საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

მუხლი 19 (დანართი 1). მტკიცებულებები ინსპექტირების პროცესში

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ინსპექტირების პროცესში დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე უფლებამოსილია , გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში დარღვევის გამოვლენის დროს განახორციელოს იმ ნივთებისა და დოკუმენტების კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამორთმევა , რომლებიც წარმოადგენენ სამართალდარღვევის იარაღს ან უშუალო ობიექტს , ან მტკიცებულებებს . მტკიცებულების სახით ნივთების ჩამორთმევის შემთხვევაში , ინსპექტირების განმახორციელებელი დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე ვალდებულია , შეადგინოს ამ წესის დანართ №1- ით გათვალისწინებული დოკუმენტი , გარდა იმ შემთხვევისა , თუ ნივთების ჩამორთმევისას ადგილზე დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი .

2.დეპარტამენტის უფლებამოსილმა საჯარო მოსამსახურემ დოკუმენტის სახით არსებული მტკიცებულება უნდა მოიპოვოს შემდეგის გათვალისწინებით: ა) ქაღალდის ფორმით არსებული დოკუმენტების შემთხვევაში შემოწმებული და შესწავლილი უნდა იქნეს მათი ორიგინალები (მათი არსებობისას), ხოლო თუ ასლის გადაღებაა საჭირო, ეს უნდა მოხდეს ინსპექტირების განმახორციელებელი პირის თანდასწრებით; ბ) ელექტრონული ფორმით არსებულ მონაცემთა შემთხვევაში უნდა გაკეთდეს მათი ამონაბეჭდი ან ასლები ინსპექტირების განმახორციელებელი პირის თანდასწრებით.

3.დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მოითხოვოს დოკუმენტის ასლის დამოწმება რეგულირების ობიექტის წარმომადგენლის ხელმოწერითა და შესაბამისი ბეჭდით (მისი არსებობისას).

4.ინსპექტირების განმახორციელებელი პირი ვალდებულია დაიცვას მოპოვებული მტკიცებულებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 9 ივლისის დადგენილება №357 - ვებგვერდი, 10.07.2018წ. თავი V ქმედებები ინსპექტირების დასრულებისას

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ინსპექტირების პროცესში დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე უფლებამოსილია , გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში დარღვევის გამოვლენის დროს განახორციელოს იმ ნივთებისა და დოკუმენტების კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამორთმევა , რომლებიც წარმოადგენენ სამართალდარღვევის იარაღს ან უშუალო ობიექტს , ან მტკიცებულებებს . მტკიცებულების სახით ნივთების ჩამორთმევის შემთხვევაში , ინსპექტირების განმახორციელებელი დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე ვალდებულია , შეადგინოს ამ წესის დანართ №1- ით გათვალისწინებული დოკუმენტი , გარდა იმ შემთხვევისა , თუ ნივთების ჩამორთმევისას ადგილზე დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი . 2. დეპარტამენტის უფლებამოსილმა საჯარო მოსამსახურემ დოკუმენტის სახით არსებული მტკიცებულება უნდა მოიპოვოს შემდეგის გათვალისწინებით: ა) ქაღალდის ფორმით არსებული დოკუმენტების შემთხვევაში შემოწმებული და შესწავლილი უნდა იქნეს მათი ორიგინალები (მათი არსებობისას), ხოლო თუ ასლის გადაღებაა საჭირო, ეს უნდა მოხდეს ინსპექტირების განმახორციელებელი პირის თანდასწრებით; ბ) ელექტრონული ფორმით არსებულ მონაცემთა შემთხვევაში უნდა გაკეთდეს მათი ამონაბეჭდი ან ასლები ინსპექტირების განმახორციელებელი პირის თანდასწრებით. 3. დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მოითხოვოს დოკუმენტის ასლის დამოწმება რეგულირების ობიექტის წარმომადგენლის ხელმოწერითა და შესაბამისი ბეჭდით (მისი არსებობისას). 4. ინსპექტირების განმახორციელებელი პირი ვალდებულია დაიცვას მოპოვებული მტკიცებულებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 9 ივლისის  დადგენილება №357  - ვებგვერდი, 10.07.2018წ. თავი V ქმედებები ინსპექტირების დასრულებისას

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 10 ივლ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 3 ივლ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
97249236154158577815 (დ…18 (დ…30 (დ…7¹ (დ…5919 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს გარემოს და…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ზოგადი ადმ…პერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოს სისხლის სა…გარემოს დაცვის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა