1.საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება ყველა კატეგორიის დანაშაულის საქმეებზე.
2.საჯარო სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებენ პროკურორი და გამომძიებელი.
3.საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისას პროკურორი და გამომძიებელი შებოჭილნი არ არიან დაზარალებულისა და სხვა პირთა პოზიციით.
4.(ამოღებულია).
5.ბრალდების წარდგენისათვის საკმარის მტკიცებულებათა შეკრების შემდეგ გამომძიებელს პროკურორის თანხმობით ან პროკურორს გამოაქვს დადგენილება პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
5¹.ბრალდების წარდგენისათვის საკმარის მტკიცებულებათა შეკრების შემდეგ, თუ გამომძიებელი პროკურორის თანხმობით ან პროკურორი არ გამოიტანს დადგენილებას პირის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, დაზარალებულს, მის წარმომადგენელს, სამოქალაქო მოსარჩელეს, აგრეთვე იმ პირს, რომლის მიმართაც ხდება მტკიცებულებათა შეკრება, უფლება აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით ზემდგომ პროკურორთან ან გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში შეიტანოს საჩივარი და მოითხოვოს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.
5².ბრალდებულს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გადაცემიდან 10 დღის ვადაში უფლება აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით ზემდგომ პროკურორთან ან გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში შეიტანოს საჩივარი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შეგნებულად გაჭიანურების თაობაზე. საჩივრის დაკმაყოფილება წარმოადგენს ამ პირის მიმართ ამ კონკრეტულ ბრალდებასთან დაკავშირებით არსებული ყველა იმ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საფუძველს, რომლებიც მოპოვებულ იქნა წინასწარი გამოძიების დროს მას შემდეგ, რაც შეიქმნა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკმარისი საფუძველი.
5³.ამ მუხლის 5
1
და 5
2
ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში რაიონული (საქალაქო) სასამართლო საჩივარს იხილავს ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება ექვემდებარება გასაჩივრებას ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ან საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.
6.პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 48 საათისა, ხოლო დანიშნულ დროს ბრალდებულის გამოუცხადებლობის შემთხვევაში – მისი მიყვანისთანავე, გამომძიებელი ამ დადგენილებას წარუდგენს ბრალდებულს. გამომძიებელი უფლებამოსილია, ამ კოდექსის 311-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით დაკითხოს ბრალდებული წაყენებული ბრალდების გამო. დაკითხვაში მონაწილეობის უფლება აქვთ პროკურორსა და დამცველს. პირისათვის ბრალდების წარდგენისა და მისი ბრალდებულის სახით დაკითხვის ამ ნაწილით დადგენილი წესი არ გამოიყენება, თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას.
7.წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ პროკურორი, თუ არსებობს საამისო საფუძველი, ადგენს საბრალდებო დასკვნას და მის ასლს გადასცემს ბრალდებულს. თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, საბრალდებო დასკვნის ასლი გადაეცემა მის დამცველს.
8.პროკურორის მიერ ბრალდების შეცვლა და ბრალდებაზე უარის თქმა სავალდებულოა გამომძიებლისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გამომძიებელს უფლება აქვს ამ საკითხის გადასაწყვეტად მიმართოს ზემდგომ პროკურორს (58-ე მუხლი). თუ პროკურორი სასამართლოში უარს იტყვის ბრალდებაზე, სასამართლო ვალდებულია შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმე ან გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი. სასამართლოში ბრალდების შეცვლისას პროკურორი ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს ბრალდების ახალი წერილობითი ფორმულირება.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2356 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.440
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2359 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.375
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება ყველა კატეგორიის დანაშაულის საქმეებზე.2. საჯარო სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებენ პროკურორი და გამომძიებელი.3. საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისას პროკურორი და გამომძიებელი შებოჭილნი არ არიან დაზარალებულისა და სხვა პირთა პოზიციით.4. (ამოღებულია).5. ბრალდების წარდგენისათვის საკმარის მტკიცებულებათა შეკრების შემდეგ გამომძიებელს პროკურორის თანხმობით ან პროკურორს გამოაქვს დადგენილება პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ.51. ბრალდების წარდგენისათვის საკმარის მტკიცებულებათა შეკრების შემდეგ, თუ გამომძიებელი პროკურორის თანხმობით ან პროკურორი არ გამოიტანს დადგენილებას პირის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, დაზარალებულს, მის წარმომადგენელს, სამოქალაქო მოსარჩელეს, აგრეთვე იმ პირს, რომლის მიმართაც ხდება მტკიცებულებათა შეკრება, უფლება აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით ზემდგომ პროკურორთან ან გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში შეიტანოს საჩივარი და მოითხოვოს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.52. ბრალდებულს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გადაცემიდან 10 დღის ვადაში უფლება აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით ზემდგომ პროკურორთან ან გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში შეიტანოს საჩივარი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შეგნებულად გაჭიანურების თაობაზე. საჩივრის დაკმაყოფილება წარმოადგენს ამ პირის მიმართ ამ კონკრეტულ ბრალდებასთან დაკავშირებით არსებული ყველა იმ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საფუძველს, რომლებიც მოპოვებულ იქნა წინასწარი გამოძიების დროს მას შემდეგ, რაც შეიქმნა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკმარისი საფუძველი.53. ამ მუხლის 51და 52ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში რაიონული (საქალაქო) სასამართლო საჩივარს იხილავს ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება ექვემდებარება გასაჩივრებას ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ან საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.6. პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 48 საათისა, ხოლო დანიშნულ დროს ბრალდებულის გამოუცხადებლობის შემთხვევაში – მისი მიყვანისთანავე, გამომძიებელი ამ დადგენილებას წარუდგენს ბრალდებულს. გამომძიებელი უფლებამოსილია, ამ კოდექსის 311-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით დაკითხოს ბრალდებული წაყენებული ბრალდების გამო. დაკითხვაში მონაწილეობის უფლება აქვთ პროკურორსა და დამცველს. პირისათვის ბრალდების წარდგენისა და მისი ბრალდებულის სახით დაკითხვის ამ ნაწილით დადგენილი წესი არ გამოიყენება, თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას.7. წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ პროკურორი, თუ არსებობს საამისო საფუძველი, ადგენს საბრალდებო დასკვნას და მის ასლს გადასცემს ბრალდებულს. თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, საბრალდებო დასკვნის ასლი გადაეცემა მის დამცველს.8. პროკურორის მიერ ბრალდების შეცვლა და ბრალდებაზე უარის თქმა სავალდებულოა გამომძიებლისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გამომძიებელს უფლება აქვს ამ საკითხის გადასაწყვეტად მიმართოს ზემდგომ პროკურორს (58-ე მუხლი). თუ პროკურორი სასამართლოში უარს იტყვის ბრალდებაზე, სასამართლო ვალდებულია შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმე ან გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი. სასამართლოში ბრალდების შეცვლისას პროკურორი ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს ბრალდების ახალი წერილობითი ფორმულირება.საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2356 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.440საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2359 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.375საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №71 · ძალაშია 17 იან. 2007-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
27 დეკ. 2005 – 1 იან. 2007ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 12
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 3 იან. 2007
24-ე მუხლში დაკითხვის უფლებამოსილების წინადადება ახლებურად ჩამოყალიბდა, ხოლო ბრალდების წარდგენის გამონაკლისი და საბრალდებო დასკვნის ასლის დამცველისთვის გადაცემის წესი (მე-7 ნაწილი) აღარ უკავშირდება თანამდებობის პირის, რეკეტირისა და ქურდული სამყაროს წევრის სტატუსს.
· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005
5¹ და 5² ნაწილებში საჩივრის განმხილველი სასამართლო დაკონკრეტდა — გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლო; დაემატა 5³ ნაწილი განხილვისა და გასაჩივრების წესით.
· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2005
24-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებში თავს არიდებული ბრალდებულების წრეში თანამდებობის პირსა და რეკეტირთან ერთად ქურდული სამყაროს წევრი დაემატა.
· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2005
24-ე მუხლის მე-6 ნაწილში ბრალდებულის დაკითხვა გამომძიებლის უფლებამოსილებად ჩამოყალიბდა, ხოლო ბრალდების წარდგენისა და დაკითხვის წესის გამონაკლისს ქურდული სამყაროს წევრიც დაემატა.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
24-ე მუხლის მე-7 პუნქტში ამოღებულია სიტყვა „პროკურორი“ ასლის გადაცემის წინადადებიდან; პუნქტის ახალი ფორმულირებით წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ პროკურორი ადგენს საბრალდებო დასკვნას და მის ასლს გადასცემს ბრალდებულს.
5² ნაწილში გაჭიანურების საჩივრის დაკმაყოფილება ახლა ამ პირის მიმართ ამ კონკრეტულ ბრალდებასთან დაკავშირებული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
· გამოქვეყნდა 9 ივლ. 2004
24-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილში თანამდებობის პირთან ერთად რეკეტირიც მოხვდა იმ ბრალდებულთა წრეში, ვინც თავს არიდებს გამოცხადებას.
· გამოქვეყნდა 9 მარ. 2004
მე-6 ნაწილში გამოცხადებისგან თავის არიდებული თანამდებობის პირი ბრალდებულისთვის ბრალის წარდგენისა და დაკითხვის წესი არ გამოიყენება, მე-7 ნაწილში კი საბრალდებო დასკვნის ასლი მის დამცველს გადაეცემა.
24-ე მუხლში მოკვლევის ორგანო დაემატა დევნის სუბიექტებს, მე-5 და მე-6 ნაწილებში ტერმინი „ბრალდებულად“ შეიცვალა, ხოლო მე-7 ნაწილში საბრალდებო დასკვნის ასლს ბრალდებულს პროკურორი გადასცემს.
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.