1.გამომძიებელი არის სახელმწიფო თანამდებობის პირი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია აწარმოოს სისხლის სამართლის საქმეთა წინასწარი გამოძიება.
2.წინასწარი გამოძიების წარმოებისას ყველა გადაწყვეტილებას გამოძიების მიმართულების, საგამოძიებო ვერსიათა წამოყენებისა და შემოწმების, საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ გამომძიებელი იღებს დამოუკიდებლად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონით გათვალისწინებულია მოსამართლის ბრძანება ან პროკურორის თანხმობა, და პასუხს აგებს მათი სრულად და დროულად ჩატარებისათვის.
3.გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, გამოავლინოს ბრალდებულის მამხილებელი და გამამართლებელი გარემოებები, აგრეთვე ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი თუ შემამსუბუქებელი გარემოებები.
4.გამომძიებელი ვალდებულია შეასრულოს პროკურორის წერილობითი მითითებები. თუკი გამომძიებელი არ ეთანხმება პროკურორის მითითებებს ბრალდების მოცულობის, ქმედების კვალიფიკაციის, საგამოძიებო ვერსიების, შემოწმების, ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ, მას უფლება აქვს საქმე და თავისი მოსაზრებები წერილობით წარუდგინოს ზემდგომ პროკურორს, რომელიც აუქმებს ქვემდგომი პროკურორის მითითებებს ან გამოძიებას სხვა გამომძიებელს ავალებს. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხებზე საბოლოოა.
5.კანონის შესაბამისად გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილების შესრულება სავალდებულოა ყველა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, თანამდებობის პირისა და მოქალაქისათვის. გამომძიებლის დადგენილების შეუსრულებლობა იწვევს კანონით დაწესებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საკასაციო პალატამ დაასკვნა, რომ ყალბი დოკუმენტით სხვისი ბინის იპოთეკით დატვირთვა და ამ გზით თანხის დაუფლება მსჯავრდებულის განზრახვაზე მეტყველებდა და ქმედების სამოქალაქო გარიგებად ან მხოლოდ ყალბი დოკუმენტის გამოყენებად შეფასება უსაფუძვლო იყო. პალატამ საჩივარი არ დააკმაყოფილა და საჩივრის ავტორის მიმართ ძალაში დატოვა თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლით, შვიდი თვითა და ცხრა დღით. მეორე მსჯავრდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა შეწყალების საფუძველზე.
საკასაციო პალატამ განიხილა ყაჩაღობის, მისი მომზადების, იარაღისა და ნარკოტიკული დანაშაულების საქმეზე მტკიცებულებათა დასაშვებობა და ქმედების დროს მოქმედი კანონის გამოყენება. მან საჩივრები არ დააკმაყოფილა, თუმცა სამი მსჯავრდებულის მიმართ მძიმე დანაშაულის მომზადების ერთ ნაწილში სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა, ორი მსჯავრდებულის სასჯელი გადაანგარიშა და ერთს ნარკოტიკული დანაშაულებისთვის სასჯელი ამნისტიით გაუნახევრა. საბოლოოდ სამ მსჯავრდებულს, რომელთაგან პირველს ნარკოტიკული დანაშაულებიც ედებოდა ბრალად, მიესაჯა შესაბამისად 13 წელი და 3 თვე, 12 წელი და 12 წელი თავისუფლების აღკვეთა.
საკასაციო პალატამ განიხილა ყაჩაღობისთვის მსჯავრდების მტკიცებულებები და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულის მიერ სხვისი ნივთის ჯგუფურად და არაერთგზის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება დადგენილი იყო. პალატამ საკასაციო საჩივრები არ დააკმაყოფილა, თუმცა სასჯელს წინა განაჩენით დანიშნული სრული ვადის ნაცვლად მხოლოდ მოუხდელი ნაწილი დაუმატა. საბოლოოდ განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, 11 თვითა და 28 დღით.
საკასაციო პალატამ განიხილა განზრახ მკვლელობის აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ჩადენილ მკვლელობად გადაკვალიფიცირების მოთხოვნა და მსჯავრდების საფუძვლიანობა. პალატამ საჩივარი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა განზრახ მკვლელობისთვის დანიშნული შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, დაზარალებულის უფლებამონაცვლის სასარგებლოდ თხუთმეტი ათასი ლარის დაკისრება გააუქმა და ეს ნაწილი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით ხელახლა განსახილველად გადასცა.
საკასაციო პალატამ შეაფასა, საკმარისი იყო თუ არა დაზარალებულისა და ბრალდების მოწმეთა ჩვენებები სხვისი პირუტყვის განადგურებისთვის პირის მსჯავრდებისათვის. პალატამ დაადგინა, რომ დანაშაულის ჩადენა უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებებით არ იყო დადასტურებული, ხოლო ბრალდებისა და დაცვის მტკიცებულებები ერთობლივად არ შეფასებულა. პროკურორისა და დაზარალებულის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გამამართლებელი განაჩენი უცვლელად დარჩა.
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებისა და ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების საფუძვლები. პალატამ დაადგინა, რომ მოქმედი საპროცესო რედაქციით საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნება დასაშვები იყო მხოლოდ პროკურორის დასაბუთებული შუამდგომლობით უფრო მძიმე ბრალდების წარდგენისათვის, ხოლო მითითებული გარემოებები ამ საფუძველს არ ქმნიდა. გაუქმდა ორივე ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს, პატიმრობა კი პოლიციის ზედამხედველობით შეიცვალა და ბრალდებული გათავისუფლდა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. გამომძიებელი არის სახელმწიფო თანამდებობის პირი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია აწარმოოს სისხლის სამართლის საქმეთა წინასწარი გამოძიება.2. წინასწარი გამოძიების წარმოებისას ყველა გადაწყვეტილებას გამოძიების მიმართულების, საგამოძიებო ვერსიათა წამოყენებისა და შემოწმების, საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ გამომძიებელი იღებს დამოუკიდებლად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონით გათვალისწინებულია მოსამართლის ბრძანება ან პროკურორის თანხმობა, და პასუხს აგებს მათი სრულად და დროულად ჩატარებისათვის.3. გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, გამოავლინოს ბრალდებულის მამხილებელი და გამამართლებელი გარემოებები, აგრეთვე ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი თუ შემამსუბუქებელი გარემოებები.4. გამომძიებელი ვალდებულია შეასრულოს პროკურორის წერილობითი მითითებები. თუკი გამომძიებელი არ ეთანხმება პროკურორის მითითებებს ბრალდების მოცულობის, ქმედების კვალიფიკაციის, საგამოძიებო ვერსიების, შემოწმების, ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ, მას უფლება აქვს საქმე და თავისი მოსაზრებები წერილობით წარუდგინოს ზემდგომ პროკურორს, რომელიც აუქმებს ქვემდგომი პროკურორის მითითებებს ან გამოძიებას სხვა გამომძიებელს ავალებს. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხებზე საბოლოოა.5. კანონის შესაბამისად გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილების შესრულება სავალდებულოა ყველა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, თანამდებობის პირისა და მოქალაქისათვის. გამომძიებლის დადგენილების შეუსრულებლობა იწვევს კანონით დაწესებულ პასუხისმგებლობას.საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
1 ივნ. 2000 – 15 მაი. 2005ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
მე-3 პუნქტში გამომძიებლის ვალდებულებებიდან ამოღებულია დადგენილებით საქმის წარმოებაში მიღება. მე-4 პუნქტში გამომძიებელი ასრულებს მხოლოდ პროკურორის მითითებებს, საგამოძიებო ორგანოს უფროსის მითითება და მისი გასაჩივრება ამოღებულია, ხოლო ზემდგომ პროკურორთან განსახილველი მითითებების ჩამონათვალი ახლებურადაა ჩამოყალიბებული.
· გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999
58-ე მუხლის მე-3 ნაწილში გამომძიებლის მოვალეობებს დაემატა საქმის წარმოებაში დადგენილებით მიღება.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…პროკურატურის შესახებოპერატიულ-სამძებრო საქ…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს სამოქალაქო…