Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებმუხლი 56³

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 56³. ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ შუამდგომლობის ფორმა და თანდართული დოკუმენტები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:ფაქტების კონსტატაციის მომსახურება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ შუამდგომლობა შედგენილი უნდა იყოს წერილობით და მასში მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ა) შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს სახელწოდება, აგრეთვე იმ უწყების დასახელება, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებულ პროცედურებს; ბ) შუამდგომლობის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს სახელწოდება; გ) თხოვნის საგანი და მიზეზი; დ) სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებების აღწერილობა და დანაშაულებრივი ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია; ე) ამონაწერი შესაბამისი საკანონმდებლო აქტებიდან; ვ) საჭიროების შემთხვევაში, იმ პირის (პირთა) თაობაზე მონაცემები, რომლის (რომელთა) მიმართაც უცხო სახელმწიფოში მიმდინარეობს სამართალწარმოება ან/და მოთხოვნილია დახმარების აღმოჩენა; ზ) იმ ქონების თაობაზე მონაცემები, რომელთან დაკავშირებითაც მოთხოვნილია დახმარების აღმოჩენა, მათ შორის, ინფორმაცია ქონების ადგილმდებარეობის, მისი კონკრეტულ პირთან (პირებთან) ან/და დანაშაულთან კავშირის შესახებ; თ) ინფორმაცია იმ პროცედურების თაობაზე, რომელთა განხორციელებასაც ითხოვს შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფო დახმარების აღმოჩენისას.

2.თუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის 56 2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამშრომლობის შესახებ შუამდგომლობას ასევე უნდა დაერთოს შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული ჩამორთმევისადმი დაქვემდებარებული ქონების ჩხრეკის, ამოღების ან/და ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე გადაწყვეტილების ორიგინალი ან დამოწმებული ასლი.

3.თუ ამ კანონის 56 2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოთხოვნილია პირის კონსტიტუციურ უფლებათა შემზღუდავი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, თანამშრომლობის შესახებ შესაბამის შუამდგომლობას ასევე უნდა დაერთოს შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული მოთხოვნილი ღონისძიების განხორციელების ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების ორიგინალი ან დამოწმებული ასლი, თუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4.თუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის 56 2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამშრომლობის შესახებ შუამდგომლობას ასევე უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები: ა) შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული ქონების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილების ორიგინალი ან დამოწმებული ასლი; ბ) შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს წერილობითი დასტური იმის შესახებ, რომ ქონების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილება საბოლოოა და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას; გ) ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოცულობით არის მოთხოვნილი ქონების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება; დ) ინფორმაცია ქონების ჩამორთმევის აღსრულების პროცესში დამატებითი ღონისძიებების გამოყენების შესახებ; ე) ინფორმაცია იმის თაობაზე, ჰქონდათ თუ არა მესამე პირებს გამოთქმული რაიმე პრეტენზია ჩამორთმევისადმი დაქვემდებარებულ ქონებასთან დაკავშირებით. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.

წინა მუხლი 56²შემდეგი მუხლი 56⁴

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ქონების მდგომარეობის კონსტატაციასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №12

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 56²

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 56⁵ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის საქართველოში აღსრულების პროცედურები
  • 56²ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის სახეები
  • 56⁶ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებულ საერთაშორისო თანამშრომლობაზე უარის თქმის საფუძვლები

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 32თანამშრომლობის ფორმები

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

  • 62შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისთვის

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 290უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან შესაბამისობის დადასტურება
  • 93შუამდგომლობის დაყენების უფლება და წესი
  • 94შუამდგომლობის გადაწყვეტა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹³³საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 10ინფორმაციის გამოთხოვნა, მიწოდება და გაცვლა
  • 7თანამშრომლობა მოთხოვნის საფუძველზე

პროკურატურის შესახებ

  • 30საერთაშორისო თანამშრომლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3221¹³³29093946256²56⁵56⁶1073056³
მითითებამნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის სფერ…სისხლის სამართლის საერ…საერთაშორისო კერძო სამ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…სამართალდაცვით სფეროში…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025