საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 32¹. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც არანაკლებ 30 მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარეს ჰყავს 2 მოადგილე, რომელთაც იმავე სასამართლოს მოსამართლეთაგან 10 წლის ვადით თანამდებობებზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაბუთებული გადაწყვეტილებით. თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეიძლება დანიშნოს სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ.

2.რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე: ა) მონაწილეობს საქმეთა განხილვაში; ბ) სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ზედამხედველობას უწევს სასამართლოს აპარატის მუშაობას, სასამართლოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს შრომის შინაგანაწესის უხეშად დარღვევის ან სხვა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო სასამართლოს აპარატის მოხელეებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; გ) სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, მართლმსაჯულების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს; დ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ასრულებს სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3.რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე: ა) მონაწილეობს საქმეთა განხილვაში; ბ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის/თავმჯდომარის პირველი მოადგილის უფლებამოსილებას; გ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, მართლმსაჯულების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს; დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4.რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე/მოადგილე შეიძლება იყოს სასამართლოს ერთ-ერთი კოლეგიის თავმჯდომარე.

5.რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის/მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა; გ) დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის/მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლება; დ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის/მოადგილის უფლებამოსილების ვადის გასვლა.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას (გარდა იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის/მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტა ფორმდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

7.ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე/მოადგილე თანამდებობიდან თავისუფლდება ამ კანონის XIII ​ 1 თავის შესაბამისად. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №921 – ვებგვერდი, 02.07.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1252 – ვებგვერდი, 18.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №59 · ძალაშია 31 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 2 ივლ. 2025 – 1 სექ. 2025 ტექსტი უცნობია

  2. 4 აგვ. 2010 – 2 ივლ. 2025 მუხლი კანონში არ იყო

  3. … – 4 აგვ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025

    დამატებულია მუხლი ნორმატიული ტექსტის გარეშე (მხოლოდ ციტირების სქოლიო) — ცვლილება არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹⁰⁵291013333226833681135832¹
მნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …ადგილობრივი თვითმმართვ…პროკურატურის შესახებსაქართველოს საკონსტიტუ…მაუწყებლობის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №61 · ბოლოს შემოწმდა