საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 282. დადგენილება პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კოდექსით დადგენილი წესით გამომძიებელს პროკურორის თანხმობით, პროკურორს გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. დადგენილებაში აღინიშნება: ა) ბრალდებული პირის სახელი და გვარი, მისი დაბადების რიცხვი, თვე და წელი; ბ) ბრალდების ფორმულირება, ესე იგი ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხისა თუ საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით; გ) მტკიცებულებანი, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა; დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, მუხლის ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული.

2.სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით, მუხლის ნაწილით ან ქვეპუნქტით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ცალ-ცალკე უნდა იყოს მითითებული თითოეული ამ დანაშაულის კვალიფიკაცია.

3.დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს გადაწყვეტილებას ამ პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

4.საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემად აუცილებელია საქართველოს პარლამენტის თანხმობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემად აუცილებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თანხმობა. საქართველოს სხვა საერთო სასამართლოს მოსამართლის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემად აუცილებელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობა. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4579 - სსმ I, №12, 13.04.2007წ., მუხ.110

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 3

ყველა გადაწყვეტილება
  • №59I2005-03-0131
    საკასაციო არსებითი (T2)

    ქრთამის აღების ბრალდების მტკიცება

    საკასაციო პალატამ შეაფასა ქრთამის აღების, უფლებამოსილების გადამეტებისა და დეზერტირობაში დახმარების ბრალდებათა დასაბუთებულობა. მან დაადგინა, რომ მტკიცებულებებში არსებული წინააღმდეგობები, მოწმეებზე შესაძლო ზეწოლა და ბრალდების მნიშვნელოვანი გარემოებები სრულყოფილად არ გამოკვლეულა. პალატამ გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და საქმე დამატებითი გამოძიებისთვის დააბრუნა; მსჯავრდებული პატიმრობიდან გაათავისუფლა და პოლიციის ზედამხედველობაში დატოვა.

  • №17I2004-06-0316
    საკასაციო არსებითი (T2)

    ბრალდების ფორმულირების სისრულე

    საკასაციო პალატამ დაადგინა, რომ ბრალდების არასრული კვალიფიკაცია და ქმედების დროისა და რაოდენობის განუსაზღვრელობა დაცვის უფლებას არღვევდა. პალატამ აგრეთვე მიუთითა ფაქტობრივი წინააღმდეგობის, ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობისა და დაზარალებულის ფიზიკური შესაძლებლობების დამატებით გამოკვლევის საჭიროებაზე. პროკურორის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქმე ხელახალი სასამართლო განხილვის ნაცვლად დამატებითი გამოძიებისთვის დაბრუნდა; პირველი ინსტანციის მიერ დანიშნული შვიდწლიანი სასჯელი ძალაში არ დარჩენილა.

  • №336722001-12-1114
    საკასაციო არსებითი (T2)

    საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრა

    საკასაციო პალატამ განიხილა საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების კანონიერება, მათ შორის საგამოძიებო ქვემდებარეობისა და ბრალდებულის საპროცესო უფლებების დაცვის საკითხები. პალატამ უცვლელად დატოვა საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების განჩინება და არ დააკმაყოფილა პროკურორის კერძო საკასაციო საჩივარი. წარმოდგენილ ტექსტში საბოლოო განაჩენი ან სასჯელი არ არის მითითებული.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ამ კოდექსით დადგენილი წესით გამომძიებელს პროკურორის თანხმობით, პროკურორს გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. დადგენილებაში აღინიშნება: ა) ბრალდებული პირის სახელი და გვარი, მისი დაბადების რიცხვი, თვე და წელი; ბ) ბრალდების ფორმულირება, ესე იგი ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხისა თუ საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით; გ) მტკიცებულებანი, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა; დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, მუხლის ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული. 2. სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით, მუხლის ნაწილით ან ქვეპუნქტით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ცალ-ცალკე უნდა იყოს მითითებული თითოეული ამ დანაშაულის კვალიფიკაცია. 3. დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს გადაწყვეტილებას ამ პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. 4. საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემად აუცილებელია საქართველოს პარლამენტის თანხმობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემად აუცილებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თანხმობა. საქართველოს სხვა საერთო სასამართლოს მოსამართლის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემად აუცილებელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობა. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4579 - სსმ I, №12, 13.04.2007წ., მუხ.110

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №74 · ძალაშია 13 აპრ. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 23 მარ. 2004 – 15 მაი. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 282-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან ამოღებულია პარლამენტის წევრი იმ პირთა რიცხვიდან, ვისი ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემისთვისაც პარლამენტის თანხმობაა აუცილებელი.

  2. · გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005

    282-ე მუხლის პირველ ნაწილში გამომძიებლის მიერ ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის დადგენილება პროკურორის თანხმობას ექვემდებარება; „დ“ ქვეპუნქტში დაიზუსტა კოდექსის სახელწოდება.

  3. · გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999

    282-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში ბრალდების ფორმულირებაში ადგილისა და დროის გარდა უნდა მიეთითოს ხერხი ან საშუალება, იარაღი და ქმედებით გამოწვეული შედეგი, ხოლო „სხვა გარემოებები“ ამოღებულია.

  4. · გამოქვეყნდა 9 მარ. 2004

    282-ე მუხლში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობის წესი დარჩა სხვა საერთო სასამართლოს მოსამართლისთვის; გენერალური პროკურატურის კოლეგიის წევრისა და ავტონომიური რესპუბლიკების თანამდებობის პირთა შესახებ ნორმა ამოღებულია.

  5. 282-ე მუხლის 1-ლ ნაწილში განისაზღვრა, რომ დადგენილება დასაბუთებულია და გამოაქვს გამომძიებელს ან პროკურორს, ბრალდების ფორმულირება და მტკიცებულებები ადგილებით გაცვალა, ხოლო მე-4 ნაწილით დაემატა გარკვეული თანამდებობის პირების პასუხისგებაში მიცემის თანხმობის წესი.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5348411527⁶1692302117 (და…4876205282
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს საკონსტიტუ…პროკურატურის შესახებსაქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს პარლამენტი…