საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 283. მოქმედება, რომელიც წინ უძღვის ბრალდების წაყენებას

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ გამომძიებელი ან პროკურორი განსაზღვრავს ბრალდების წაყენების დროსა და ადგილს. ბრალდება წაყენებული უნდა იქნეს დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 48 საათისა, ხოლო დანიშნულ დროს ბრალდებულის გამოუცხადებლობის შემთხვევაში – არა უგვიანეს მისი მოყვანიდან 24 საათში. თუ პირი ეჭვმიტანილის სახით იყო დაკავებული, დაკავების შესახებ ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს 48 საათისა გამოტანილი უნდა იქნეს დადგენილება პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ, წაეყენოს ბრალდება და პროცესის მწარმოებელი ორგანოს (თანამდებობის პირის) გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაიკითხოს ბრალდებულის სახით. ბრალდების წაყენების და ბრალდებულის სახით დაკითხვის ამ ნაწილით გათვალისწინებული წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც პირი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას.

2.გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია ბრალდების წაყენების დროს უზრუნველყოს დამცველის მონაწილეობა – ამ კოდექსით დადგენილი წესით.

3.პირს, რომელიც ბრალდებულად იქნა პასუხისგებაში მიცემული, იბარებენ უწყებით ან სხვა საშუალებით. თუ ეს პირი თავს არიდებს გამოცხადებას ან სხვა მიზეზით შეუძლებელია მისთვის ბრალდების პირადად წარდგენა, გამომძიებელი ან პროკურორი უფლებამოსილია ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილება გაუგზავნოს ბრალდებულს ფოსტით ან გადასცეს მის დამცველს. განსაკუთრებულ შემთხვევაში გამომძიებელი ან პროკურორი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება ბრალდებულის მოყვანის შესახებ. თუ ბრალდებული დაემალა გამოძიებას, გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს სასამართლოს წინაშე აღძრას შუამდგომლობა მის მიმართ პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. მოსამართლის მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ცხადდება ასეთი პირის ძებნა.

4.თუ პირი დაკავებული ან დაპატიმრებულია, გამომძიებელი ან პროკურორი განკარგულებას აძლევს თავისუფლების აღკვეთის ადგილის ადმინისტრაციას ბრალდების წასაყენებლად გარკვეულ ადგილას და გარკვეულ დროს პირის მოყვანის თაობაზე. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2356 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.440 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ გამომძიებელი ან პროკურორი განსაზღვრავს ბრალდების წაყენების დროსა და ადგილს. ბრალდება წაყენებული უნდა იქნეს დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 48 საათისა, ხოლო დანიშნულ დროს ბრალდებულის გამოუცხადებლობის შემთხვევაში – არა უგვიანეს მისი მოყვანიდან 24 საათში. თუ პირი ეჭვმიტანილის სახით იყო დაკავებული, დაკავების შესახებ ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს 48 საათისა გამოტანილი უნდა იქნეს დადგენილება პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ, წაეყენოს ბრალდება და პროცესის მწარმოებელი ორგანოს (თანამდებობის პირის) გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაიკითხოს ბრალდებულის სახით. ბრალდების წაყენების და ბრალდებულის სახით დაკითხვის ამ ნაწილით გათვალისწინებული წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც პირი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას. 2. გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია ბრალდების წაყენების დროს უზრუნველყოს დამცველის მონაწილეობა – ამ კოდექსით დადგენილი წესით. 3. პირს, რომელიც ბრალდებულად იქნა პასუხისგებაში მიცემული, იბარებენ უწყებით ან სხვა საშუალებით. თუ ეს პირი თავს არიდებს გამოცხადებას ან სხვა მიზეზით შეუძლებელია მისთვის ბრალდების პირადად წარდგენა, გამომძიებელი ან პროკურორი უფლებამოსილია ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილება გაუგზავნოს ბრალდებულს ფოსტით ან გადასცეს მის დამცველს. განსაკუთრებულ შემთხვევაში გამომძიებელი ან პროკურორი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება ბრალდებულის მოყვანის შესახებ. თუ ბრალდებული დაემალა გამოძიებას, გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს სასამართლოს წინაშე აღძრას შუამდგომლობა მის მიმართ პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. მოსამართლის მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ცხადდება ასეთი პირის ძებნა. 4. თუ პირი დაკავებული ან დაპატიმრებულია, გამომძიებელი ან პროკურორი განკარგულებას აძლევს თავისუფლების აღკვეთის ადგილის ადმინისტრაციას ბრალდების წასაყენებლად გარკვეულ ადგილას და გარკვეულ დროს პირის მოყვანის თაობაზე. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2356 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.440 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №71 · ძალაშია 17 იან. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 3 იან. 2007

    283-ე მუხლის პირველ ნაწილში ბრალდების წაყენებისა და დაკითხვის წესიდან გამონაკლისი ახლა ეხება პირს, რომელიც თავს არიდებს გამოცხადებას; თანამდებობის პირის, რეკეტირისა და ქურდული სამყაროს წევრის მითითება ამოღებულია.

  2. · გამოქვეყნდა 29 დეკ. 2005

    283-ე მუხლის პირველ ნაწილში ბრალდების წაყენების წესიდან გამონაკლისი ახლა ქურდული სამყაროს წევრსაც მოიცავს; დანარჩენი ცვლილებები ფორმულირებას ეხება.

  3. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2005

    283-ე მუხლის მე-2 ნაწილში მოყვანის შესახებ დადგენილების წინადადებას ეწყვეტა და „თუ ბრალდებული დაემალა გამოძიებას“ ახალი წინადადების დასაწყისია, რომელიც გამომძიებლის ან პროკურორის შუამდგომლობის უფლებას ადგენს.

  4. · გამოქვეყნდა 9 ივლ. 2004

    283-ე მუხლის პირველ ნაწილში გამონაკლისი, რომლის დროსაც სავალდებულო დაკითხვის წესი არ მოქმედებს, თანამდებობის პირთან ერთად რეკეტირზეც ვრცელდება.

  5. · გამოქვეყნდა 9 მარ. 2004

    283-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატა გამონაკლისი: თავის ამრიდებელი თანამდებობის პირის მიმართ ბრალდების წაყენებისა და სავალდებულო დაკითხვის წესი არ გამოიყენება.

  6. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    გამოუცხადებლობის შემთხვევაში ბრალის წაყენების ვადა მოყვანიდან 24 საათია; დადგენილების გამოტანიდან 48 საათის ვადა უცვლელია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
184448259¹1691964039484947253283
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…პროკურატურის შესახებხელშეკრულება საქართველ…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს სამოქალაქო…ამნისტიის შესახებ