საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 437. სასამართლო სხდომის თავმჯდომარის უფლებამოსილება

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.რაიონულ (საქალაქო) სასამართლო სხდომას თავმჯდომარეობს ამ სასამართლოს თავმჯდომარე ან მოსამართლე, ხოლო სხვა სასამართლო სხდომას, – ამ სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე ან სასამართლოს წევრი.

2.თავმჯდომარე წარმართავს სასამართლო სხდომას, ახორციელებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ ყველა საპროცესო მოქმედებას, რაც აუცილებელია მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევისა და ჭეშმარიტების დასადგენად; ამასთან, სასამართლო განხილვას განარიდებს ყველაფერს, რაც არ არის დაკავშირებული განსახილველ საქმესთან, უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორობას.

3.თავმჯდომარე უზრუნველყოფს სასამართლოს დარბაზში წესრიგის დაცვას. მისი განკარგულებები წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით სავალდებულოა მხარეებისა და სასამართლოს დარბაზში დამსწრე ყველა პირისათვის.

4.თავმჯდომარის მოქმედებათა გამო რომელიმე მხარის ან სხვა პირის პრეტენზიები შეაქვთ სასამართლო სხდომის ოქმში და მათ სასამართლოს შემადგენლობა განიხილავს იმავე სხდომაზე.

5.თუ თავმჯდომარე გამოეთიშა სხდომას, მის მოვალეობას ასრულებს ასაკით უფროსი მოსამართლე. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • №177აპ2007-07-2728
    საკასაციო არსებითი (T2)

    ნივთის განადგურებით გამოწვეული მნიშვნელოვანი ზიანის დადგენა

    საკასაციო პალატამ განიხილა მსჯავრდებულთა ბრალეულობა, ნივთის განადგურებით გამოწვეული მნიშვნელოვანი ზიანის დადასტურება და მსჯავრდებულთა მდგომარეობის გაუარესების საპროცესო პირობები. პალატამ ნივთის განადგურების ეპიზოდში სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა, რადგან ნივთების ღირებულება და ზიანის ოდენობა დადგენილი არ იყო; სხვა ნაწილში მსჯავრი ძალაში დატოვა. საბოლოოდ ერთ მსჯავრდებულს განესაზღვრა შვიდი წლითა და ექვსი თვით, დანარჩენ სამს კი ექვსი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა.

  • №177აპ2007-07-2728
    საკასაციო არსებითი (T2)

    სხვისი ნივთის განადგურებით გამოწვეული მნიშვნელოვანი ზიანის დადასტურება

    საკასაციო პალატამ დაადგინა, რომ ოთხი მსჯავრდებულის მიმართ სხვისი ნივთის განადგურებისთვის მსჯავრდება დაუსაბუთებელი იყო, რადგან ნივთების ღირებულება და მნიშვნელოვანი ზიანის ოდენობა დადგენილი არ იყო. პალატამ ამ ეპიზოდში სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა, ხოლო დანარჩენ ნაწილში განაჩენი უცვლელად დატოვა. ერთ მსჯავრდებულს საბოლოოდ შვიდი წლითა და ექვსი თვით, ხოლო დანარჩენ სამს ექვსი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლო სხდომას თავმჯდომარეობს ამ სასამართლოს თავმჯდომარე ან მოსამართლე, ხოლო სხვა სასამართლო სხდომას, – ამ სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე ან სასამართლოს წევრი. 2. თავმჯდომარე წარმართავს სასამართლო სხდომას, ახორციელებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ ყველა საპროცესო მოქმედებას, რაც აუცილებელია მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევისა და ჭეშმარიტების დასადგენად; ამასთან, სასამართლო განხილვას განარიდებს ყველაფერს, რაც არ არის დაკავშირებული განსახილველ საქმესთან, უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორობას. 3. თავმჯდომარე უზრუნველყოფს სასამართლოს დარბაზში წესრიგის დაცვას. მისი განკარგულებები წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით სავალდებულოა მხარეებისა და სასამართლოს დარბაზში დამსწრე ყველა პირისათვის. 4. თავმჯდომარის მოქმედებათა გამო რომელიმე მხარის ან სხვა პირის პრეტენზიები შეაქვთ სასამართლო სხდომის ოქმში და მათ სასამართლოს შემადგენლობა განიხილავს იმავე სხდომაზე. 5. თუ თავმჯდომარე გამოეთიშა სხდომას, მის მოვალეობას ასრულებს ასაკით უფროსი მოსამართლე. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 ივნ. 2000-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2102122385323332¹6113357637437
მნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…აჭარის ავტონომიური რეს…ადგილობრივი თვითმმართვ…აფხაზეთის ავტონომიური …