1.დამცველი მონაწილეობს სასამართლო განხილვაში და აქვს ისეთივე უფლებები, როგორიც ბრალმდებელს (მე-15 მუხლი).
2.თუ დამცველი არ გამოცხადდა სხდომაზე, სასამართლო განსასჯელს დაუნიშნავს დამცველს სახაზინო წესით და გადადებს საქმის განხილვას გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა. მომდევნო სხდომაზე სასამართლო უფლებამოსილია კიდევ ერთხელ გადადოს საქმის განხილვა არა უმეტეს 5 დღისა, თუ დაცვის მხარე წარმოადგენს მოტივირებულ შუამდგომლობას, რომელშიც დასაბუთებულია დამცველის გამოუცხადებლობის ობიექტური მიზეზი. შუამდგომლობის წარმოუდგენლობის, წარმოდგენილი შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის ან დაკმაყოფილების შემდეგ დამცველის კვლავ გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომა გრძელდება სახაზინო დამცველის მონაწილეობით.
3.თუ საქმე იხილება ორი ან მეტი განსასჯელის მიმართ და სასამართლო გამოძიების სტადიაზე რომელიმე მათგანის დამცველი სხდომაზე არ გამოცხადდა, სასამართლოს შეუძლია საქმის განხილვა განაგრძოს სხვათა მიმართ, თუ ეს არ შელახავს განსასჯელის ინტერესებს და გავლენას არ მოახდენს სასამართლო გამოძიების სისრულესა და ობიექტურობაზე. ამასთან, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს დამცველისათვის მისი მონაწილეობის გარეშე წარმოებული ოქმის გაცნობა.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა
კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა
2
საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა ამ მუხლის კონსტიტუციურობა.
№2/3/182,185,19129.01.2003გადაწყვეტილება(2, მესამე და მეოთხე წინადადებები)
კონსტიტუციურად ცნობილია
ძალის დაკარგვის თარიღი: 29.01.2003საქმის გადასინჯვის საფუძველი§157
№2/7/19120.06.2002საოქმო ჩანაწერი(2, მესამე და მეოთხე წინადადებები)
პროცესუალური / დასაშვებობა
მოქალაქე რევაზ ჯიმშერიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
სამეწარმეო ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება
საქმე შეეხებოდა სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის მიერ ამორტიზებული ნაგებობების უნებართვო დემონტაჟსა და მიღებული მასალის რეალიზაციას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ გამორჩენის მიზანი, უპირატესობის მიღება და ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება არ დადასტურდა. პალატამ საკასაციო საჩივრები არ დააკმაყოფილა და გამამართლებელი განაჩენი უცვლელად დატოვა.
საქმე შეეხებოდა პროკურორის შუამდგომლობით უფრო მძიმე ბრალდების წარსადგენად საქმის დამატებითი გამოძიებისთვის დაბრუნებას და დაცვის უფლების დაცვას. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ დაბრუნების საფუძველია თავად პროკურორის შესაბამისი შუამდგომლობა და სასამართლოს გადაწყვეტილების დამატებით დასაბუთება არ ევალება. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის დამატებითი გამოძიებისთვის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში დარჩა; სასჯელი არ დანიშნულა.
საკასაციო პალატამ განიხილა სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანების საფუძველი, სასამართლოს ინიციატივით საქმის დამატებითი გამოძიებისთვის დაბრუნება და დაცვის უფლების უზრუნველყოფა. პალატამ გააუქმა პირველი ინსტანციის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოს მოსამართლეთა სხვა შემადგენლობას დაუბრუნა. აღმკვეთი ღონისძიებები უცვლელად დარჩა; სასჯელი არ დანიშნულა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. დამცველი მონაწილეობს სასამართლო განხილვაში და აქვს ისეთივე უფლებები, როგორიც ბრალმდებელს (მე-15 მუხლი).2. თუ დამცველი არ გამოცხადდა სხდომაზე, სასამართლო განსასჯელს დაუნიშნავს დამცველს სახაზინო წესით და გადადებს საქმის განხილვას გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა. მომდევნო სხდომაზე სასამართლო უფლებამოსილია კიდევ ერთხელ გადადოს საქმის განხილვა არა უმეტეს 5 დღისა, თუ დაცვის მხარე წარმოადგენს მოტივირებულ შუამდგომლობას, რომელშიც დასაბუთებულია დამცველის გამოუცხადებლობის ობიექტური მიზეზი. შუამდგომლობის წარმოუდგენლობის, წარმოდგენილი შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის ან დაკმაყოფილების შემდეგ დამცველის კვლავ გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომა გრძელდება სახაზინო დამცველის მონაწილეობით.3. თუ საქმე იხილება ორი ან მეტი განსასჯელის მიმართ და სასამართლო გამოძიების სტადიაზე რომელიმე მათგანის დამცველი სხდომაზე არ გამოცხადდა, სასამართლოს შეუძლია საქმის განხილვა განაგრძოს სხვათა მიმართ, თუ ეს არ შელახავს განსასჯელის ინტერესებს და გავლენას არ მოახდენს სასამართლო გამოძიების სისრულესა და ობიექტურობაზე. ამასთან, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს დამცველისათვის მისი მონაწილეობის გარეშე წარმოებული ოქმის გაცნობა.საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2007-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2006
445-ე მუხლის მე-2 ნაწილში დამცველის გამოუცხადებლობისას საქმის გადადებისა და დამცველის შეცვლის წესი ჩანაცვლდა სახაზინო დამცველის დანიშვნით და 10, შემდეგ კი 5 დღემდე გადადებით.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2000
445-ე მუხლის მე-2 ნაწილში განხილვის გადადების ზღვარი 7 დღიდან 10 დღემდე შეიცვალა, ხოლო ახალი მე-3 ნაწილი დამცველის გამოუცხადებლობისას განხილვის გაგრძელებას აწესრიგებს.
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…ელექტრონული კომუნიკაცი…საქართველოს საკონსტიტუ…