საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 533. სასამართლო გამოძიება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 5 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

გიორგი ფანცულაიასალომე კობერიძელექსო სვიმონიშვილი

1.სასამართლო გამოძიება იწყება სისხლის სამართლის საქმის შემსწავლელი მოსამართლის მოხსენებით, რომელშიც ჩამოყალიბებულია საქმის არსი, განაჩენის ძირითადი შინაარსი, აპელანტის მოთხოვნები, პროცესის მონაწილეთაგან შემოსული საჩივრის შესაგებელი. მომხსენებელმა თავი უნდა შეიკავოს საქმის გადაწყვეტის შესახებ საკუთარი აზრის გამოთქმისაგან. მას უფლება აქვს ყურადღება მიაპყროს საჩივარში მიუთითებელ ფაქტობრივ გარემოებებსა და კანონის დარღვევებს იმის გათვალისწინებით, რომ ისინი განსასჯელის საზიანოდ არ იქნეს გაგებული.

2.მხარეებს, შემდეგ კი მოსამართლეებს უფლება აქვთ კითხვები დაუსვან მომხსენებელს. კითხვებს ჯერ ბრალდების მხარე სვამს.

3.მოსამართლის მოხსენების შემდეგ გამოდის აპელანტი ან მისი დამცველი (წარმომადგენელი) და ასაბუთებს საჩივრის მოსაზრებებს. მხარეებსა და მოსამართლეებს უფლება აქვთ აპელანტს დაუსვან კითხვები ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული თანამიმდევრობით.

4.აპელანტის გამოსვლის შემდეგ მტკიცებულებებს წარმოადგენს ბრალდების მხარე – პროკურორი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე ან მათი წარმომადგენლები, შემდეგ კი – დაცვის მხარე – განსასჯელი ან დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი, სამოქალაქო მოპასუხე ან მისი წარმომადგენელი. სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დაიშვება მხოლოდ სააპელაციო ინსტანციაში წარმოდგენილი საქმისათვის ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეული იყო კანონის არსებითი დარღვევით და მხარე შუამდგომლობს ამგვარი მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევას ან სასამართლო, თავისი ინიციატივით, საჭიროდ მიიჩნევს მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევას.

5.სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმის დამატებით დაკითხვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმე თვითონ შუამდგომლობს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენას, რასაც კონკრეტულად მიუთითებს შუამდგომლობაში. მოწმე დამატებით შეიძლება დაიკითხოს ასევე სასამართლოს ინიციატივით.

6.მტკიცებულებათა გამოკვლევის წესი, რომელიც გათვალისწინებულია ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, არ ვრცელდება სისხლის სამართლის იმ საქმეებზე, რომლებზედაც პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენი განსასჯელის დაუსწრებლად გამოიტანა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მსჯავრდებულის მოთხოვნის შესაბამისად, სააპელაციო წესით საქმე იხილება მისი მონაწილეობის გარეშე. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2455 - სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.396

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 32

ყველა გადაწყვეტილება
  • №1603აპ-072008-05-2220
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    აუცილებელი მოგერიების ვერსიის შემოწმება

    საკასაციო პალატამ განიხილა, სრულად და ობიექტურად გამოიკვლია თუ არა სააპელაციო სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდება და აუცილებელი მოგერიების ვერსია. პალატამ დაადგინა, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებები სათანადოდ არ შემოწმებულა, გამოუკვლეველი ჩვენებები უკანონოდ იქნა გამოყენებული და დაირღვა დაცვის უფლება. უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა საჩივარი, გააუქმა სააპელაციო განაჩენი და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა; საბოლოო სასჯელი არ განუსაზღვრავს.

  • №418აპ-142015-04-0818
    საკასაციო არსებითი (T2)

    საპროცესო კოდექსის მოქმედება დროში

    საკასაციო პალატამ განიხილა, რომელი საპროცესო კოდექსით უნდა წარმართულიყო ძველი კოდექსის მოქმედების დროს დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის საქმის სააპელაციო განხილვა. მან დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა 2009 წლის საპროცესო კოდექსი და სათანადოდ არ გამოიკვლია მტკიცებულებები. პალატამ სასჯელის შემცირების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, სააპელაციო განაჩენი გააუქმა და საქმე ხელახალი განხილვისთვის დააბრუნა; საბოლოო სასჯელი არ განუსაზღვრავს.

  • №276აპ-102010-05-2819
    საკასაციო არსებითი (T2)

    თვითნებობით გამოწვეული მნიშვნელოვანი ზიანი

    საქმე ეხებოდა თვითნებობის ბრალდებისას განადგურებული იარაღის საკუთრებისა და სხვა პირისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების დადგენას. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ ინდმეწარმის სახელით ქონების აღრიცხვა თავისთავად არ ადასტურებდა მის საკუთრებას და საქმეზე დაზარალებულად ცნობილ პირს ზიანი არ მისდგომია. პალატამ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, გააუქმა სააპელაციო განაჩენი და საქმე ხელახალი განხილვისათვის დააბრუნა; საბოლოო სასჯელი ამ განჩინებით არ განსაზღვრულა.

  • №1105აპ2009-01-1327
    საკასაციო არსებითი (T2)

    დაუსწრებელი განაჩენის სააპელაციო განხილვა

    საკასაციო პალატამ განიხილა იარაღის ტარებისა და გადაზიდვის გამიჯვნისთვის საჭირო ფაქტობრივი შეფასებისა და სააპელაციო სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის საკითხები. პალატამ დაადგინა, რომ განსასჯელის დაუსწრებლად გამოტანილი პირველი ინსტანციის განაჩენის გასაჩივრებისას სააპელაციო სასამართლოს სრული სასამართლო გამოძიება უნდა ჩაეტარებინა და წინააღმდეგობრივი მტკიცებულებები დაესაბუთებინა. ორივე საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განაჩენი გაუქმდა და საქმე იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას დაუბრუნდა; საბოლოო სასჯელი ხელახალი განხილვის შედეგად უნდა განისაზღვროს.

  • №578აპ2008-12-0518
    საკასაციო არსებითი (T2)

    თვითნებობით გამოწვეული მნიშვნელოვანი ზიანის დადგენა

    საკასაციო პალატამ განიხილა, იყო თუ არა თვითნებობისათვის მსჯავრდებისას მნიშვნელოვანი ზიანი სათანადოდ დადგენილი. მან მიიჩნია, რომ ზიანის არსებობა, მოცულობა, მნიშვნელობა და ის, თუ ვის მიადგა ზიანი, გამოურკვეველი დარჩა, ხოლო სააპელაციო სასამართლო გასცდა ბრალდების ფარგლებს. პალატამ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სააპელაციო განაჩენი გააუქმა და საქმე ახალი განხილვისათვის დააბრუნა; საბოლოო სასჯელი არ განუსაზღვრავს.

  • №651აპ2008-10-2422
    საკასაციო არსებითი (T2)

    მსჯავრდებულის დასწრების უფლება სააპელაციო განხილვაზე

    საკასაციო პალატამ განმარტა, რომ მსჯავრდებულის დაუსწრებლად გამოტანილი პირველი ინსტანციის განაჩენის გასაჩივრებისას სააპელაციო სასამართლომ საქმე ზეპირი მოსმენით უნდა განიხილოს და მტკიცებულებები მხარეთა მონაწილეობით სრული მოცულობით გამოიკვლიოს. მსჯავრდებულის დასწრების გარეშე განხილვა განაჩენის გაუქმების უპირობო საფუძვლად იქნა მიჩნეული. პალატამ საკასაციო საჩივარი დააკმაყოფილა, გააუქმა სააპელაციო განაჩენი და საქმე იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას დაუბრუნა; საბოლოო სასჯელი ამ განჩინებით არ განუსაზღვრავს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სასამართლო გამოძიება იწყება სისხლის სამართლის საქმის შემსწავლელი მოსამართლის მოხსენებით, რომელშიც ჩამოყალიბებულია საქმის არსი, განაჩენის ძირითადი შინაარსი, აპელანტის მოთხოვნები, პროცესის მონაწილეთაგან შემოსული საჩივრის შესაგებელი. მომხსენებელმა თავი უნდა შეიკავოს საქმის გადაწყვეტის შესახებ საკუთარი აზრის გამოთქმისაგან. მას უფლება აქვს ყურადღება მიაპყროს საჩივარში მიუთითებელ ფაქტობრივ გარემოებებსა და კანონის დარღვევებს იმის გათვალისწინებით, რომ ისინი განსასჯელის საზიანოდ არ იქნეს გაგებული. 2. მხარეებს, შემდეგ კი მოსამართლეებს უფლება აქვთ კითხვები დაუსვან მომხსენებელს. კითხვებს ჯერ ბრალდების მხარე სვამს. 3. მოსამართლის მოხსენების შემდეგ გამოდის აპელანტი ან მისი დამცველი (წარმომადგენელი) და ასაბუთებს საჩივრის მოსაზრებებს. მხარეებსა და მოსამართლეებს უფლება აქვთ აპელანტს დაუსვან კითხვები ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული თანამიმდევრობით. 4. აპელანტის გამოსვლის შემდეგ მტკიცებულებებს წარმოადგენს ბრალდების მხარე – პროკურორი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე ან მათი წარმომადგენლები, შემდეგ კი – დაცვის მხარე – განსასჯელი ან დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი, სამოქალაქო მოპასუხე ან მისი წარმომადგენელი. სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დაიშვება მხოლოდ სააპელაციო ინსტანციაში წარმოდგენილი საქმისათვის ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეული იყო კანონის არსებითი დარღვევით და მხარე შუამდგომლობს ამგვარი მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევას ან სასამართლო, თავისი ინიციატივით, საჭიროდ მიიჩნევს მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევას. 5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმის დამატებით დაკითხვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმე თვითონ შუამდგომლობს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენას, რასაც კონკრეტულად მიუთითებს შუამდგომლობაში. მოწმე დამატებით შეიძლება დაიკითხოს ასევე სასამართლოს ინიციატივით. 6. მტკიცებულებათა გამოკვლევის წესი, რომელიც გათვალისწინებულია ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, არ ვრცელდება სისხლის სამართლის იმ საქმეებზე, რომლებზედაც პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენი განსასჯელის დაუსწრებლად გამოიტანა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მსჯავრდებულის მოთხოვნის შესაბამისად, სააპელაციო წესით საქმე იხილება მისი მონაწილეობის გარეშე. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2455 - სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.396

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №98 · ძალაშია 1 თებ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2009
  2. · გამოქვეყნდა 3 იან. 2007

    533-ე მუხლს დაემატა მე-6 ნაწილი, რომელიც მე-4 და მე-5 ნაწილების წესს გამორიცხავს დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენის საქმეებისთვის.

  3. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    533-ე მუხლში „მსჯავრდებული“ შეიცვალა „განსასჯელით“, შეიზღუდა მტკიცებულებათა გამოკვლევა სააპელაციო ინსტანციაში და მოწმის დამატებითი დაკითხვა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26338321737327⁶29731411575⁶¹24353533
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საკონსტიტუ…საერთო სასამართლოების …პროკურატურის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…