1.თავმჯდომარე აცხადებს სასამართლო შემადგენლობას და მხარეებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ აცილება მისცენ როგორც ცალკეულ მოსამართლეებს, ისე სასამართლოს მთელ შემადგენლობას ამ კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძველზე. ეს წესი გამოიყენება სათადარიგო მოსამართლის მიმართაც.
2.მოსამართლის, სასამართლოს, სათადარიგო მოსამართლის, აგრეთვე სასამართლო სხდომის მდივნის აცილების საკითხი წყდება ამ კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული წესებით.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საპროცესო კანონის ცვლილების გავლენა წინათ მიღებულ გადაწყვეტილებაზე
საკასაციო პალატამ განიხილა, იწვევს თუ არა საპროცესო კანონის შეცვლა მანამდე მიღებული საპროცესო გადაწყვეტილების ავტომატურ გაუქმებას. პალატამ განმარტა, რომ ასეთი გადაწყვეტილება ავტომატურად არ უქმდება და სააპელაციო სასამართლოს საჩივრები არსებითად უნდა განეხილა. კერძო საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას დაუბრუნდა საჩივრების განსახილველად; სასჯელი არ დანიშნულა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თავმჯდომარე აცხადებს სასამართლო შემადგენლობას და მხარეებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ აცილება მისცენ როგორც ცალკეულ მოსამართლეებს, ისე სასამართლოს მთელ შემადგენლობას ამ კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძველზე. ეს წესი გამოიყენება სათადარიგო მოსამართლის მიმართაც.2. მოსამართლის, სასამართლოს, სათადარიგო მოსამართლის, აგრეთვე სასამართლო სხდომის მდივნის აცილების საკითხი წყდება ამ კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული წესებით.საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
პირველ პუნქტში სათადარიგო მსაჯულებზე მითითება ამოღებულია, დარჩა სათადარიგო მოსამართლე, ხოლო 105-ე მუხლზე მითითება დაკონკრეტდა („ამ კოდექსის“). მე-2 პუნქტიდან მსაჯულიც ამოღებულია, ხოლო 108-ე მუხლზე მითითება „წყდება ამ კოდექსის“ ფორმულირებით ჩამოყალიბდა.
461-ე მუხლის მე-2 ნაწილში აცილების წესი ვრცელდება სასამართლო სხდომის მდივანზეც.