1.დათვალიერების შესახებ გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს ამ კოდექსის 287-ე–289-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
2.ოქმში უნდა აღიწეროს დათვალიერებისას გამომძიებლის ან პროკურორის ყველა მოქმედება, აგრეთვე დათვალიერების დროს აღმოჩენილი ყველა კვალი, საგანი თუ დოკუმენტი. ამოღებული საგნის ან დოკუმენტის მფლობელს აძლევენ სათანადო ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული ოქმის ასლს.
3.ოქმში აგრეთვე უნდა აღინიშნოს, თუ რა დროს, როგორ ამინდში და როგორი განათების პირობებში ჩატარდა დათვალიერება, რა ტექნიკური საშუალებები გამოიყენეს და რა შედეგები მიიღეს, ვინ მონაწილეობდა დათვალიერებაში და რაში გამოიხატებოდა ეს მონაწილეობა, რა საგანი და დოკუმენტი დაილუქა და როგორი ლუქით, სად გაიგზავნა დათვალიერების შემდეგ გვამი და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნები და დოკუმენტები.
4.დათვალიერებისას შედგენილი ოქმი და მასზე დართული გეგმა, სქემა, ნახაზი, ფოტოსურათი, ვიდეოჩანაწერი, კინოფირი, ხმის ჩანაწერი, ტვიფრი, ანაბეჭდი უნდა დაადასტურონ დათვალიერების ჩამტარებელმა პირმა, დამსწრემ, სპეციალისტმა და დათვალიერების მონაწილე სხვა პირმა.
5.კანონის დარღვევით ჩატარებული დათვალიერების შედეგად ამოღებულ საგანს, კვალის ტვიფრსა და ანაბეჭდს, დოკუმენტს მტკიცებულების მნიშვნელობა არა აქვს.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
თავი XL
საგამოძიებო ექსპერიმენტი
საკასაციო პალატამ განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდება გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულად მიიჩნია და საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. პალატამ მსჯავრდებულს სტაციონარულ ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე ყოფნის დრო სასჯელის ვადაში ჩაუთვალა და მისი ათვლა 2005 წლის 21 ივლისიდან განსაზღვრა. ათი წლით თავისუფლების აღკვეთა და სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება უცვლელი დარჩა.
მკვლელობის ჯგუფური მცდელობა ორი ან მეტი პირის მიმართ
საკასაციო პალატამ განიხილა მკვლელობის მცდელობისა და იარაღის დანაშაულის მტკიცებულებები, ასევე ავტომანქანის გაუფრთხილებლობით დაზიანებისათვის პასუხისმგებლობის საკითხი. მან ძალაში დატოვა პირველი ორი დანაშაულისათვის მსჯავრი, ხოლო ქონების დაზიანების ეპიზოდში მიზეზობრივი კავშირის დაუდგენლობის გამო დევნა შეწყვიტა. პალატამ ასევე ამორიცხა მითითება დანაშაულის გამოსაცდელ ვადაში ჩადენაზე და საბოლოო მოსახდელ სასჯელად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა დატოვა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. დათვალიერების შესახებ გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს ამ კოდექსის 287-ე–289-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.2. ოქმში უნდა აღიწეროს დათვალიერებისას გამომძიებლის ან პროკურორის ყველა მოქმედება, აგრეთვე დათვალიერების დროს აღმოჩენილი ყველა კვალი, საგანი თუ დოკუმენტი. ამოღებული საგნის ან დოკუმენტის მფლობელს აძლევენ სათანადო ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული ოქმის ასლს.3. ოქმში აგრეთვე უნდა აღინიშნოს, თუ რა დროს, როგორ ამინდში და როგორი განათების პირობებში ჩატარდა დათვალიერება, რა ტექნიკური საშუალებები გამოიყენეს და რა შედეგები მიიღეს, ვინ მონაწილეობდა დათვალიერებაში და რაში გამოიხატებოდა ეს მონაწილეობა, რა საგანი და დოკუმენტი დაილუქა და როგორი ლუქით, სად გაიგზავნა დათვალიერების შემდეგ გვამი და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნები და დოკუმენტები.4. დათვალიერებისას შედგენილი ოქმი და მასზე დართული გეგმა, სქემა, ნახაზი, ფოტოსურათი, ვიდეოჩანაწერი, კინოფირი, ხმის ჩანაწერი, ტვიფრი, ანაბეჭდი უნდა დაადასტურონ დათვალიერების ჩამტარებელმა პირმა, დამსწრემ, სპეციალისტმა და დათვალიერების მონაწილე სხვა პირმა.5. კანონის დარღვევით ჩატარებული დათვალიერების შედეგად ამოღებულ საგანს, კვალის ტვიფრსა და ანაბეჭდს, დოკუმენტს მტკიცებულების მნიშვნელობა არა აქვს.საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94თავი XLსაგამოძიებო ექსპერიმენტი
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
339-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში ოქმის შედგენისა და მასში მოქმედებათა აღწერის სუბიექტებიდან ამოღებულია მომკვლევი, ხოლო 287–289-ე მუხლებზე მითითება დაზუსტდა ფორმულირებით „ამ კოდექსის 287-ე–289-ე მუხლები“.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…მიმდინარე კონტროლის პრ…საქართველოს გარემოს და…საქართველოს გარემოს და…