Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთო სასამართლოების შესახებმუხლი 33

საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 33. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის/თავმჯდომარის პირველი მოადგილის/მოადგილის/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც სასამართლოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები, სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის უფლებამოსილებას ახორციელებს სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნისას − სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის არყოფნისას სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს ერთ-ერთი სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით.

2.რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის დროებით არყოფნისას მის უფლებამოსილებას ახორციელებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის არყოფნისას − სასამართლოს ერთ-ერთი კოლეგიის თავმჯდომარე სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით.

3.იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც 2-ზე მეტი მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას თავმჯდომარის უფლებამოსილებას მისივე დავალებით ახორციელებს ამ სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე, ხოლო იმ სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით – ერთ-ერთი სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის დავალების არარსებობისას მის მოვალეობას ასრულებს შესაბამისად ის მოსამართლე ან ის სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის უფრო მეტი გამოცდილება აქვს.

4.სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის მოვალეობას სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს ამ სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე, ხოლო სასამართლოს თავმჯდომარის დავალების არარსებობისას – ის მოსამართლე, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის უფრო მეტი გამოცდილება აქვს.

5.იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც 2 მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ამ სასამართლოს მეორე მოსამართლე. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1252 – ვებგვერდი, 18.12.2025წ. თავი V. მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნა (არჩევა), მოსამართლის დაწინაურება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №59 · ძალაშია 31 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 4 აგვ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 31 დეკ. 2025· გამოქვეყნდა 18 დეკ. 2025

    33-ე მუხლში თავმჯდომარის დროებით არყოფნისას ჩანაცვლების რიგი აგებულია პირველი მოადგილის, მოადგილისა და კოლეგიის თავმჯდომარის მიხედვით; მოსამართლეებით ჩანაცვლების ძველი წესი გადავიდა მე-3 პუნქტში, ორმოსამართლიანი სასამართლოს წესი კი — მე-5 პუნქტში.

  2. 20 დეკ. 2018
  3. 21 თებ. 2017
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 32¹შემდეგი მუხლი 34

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 მარ. 2026 · №61

  • 3 ცვლილება · ბოლო 18 დეკ. 2025
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 32¹რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები
  • 26სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის/მოადგილის უფლებამოსილება
  • 32რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 13

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 58დროებითი კომისიის თანამდებობის პირები

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 36მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
  • 83რაიონის გამგებლის მოადგილეები
  • 71თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 22სასამართლოთა შემადგენლობა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 63დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარისა და დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა და უფლებამოსილების შეწყვეტა
  • 62დროებითი საგამოძიებო კომისიის თანამდებობის პირები

პროკურატურის შესახებ

  • 13რაიონული პროკურატურები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
132232¹26323683711358636233
მნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …საქართველოს საკონსტიტუ…აჭარის ავტონომიური რეს…ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026 · რედაქცია №61 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026