1.თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის აღსრულება სასამართლომ შეიძლება გადაავადოს სახელმწიფო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ – დადგენილებით (განჩინებით), შემდეგი საფუძვლების არსებობისას:
ა) მსჯავრდებული დაავადდა მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე;
ბ) მსჯავრდებული განაჩენის აღსრულების მომენტისათვის ორსულადაა – მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე;
გ) მსჯავრდებულს მცირეწლოვანი შვილი ჰყავს – სანამ ბავშვი 5 წლის გახდება;
დ) სასჯელის დაუყოვნებლივ მოხდას შეიძლება მსჯავრდებულისა და მისი ოჯახისათვის განსაკუთრებით მძიმე შედეგები მოჰყვეს ხანძრის ან სხვა სტიქიური უბედურების, ოჯახის ერთადერთი შრომისუნარიანი წევრის მძიმე ავადმყოფობის, სიკვდილის ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებათა გამო – სასამართლოს მიერ დადგენილი ვადით, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა.
2.ჯარიმის გადახდა, თუ დაუყოვნებლივ გადახდა შეუძლებელია, შეიძლება გადავადდეს ან განაწილვადდეს 6 თვემდე ვადით.
3.სამოქალაქო ნაწილში განაჩენის აღსრულების გადავადების ან განაწილვადების საკითხს სასამართლო წყვეტს მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.
4.განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების საკითხს სასამართლო განიხილავს მსჯავრდებულის, მისი დამცველის, კანონიერი წარმომადგენლის, ახლო ნათესავის ან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის შუამდგომლობით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2271 - სსმ I, №45, 21.12.2009წ., მუხ.321
საკასაციო პალატამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის მსჯავრდება და ძალაში დატოვა. მსჯავრდებულის პიროვნული, ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ერთწლიანი თავისუფლების აღკვეთა პირობითად ჩათვალა. სარეზოლუციო ნაწილით გამოსაცდელი ვადა სამი წლით განისაზღვრა, თუმცა სამოტივაციო ნაწილში ორი წელია მითითებული.
საკასაციო პალატამ განიხილა, დანაშაულთა ერთობლიობისას რეციდივის მქონე მსჯავრდებულის მიმართ უნდა გამოყენებულიყო თუ არა სასჯელთა შთანთქმა. პალატამ მიიჩნია, რომ ნაწილობრივი შეკრებით დანიშნული სასჯელი სამართლიანი იყო, საჩივარი არ დააკმაყოფილა და სააპელაციო განაჩენი უცვლელად დატოვა. საბოლოოდ მსჯავრდებულს დარჩა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენის გადასინჯვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო
მსჯავრდებული ითხოვდა განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვას სასჯელთა დანიშვნის წესში შესული ცვლილების გათვალისწინებით. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასჯელი უკვე შთანთქმის წესით იყო განსაზღვრული და მისი შემდგომი შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ამნისტიის შემდეგ განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლით, ექვსი თვითა და ექვსი დღით.
საკასაციო პალატამ განიხილა მსჯავრდებულის მოთხოვნა ქურდობისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილისგან გათავისუფლებისა და დარჩენილი ნაწილის შემცირების შესახებ. პალატამ მიიჩნია, რომ უფრო მძიმე დანაშაულის ნაწილით დანიშნული ერთიანი სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება კანონიერი იყო და საჩივარი არ დააკმაყოფილა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის განჩინებით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი — 4 წლით, 6 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ამნისტიის გამოყენება დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე
უზენაესმა სასამართლომ განიხილა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო განაჩენის აღსრულებაგადავადებული მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის გამოყენების საპროცესო საკითხი. პალატამ საჩივარი არ დააკმაყოფილა, თუმცა გააუქმა რაიონული სასამართლოს განჩინება, რადგან მიიჩნია, რომ მას მსჯავრდებულის განცხადება არ უნდა მიეღო და განეხილა. პალატამ განმარტა, რა შუამდგომლობის საფუძველზე უნდა განიხილოს სასამართლომ გადავადებისა და მასთან ერთად ამნისტიის საკითხი. თავდაპირველად დანიშნული ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთის შეცვლა ან სასჯელისაგან გათავისუფლება განჩინებით არ გადაწყვეტილა.
საკასაციო პალატამ განიხილა, სრულად და ობიექტურად გამოიკვლიეს თუ არა ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა მითვისების ბრალდებასთან დაკავშირებული გარემოებები. პალატამ მტკიცებულებათა გამოკვლევა არასაკმარისად მიიჩნია, ერთ-ერთი მსჯავრდებულის მიმართ სააპელაციო განაჩენი გააუქმა და საქმე იმავე სასამართლოს ახალი განხილვისათვის დაუბრუნა. ამ პირის საბოლოო სასჯელი წარმოდგენილი აქტით დადგენილი არ არის; მეორე მსჯავრდებულის მიმართ სააპელაციო განაჩენის გაუქმება არ მომხდარა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის აღსრულება სასამართლომ შეიძლება გადაავადოს სახელმწიფო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ – დადგენილებით (განჩინებით), შემდეგი საფუძვლების არსებობისას:ა) მსჯავრდებული დაავადდა მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე;ბ) მსჯავრდებული განაჩენის აღსრულების მომენტისათვის ორსულადაა – მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე;გ) მსჯავრდებულს მცირეწლოვანი შვილი ჰყავს – სანამ ბავშვი 5 წლის გახდება;დ) სასჯელის დაუყოვნებლივ მოხდას შეიძლება მსჯავრდებულისა და მისი ოჯახისათვის განსაკუთრებით მძიმე შედეგები მოჰყვეს ხანძრის ან სხვა სტიქიური უბედურების, ოჯახის ერთადერთი შრომისუნარიანი წევრის მძიმე ავადმყოფობის, სიკვდილის ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებათა გამო – სასამართლოს მიერ დადგენილი ვადით, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა.2. ჯარიმის გადახდა, თუ დაუყოვნებლივ გადახდა შეუძლებელია, შეიძლება გადავადდეს ან განაწილვადდეს 6 თვემდე ვადით.3. სამოქალაქო ნაწილში განაჩენის აღსრულების გადავადების ან განაწილვადების საკითხს სასამართლო წყვეტს მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.4. განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების საკითხს სასამართლო განიხილავს მსჯავრდებულის, მისი დამცველის, კანონიერი წარმომადგენლის, ახლო ნათესავის ან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის შუამდგომლობით.საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2271 - სსმ I, №45, 21.12.2009წ., მუხ.321
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №97 · ძალაშია 4 იან. 2010-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 5
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 21 დეკ. 2009
· გამოქვეყნდა 18 ივლ. 2007
607-ე მუხლის პირველ ნაწილში გადავადება ეფუძნება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, გადავადების აქტის დასახელების რიგი შეიცვალა, ხოლო „ა“ ქვეპუნქტიდან ფსიქიკური დაავადება ამოღებულია.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2006
607-ე მუხლის მე-4 ნაწილში გადავადების შუამდგომლობის სუბიექტთა წრიდან პროკურორი ამოღებულია და დაემატა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე.
· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2005
607-ე მუხლის პირველ ნაწილში თავისუფლების აღკვეთის აღსრულების გადავადების საფუძვლად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის გვერდით დაემატა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა; სიტყვა „სასამართლომ“ წინადადებაში გადაინაცვლა.
607-ე მუხლი ახლა შეეხება ავადმყოფობის გამო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან განთავისუფლებას, იძულებით სამედიცინო ღონისძიებას და დამატებითი სასჯელისგან განთავისუფლებას; გადავადების ნორმები ამ მუხლში აღარ არის.