საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 529. სააპელაციო საჩივარი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 5 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

მია ზოიძეგიორგი ფანცულაიასალომე კობერიძე

1.სააპელაციო საჩივარი უნდა იყოს დასაბუთებული. მასში აღინიშნება: ა) სასამართლოს სახელწოდება, სადაც იგზავნება საჩივარი; ბ) საჩივრის შემტანი პირის სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, საპროცესო მდგომარეობა; გ) გასაჩივრებული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო, მისი გამოტანის თარიღი; დ) განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებული დებულებანი; ე) გასაჩივრებულ დებულებათა მცდარობა და, კერძოდ, რაში გამოიხატება მათი მცდარობა; ვ) მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებანი; ზ) მტკიცებულება, მათ შორის, ახლად აღმოჩენილი, რომელიც უნდა გამოიკვლიოს სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ; თ) დამატებით წარმოდგენილი მასალები.

2.სააპელაციო საჩივარს უნდა დაერთოს იმ პირთა სია, რომელთა გამოძახებასაც აპელანტი მოითხოვს.

3.თუ საჩივარი არ შეესაბამება ამ მუხლის პირველ ნაწილში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე აპელანტს აძლევს დროს 5 დღის ვადით საჩივრის ხარვეზის შესავსებად, ან ამავე მიზნით ნიშნავს დამცველს. თუ აპელანტი არ შეასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარი არ განიხილება, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი და სხვა სასამართლო გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად ამ კოდექსით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

4.აპელანტს უფლება აქვს სათათბირო ოთახში შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოსატანად სასამართლოს გასვლამდე უკან გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საჩივრის განმეორებით შეტანა არ დაიშვება, ხოლო სასამართლოს მიერ ამ საკითხზე გამოტანილი განჩინება არ გასაჩივრდება.

5.მომჩივანი სახელმწიფო ბაჟს არ იხდის.

6.სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის მიღებიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე. ზეპირი მოსმენის გარეშე მოსამართლე (სასამართლო) უფლებამოსილია დანიშნული სასჯელი შეამციროს არა უმეტეს ერთი მეოთხედით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 14

ყველა გადაწყვეტილება
  • №769აპ-092010-03-1918
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა

    საკასაციო პალატამ განიხილა იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შენახვის ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მან მიიჩნია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობების ვარგისიანობის შესახებ სავარაუდო საექსპერტო დასკვნა გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი ვერ იქნებოდა და ამ ეპიზოდში სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა. საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისათვის მსჯავრდება და სასჯელი — ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და ორი ათასი ლარის ჯარიმა — უცვლელი დარჩა.

  • №53-აპ2009-04-0721
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    საჩივრის შემტანის მდგომარეობის გაუარესების აკრძალვა

    საკასაციო პალატამ განმარტა, რომ დაცვის მხარის საჩივრის განხილვისას მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესების აკრძალვის ზოგადი საპროცესო პრინციპები საკასაციო განხილვის შემდეგ საქმის ხელახალ განხილვაზეც ვრცელდებოდა. პალატამ შეწყვიტა დევნა იმ ბრალდების ნაწილში, რომელშიც მსჯავრდებული ადრე გამართლებული იყო, ხოლო სსკ 361-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან იგი ამნისტიით გაათავისუფლა. დარჩენილი ბრალდებისთვის დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განისაზღვრა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა.

  • №202აპ-092009-05-2215
    საკასაციო არსებითი (T2)

    სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა

    საკასაციო პალატამ განიხილა, შეიძლებოდა თუ არა მძიმე დანაშაულის საქმეზე სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა, როდესაც დაცვა თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლას ითხოვდა. პალატის განმარტებით, პირობითი მსჯავრი სასჯელის დამოუკიდებელი სახე ან სასჯელის შემცირება არ არის, ამიტომ საქმეს ზეპირი მოსმენა სჭირდებოდა. სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა სააპელაციო განაჩენი გაუქმდა და საქმე იმავე სასამართლოს ახალი განხილვისთვის დაუბრუნდა.

  • №1454-აპ2009-03-1723
    საკასაციო არსებითი (T2)

    სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის ფარგლები

    საკასაციო პალატამ განიხილა, შეიძლებოდა თუ არა სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა, როდესაც მსჯავრდებული სასჯელის შემცირებასთან ერთად სადავოდ ხდიდა ექსპერტიზით დადგენილ ნარკოტიკული საშუალების ოდენობას. პალატამ დაადგინა არსებითი საპროცესო დარღვევა, რადგან საჩივარი განაჩენის კანონიერებასა და დასაბუთებულობასაც ეხებოდა. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, შესაბამისი მსჯავრდებულის მიმართ სააპელაციო განაჩენი გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა; საბოლოო სასჯელი ამ განჩინებით არ განსაზღვრულა.

  • №1122აპ2008-12-0216
    საკასაციო არსებითი (T2)

    ადმინისტრაციული სახდელის შემდეგ ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარება

    საქმე შეეხებოდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისათვის მსჯავრდებასა და სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის დასაშვებობას. საკასაციო პალატამ საჩივარი არ დააკმაყოფილა და მიიჩნია, რომ ნაკლებად მძიმე დანაშაულის საქმეზე სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, საჩივარი ზეპირი მოსმენის გარეშე განეხილა. ამნისტიის საფუძველზე პალატამ მიმდინარე დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი გაანახევრა და წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის დამატებით საბოლოოდ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა განსაზღვრა.

  • №651აპ2008-10-2420
    საკასაციო არსებითი (T2)

    მსჯავრდებულის დასწრების უფლება სააპელაციო განხილვაზე

    საკასაციო პალატამ განმარტა, რომ მსჯავრდებულის დაუსწრებლად გამოტანილი პირველი ინსტანციის განაჩენის გასაჩივრებისას სააპელაციო სასამართლომ საქმე ზეპირი მოსმენით უნდა განიხილოს და მტკიცებულებები მხარეთა მონაწილეობით სრული მოცულობით გამოიკვლიოს. მსჯავრდებულის დასწრების გარეშე განხილვა განაჩენის გაუქმების უპირობო საფუძვლად იქნა მიჩნეული. პალატამ საკასაციო საჩივარი დააკმაყოფილა, გააუქმა სააპელაციო განაჩენი და საქმე იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას დაუბრუნა; საბოლოო სასჯელი ამ განჩინებით არ განუსაზღვრავს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სააპელაციო საჩივარი უნდა იყოს დასაბუთებული. მასში აღინიშნება: ა) სასამართლოს სახელწოდება, სადაც იგზავნება საჩივარი; ბ) საჩივრის შემტანი პირის სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, საპროცესო მდგომარეობა; გ) გასაჩივრებული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო, მისი გამოტანის თარიღი; დ) განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებული დებულებანი; ე) გასაჩივრებულ დებულებათა მცდარობა და, კერძოდ, რაში გამოიხატება მათი მცდარობა; ვ) მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებანი; ზ) მტკიცებულება, მათ შორის, ახლად აღმოჩენილი, რომელიც უნდა გამოიკვლიოს სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ; თ) დამატებით წარმოდგენილი მასალები. 2. სააპელაციო საჩივარს უნდა დაერთოს იმ პირთა სია, რომელთა გამოძახებასაც აპელანტი მოითხოვს. 3. თუ საჩივარი არ შეესაბამება ამ მუხლის პირველ ნაწილში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე აპელანტს აძლევს დროს 5 დღის ვადით საჩივრის ხარვეზის შესავსებად, ან ამავე მიზნით ნიშნავს დამცველს. თუ აპელანტი არ შეასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარი არ განიხილება, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი და სხვა სასამართლო გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად ამ კოდექსით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება. 4. აპელანტს უფლება აქვს სათათბირო ოთახში შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოსატანად სასამართლოს გასვლამდე უკან გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საჩივრის განმეორებით შეტანა არ დაიშვება, ხოლო სასამართლოს მიერ ამ საკითხზე გამოტანილი განჩინება არ გასაჩივრდება. 5. მომჩივანი სახელმწიფო ბაჟს არ იხდის. 6. სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის მიღებიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე. ზეპირი მოსმენის გარეშე მოსამართლე (სასამართლო) უფლებამოსილია დანიშნული სასჯელი შეამციროს არა უმეტეს ერთი მეოთხედით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ივნ. 2000 – 15 მაი. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    529-ე მუხლში საჩივარს დასაბუთებულობა მოეთხოვება, დაზუსტდა მისამართის მითითება და დაემატა მე-6 ნაწილი ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ.

  2. · გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999

    529-ე მუხლში დაემატა აპელანტის უფლება, სასამართლოს სათათბირო ოთახში გასვლამდე გაითხოვოს სააპელაციო საჩივარი, განმეორებითი შეტანისა და განჩინების გასაჩივრების აკრძალვით.

  3. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    პირველ ნაწილში ამოღებულია საჩივრის შესაგებლის კრიტიკის მითითება; დაემატა გამოსაძახებელ პირთა სიის დართვის წესი და ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადა, ამოღებულია ვადის გასვლის მითითება და ნაწილები გადანომრილია.

  4. 529-ე მუხლში დაემატა ხარვეზის შეუვსებლობის შედეგი: საჩივარი არ განიხილება, განაჩენი კანონიერ ძალაში შედის, ხოლო უარის თქმის განჩინება საბოლოოა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹⁰⁶21¹²⁶21¹³⁰281²281³368363²⁴38929329529282529
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ადმინისტრა…პენიტენციური კოდექსი