საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 371. ექსპერტის დასკვნა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 5 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

გიორგი ფანცულაიანინი ჩახუნაშვილილაშა სოზაშვილი

1.საჭირო გამოკვლევების შემდეგ ექსპერტი ადგენს წერილობით დასკვნას, რომელსაც ადასტურებს თავისი ხელმოწერით.

2.ექსპერტის დასკვნაში უნდა აღინიშნოს ექსპერტის ვინაობა (სახელი, გვარი, განათლება, სპეციალობა, სპეციალობით მუშაობის სტაჟი, სამეცნიერო ხარისხი და სამეცნიერო წოდება, თანამდებობა), ექსპერტის გაფრთხილება განზრახ არასწორი დასკვნის მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, ექსპერტიზის ჩატარების საფუძველი, ვინ ესწრებოდა მას, სისხლის სამართლის საქმის რა მასალები გამოიყენა ექსპერტმა, რა ნივთიერი მტკიცებულებები, ნიმუშები ან სხვა ობიექტები გამოიკვლია, რა გამოკვლევა ჩაატარა და რა მეთოდები გამოიყენა, საკმარისად საიმედოა თუ არა ისინი, დასაბუთებული პასუხები დასმულ კითხვებზე, ექსპერტის ინიციატივით დადგენილი და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებანი.

3.ექსპერტის დასკვნაში შეიძლება მიეთითოს დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობი გარემოებები და მათი აცილების ორგანიზაციულ-ტექნიკური რეკომენდაციები.

4.ექსპერტის დასკვნას უნდა დაერთოს გამოკვლევის შემდეგ დარჩენილი ნივთიერი მტკიცებულებები, ნიმუშები, ფოტოსურათები, სქემები და გრაფიკები, სხვა მასალები, რომლებიც ადასტურებენ ექსპერტის დასკვნებს.

5.ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს ყველა ან ზოგიერთ დასმულ კითხვაზე პასუხის გაუცემლობის მიზეზის დასაბუთებას, თუ გამოკვლევის დროს აღმოჩნდა, რომ მისთვის წარდგენილი მასალები არ არის საკმარისი, ან ექსპერტი არაკომპეტენტურია.

6.გამოსაკვლევ გარემოებათა შესახებ ექსპერტის საალბათო დასკვნებს მტკიცებულების მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ ისინი მაინც უნდა აისახოს ექსპერტის დასკვნაში.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 5

ყველა გადაწყვეტილება
  • №303აპ2008-11-1434
    საკასაციო არსებითი (T2)

    ექსპერტიზის დასკვნის სავალდებულო რეკვიზიტები

    საკასაციო პალატამ შეაფასა ყაჩაღობის საქმეზე დაქტილოსკოპიური და ოდოროლოგიური ექსპერტიზების დასაშვებობისა და მტკიცებულებათა საკმარისობის შემოწმება. პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითი გარემოებები სრულად არ გამოიკვლია, ხოლო ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას სავალდებულო რეკვიზიტები აკლდა. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სამივე პირის მსჯავრდების თაობაზე სააპელაციო განაჩენი გაუქმდა და საქმე ახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.

  • №553აპ2007-09-2613
    საკასაციო არსებითი (T2)

    საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა

    საკასაციო პალატამ შეაფასა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მანევრისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიზეზობრივი კავშირი, აგრეთვე ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნის სარწმუნოობა. პალატამ მსჯავრდება და სასჯელი უცვლელად დატოვა, ხოლო დაცვის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. ამასთან, დაუსაბუთებლობის გამო გააუქმა ერთ-ერთი დაზარალებულის სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2000 ლარის დაკისრება. საბოლოო სასჯელია 2000 ლარის ჯარიმა და ავტომობილის მართვის უფლების ჩამორთმევა 6 თვით.

  • №4-კოლ2007-07-2446
    საკასაციო არსებითი (T2)

    მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების გამიჯვნა

    საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ დაზარალებულის მოკვლის განზრახვა უტყუარად არ დგინდებოდა და მკვლელობის მცდელობა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებად გადააკვალიფიცირა. პალატამ საჩივრები არ დააკმაყოფილა, თუმცა განაჩენი შეცვალა და პირველ მსჯავრდებულს საბოლოოდ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1500 ლარი ჯარიმა განუსაზღვრა. მეორე მსჯავრდებულის მიმართ 1500 ლარის ოდენობით ჯარიმა უცვლელად დარჩა.

  • №47-კოლ2006-09-1336
    საკასაციო არსებითი (T2)

    ექსპერტის საალბათო დასკვნის მტკიცებულებითი მნიშვნელობა

    საკასაციო პალატამ შეაფასა მსჯავრდების მტკიცებულებები, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების კვალიფიკაცია და ექსპერტის საალბათო დასკვნის მნიშვნელობა. მან ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი, სამი ბრალდების ნაწილში შეწყვიტა დევნა და ჯანმრთელობის დაზიანების ქმედება მოქმედი კანონის შესაბამის ნორმაზე გადააკვალიფიცირა. სხვა ნაწილში განაჩენი და საბოლოო სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 14 წლით, უცვლელად დატოვა.

  • №32I2001-09-0412
    საკასაციო არსებითი (T2)

    სამართალში მიცემის სტადიის ფარგლები

    საკასაციო პალატამ განიხილა, შეიძლებოდა თუ არა საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნება მტკიცებულებათა მოპოვებისას სავარაუდოდ დაშვებული საპროცესო დარღვევების საფუძველზე. პალატამ განმარტა, რომ სამართალში მიცემის სტადიაზე ბრალეულობის საკითხი წინასწარ არ წყდება და მხოლოდ მტკიცებულებათა ნაწილის საპროცესო დარღვევით მოპოვება საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებას არ ამართლებს. პროკურორისა და დაზარალებულის კერძო საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, ხოლო საქმე იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას სამართალში მიცემის სტადიიდან ხელახლა განსახილველად გადაეცა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საჭირო გამოკვლევების შემდეგ ექსპერტი ადგენს წერილობით დასკვნას, რომელსაც ადასტურებს თავისი ხელმოწერით. 2. ექსპერტის დასკვნაში უნდა აღინიშნოს ექსპერტის ვინაობა (სახელი, გვარი, განათლება, სპეციალობა, სპეციალობით მუშაობის სტაჟი, სამეცნიერო ხარისხი და სამეცნიერო წოდება, თანამდებობა), ექსპერტის გაფრთხილება განზრახ არასწორი დასკვნის მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, ექსპერტიზის ჩატარების საფუძველი, ვინ ესწრებოდა მას, სისხლის სამართლის საქმის რა მასალები გამოიყენა ექსპერტმა, რა ნივთიერი მტკიცებულებები, ნიმუშები ან სხვა ობიექტები გამოიკვლია, რა გამოკვლევა ჩაატარა და რა მეთოდები გამოიყენა, საკმარისად საიმედოა თუ არა ისინი, დასაბუთებული პასუხები დასმულ კითხვებზე, ექსპერტის ინიციატივით დადგენილი და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებანი. 3. ექსპერტის დასკვნაში შეიძლება მიეთითოს დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობი გარემოებები და მათი აცილების ორგანიზაციულ-ტექნიკური რეკომენდაციები. 4. ექსპერტის დასკვნას უნდა დაერთოს გამოკვლევის შემდეგ დარჩენილი ნივთიერი მტკიცებულებები, ნიმუშები, ფოტოსურათები, სქემები და გრაფიკები, სხვა მასალები, რომლებიც ადასტურებენ ექსპერტის დასკვნებს. 5. ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს ყველა ან ზოგიერთ დასმულ კითხვაზე პასუხის გაუცემლობის მიზეზის დასაბუთებას, თუ გამოკვლევის დროს აღმოჩნდა, რომ მისთვის წარდგენილი მასალები არ არის საკმარისი, ან ექსპერტი არაკომპეტენტურია. 6. გამოსაკვლევ გარემოებათა შესახებ ექსპერტის საალბათო დასკვნებს მტკიცებულების მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ ისინი მაინც უნდა აისახოს ექსპერტის დასკვნაში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 20 მარ. 1998-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლაშა სოზაშვილი

ლაშა სოზაშვილი

ფინანსური ასისტენტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8621257401681701629434146525113371
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…საექიმო საქმიანობის შე…ელექტრონული კომუნიკაცი…