საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 59. გამომძიებლის უფლებამოსილებანი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

თუ არსებობს კანონით დადგენილი საფუძვლები, გამომძიებელი უფლებამოსილია: ა) (ამოღებულია); ბ) ჩაატაროს ამ კოდექსში აღნიშნული ყველა საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედება, გამოითხოვოს მოსამართლის ბრძანება კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით; გ) გამოიყენოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ყველა ღონისძიება, გამოითხოვოს მოსამართლის ბრძანება კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით; დ) პირს წარუდგინოს დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, ამ კოდექსის 284-ე მუხლით გათვალისწინებული წესების დაცვით; ე) (ამოღებულია); ვ) (ამოღებულია); ზ) შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამის ორგანოებს მისცეს წერილობითი მითითებები დაკავებულთა და დაპატიმრებულთა გამოძიების ადგილას მიყვანის შესახებ; თ) კანონით დადგენილი წესების დაცვით, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოებს მისცეს წერილობითი დავალება ოპერატიულ-სამძებრო და სამძებრო ღონისძიებათა ჩატარების შესახებ მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით; ი) საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს რევიზიის, ინვენტარიზაციის, საუწყებო შემოწმების ჩატარება და გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტების წარდგენა; კ) მოითხოვოს საქმეში თარჯიმნის, სპეციალისტის, ამოსაცნობი პირის მონაწილეობა; ლ) გამოიტანოს დადგენილება პირის დაზარალებულად, სამოქალაქო მოსარჩელედ ან სამოქალაქო მოპასუხედ ცნობის შესახებ და განუმარტოს მისი უფლება-მოვალეობანი; მ) უზრუნველყოს დამცველის მონაწილეობა კანონით დადგენილი წესით და შექმნას მისი საქმიანობის ხელშემწყობი პირობები; ნ) შეასრულოს ბრალდებულისა და დამცველის მოთხოვნები საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ და უზრუნველყოს დამცველის მონაწილეობა მის ჩატარებაში; ო) გაათავისუფლოს არასმქონენი იურიდიული დახმარების გადასახადისაგან; პ) გადაწყვიტოს პროცესის მონაწილეთა აცილების შესახებ შუამდგომლობასა და განცხადებაში აღძრული საკითხი და თავისი განმარტებები წარუდგინოს პროკურორს; ჟ) გამომძიებლის მოქმედებისა და დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაუგზავნოს საჩივარი და საქმის მასალები პროკურორს ან სასამართლოს; რ) (ამოღებულია); ს) (ამოღებულია); ტ) (ამოღებულია); უ) გაასაჩივროს პროკურორის მითითება ზემდგომ პროკურორთან. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3093 - სსმ I, №28, 15.09.2003 წ., მუხ.202 საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №809 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.188 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №68 · ძალაშია 20 დეკ. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 20 დეკ. 2006 – 1 იან. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    59-ე მუხლში გამომძიებლის უფლებამოსილებათაგან ამოღებულია „ს“ ქვეპუნქტი — საქმის წარმოების შეწყვეტა.

  2. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    59-ე მუხლში ამოღებულია გამომძიებლის უფლებამოსილებები „ვ“ (წერილობითი დავალებები მოკვლევის ორგანოებს), „რ“ (საქმის წარმოების შეჩერება და განახლება) და „ტ“ (საბრალდებო დასკვნის შედგენა); „კ“ ქვეპუნქტში „დამსწრის, ამოსაცნობის“ შეიცვალა სიტყვებით „ამოსაცნობი პირის“.

  3. 59-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ორგანოები, რომლებსაც გამომძიებელი იძულებით მიყვანის შესახებ მითითებებს აძლევდა.

  4. 59-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტში მითითების მისაცემ ორგანოთა წრეს დაემატა ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები.

  5. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    59-ე მუხლის „პ“ ქვეპუნქტში გამომძიებელი აცილების შესახებ შუამდგომლობასა და განცხადებაზე თავის განმარტებებს წარუდგენს მხოლოდ პროკურორს; სასამართლოსთვის წარდგენა და გასაჩივრების პირობა ამოღებულია.

  6. 59-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტში გამომძიებლის უფლებამოსილება გაფართოვდა: დადგენილების წარდგენასთან ერთად მისი გამოტანაც მას ეკუთვნის.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
391328456371113381447426386659
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ფინანსთა ს…ოპერატიულ-სამძებრო საქ…ადამიანის ქსოვილებისა …პროკურატურის შესახებ