლის სამართლის კანონის უკუძალა

    საკასაციო პალატამ განიხილა, რომელი სისხლის სამართლის კანონი უნდა გამოყენებულიყო მოსამართლის მიერ უკანონო განაჩენის გამოტანისთვის და რა შედეგი მოჰყვებოდა ხანდაზმულობის ვადის გასვლას. პალატამ ქმედება მოქმედი სსკ-ის 336-ე მუხლის პირველი ნაწილიდან 1960 წლის სსკ-ის 193-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადააკვალიფიცირა, რადგან ახალი კანონი სასჯელს არ ამსუბუქებდა. მსჯავრდებული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა, ხოლო დაზარალებულის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

  • №338092002-09-1236
    საკასაციო არსებითი (T2)

    გამამართლებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი

    საკასაციო პალატამ განიხილა, ამართლებდა თუ არა გამოძიების შესაძლო არასრულყოფილება და სხვა პირის თანამონაწილეობის საკითხის გადაუწყვეტლობა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებას. პალატამ დაასკვნა, რომ ეს გარემოებები ბრალდებულთა საწინააღმდეგოდ ვერ იქნებოდა გამოყენებული, ხოლო საეჭვო მტკიცებულებები მათ სასარგებლოდ უნდა შეფასებულიყო. დაცვის კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და ოთხივე ბრალდებულის გამამართლებელი განაჩენი ძალაში დარჩა.

  • №335912001-07-2621
    საკასაციო არსებითი (T2)

    მსჯავრდებულის საჩივრის საფუძველზე ბრალის დამძიმების დაუშვებლობა

    უზენაესმა სასამართლომ განიხილა, დასაშვები იყო თუ არა მსჯავრდებულის საჩივრის საფუძველზე საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნება ბრალის დამძიმების მოტივით და რა შედეგი უნდა მოჰყოლოდა სამართალში მიცემის დადგენილებაში მუხლის ნაწილის მიუთითებლობას. პალატამ პროკურორის კერძო საკასაციო საჩივარი ცვლილებით დააკმაყოფილა და საქმე დამატებითი გამოძიების ნაცვლად პირველი ინსტანციის სასამართლოს სხვა მოსამართლეს გადასცა ხელახალი განხილვისათვის, სამართალში მიცემის სტადიიდან. პირველი ინსტანციით დანიშნული სამი წლით თავისუფლების აღკვეთა და თანამდებობის დაკავების უფლების ერთი წლით ჩამორთმევა საბოლოო სასჯელად არ დადგენილა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. შუამდგომლობის განცხადება შეიძლება სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. სასამართლო კამათის დაწყების შემდეგ შუამდგომლობის განცხადება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოსაკვლევია არსებითად ახალი მტკიცებულება და ამ მტკიცებულების წარმოდგენა მხარის მიერ სასამართლო კამათის დაწყებამდე ობიექტურად შეუძლებელი იყო. 2. შუამდგომლობა შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი. იგი უნდა იყოს დასაბუთებული, მასში კონკრეტულად უნდა იქნეს გადმოცემული ჯერ მოთხოვნა და შემდეგ მოთხოვნის არგუმენტაცია და იგი უნდა ეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ საკითხებთან. 3. წერილობითი შუამდგომლობა და მისი დამასაბუთებელი მასალები უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს. 4. ზეპირი შუამდგომლობა შეტანილ უნდა იქნეს იმ საგამოძიებო მოქმედების ოქმში, რომლის ჩატარების დროსაც იყო იგი განცხადებული, ცალკე შედგენილ ოქმში ან სასამართლო სხდომის ოქმში. 5. შუამდგომლობის უარყოფა განმცხადებელს არ ართმევს უფლებას, ახალი არსებითი გარემოების გამოვლენის შემთხვევაში მიმართოს შუამდგომლობით სისხლის სამართლის პროცესის იმავე ან სხვა სტადიაზე. 6. შუამდგომლობა განხილულ და გადაწყვეტილ უნდა იქნეს მისი განცხადების მომენტიდან არა უგვიანეს 3 დღე-ღამისა. 7. სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს უნდა წარედგინოს წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს იმავე სასამართლო სხდომაზე. 8. სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობის დასაყენებლად და დასასაბუთებლად მოსამართლე მხარეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას. 9. სასამართლოში საქმის განხილვისას დაყენებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით მოსამართლე მხარეს პოზიციის გამოსახატავად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    231-ე მუხლში შუამდგომლობის დაყენება სასამართლო კამათის შემდეგ შეზღუდულია არსებითად ახალი მტკიცებულებით, დაემატა დასაბუთების მოთხოვნები, განმეორებითი მიმართვა ახალ არსებით გარემოებას უკავშირდება და დაემატა 7–9 ნაწილები სასამართლოში შუამდგომლობის ფორმისა და ვადების შესახებ.

  2. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    231-ე მუხლის პირველ ნაწილში შუამდგომლობის განცხადების უფლებას დაემატა გამონაკლისი — 468-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2151091129394636271656³267231
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…სისხლის სამართლის სფერ…საერთაშორისო კერძო სამ…ხელშეკრულება საქართველ…მედიაციის შესახებ