საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 679³. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის განხილვა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილიგურანდა გრიგოლიანუგზარ მოსიძე

1.საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით და დამტკიცდეს სასამართლოს მიერ საჯარო სხდომაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს დახურული სასამართლო სხდომის ჩატარების მნიშვნელოვანი საფუძველი. საპროცესო შეთანხმება უნდა აისახოს სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში. სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით და რომ ბრალდებულს (განსასჯელს) ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება.

2.საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე სასამართლო ვალდებულია დარწმუნდეს რომ: ა) ბრალდებული (განსასჯელი) სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი; ბ) ბრალდებული (განსასჯელი) სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; გ) ბრალდებულისთვის (განსასჯელისთვის) ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; დ) ბრალდებული (განსასჯელი) აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას; ე) ბრალდებული (განსასჯელი) აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი კონსტიტუციური უფლებები: ე.ა) დაცვის უფლება; ე.ბ) უფლება, უარი განაცხადოს შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ; ე.გ) უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვაზე; ვ) საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის (განსასჯელის) იძულების, დაშინების ან ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს; ზ) ბრალდებული (განსასჯელი) ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს; თ) ბრალდებულსა და პროკურორს შორის არსებული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში; ი) ბრალდებული და მისი დამცველი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

2¹.საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე სასამართლო ვალდებულია უშუალოდ ბრალდებულისაგან დარწმუნდეს, რომ ბრალდებულის მიმართ პოლიციელების ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. მოსამართლე აგრეთვე ვალდებულია განუმარტოს ბრალდებულს, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანურ ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

3.მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს პროკურორსა და ბრალდებულს (განსასჯელს) შორის მიღწეული შეთანხმება.

4.სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის შესახებ სასამართლო განხილვის მიმდინარეობა სიტყვასიტყვით უნდა დაფიქსირდეს წერილობით ოქმში. საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №214 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.62 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 3

ყველა გადაწყვეტილება
  • №14საზ2007-11-087
    საკასაციო არსებითი (T2)

    ქურდობის კვალიფიკაციის ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა

    საკასაციო პალატამ განიხილა, როგორ უნდა მოყვანილიყო ქურდობისათვის გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ახალ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ კანონთან შესაბამისობაში. პალატამ ერთი მსჯავრდებულის საჩივარი დააკმაყოფილა და განაჩენი დანარჩენი სამი მსჯავრდებულის მიმართაც სარევიზიო წესით შეამოწმა. ოთხივე მსჯავრდებულის ქმედება ნაწილობრივ გადაკვალიფიცირდა, ხოლო თავდაპირველად დანიშნული სასჯელები უცვლელად დარჩა.

  • №1I2005-04-0715
    საკასაციო არსებითი (T2)

    საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარი

    საქმე ეხება საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მოქმედი საპროცესო ნორმებით ასეთი უარი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. პროკურორისა და ბრალდებულის კერძო საკასაციო საჩივრები განუხილველად დარჩა; მოცემული აქტით სასჯელი არ დანიშნულა.

  • №44აპ-112011-03-0211
    დაუშვებლობა (T5)

    საკასაციო საჩივრის დასაშვებლობის საფუძვლები

    საკასაციო პალატამ შეამოწმა, აკმაყოფილებდა თუ არა დაცვის საჩივარი 1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ დასაშვებობის საფუძვლებს. პალატამ ვერც მნიშვნელოვანი დარღვევა, ვერც დამკვიდრებული პრაქტიკისგან განსხვავება და ვერც პრაქტიკის განვითარების საჭიროება ვერ დაადგინა, რის გამოც საჩივარი განსახილველად არ დაუშვა. უცვლელი დარჩა გასაჩივრებული სააპელაციო განაჩენი, მათ შორის მსჯავრდებულისთვის მკვლელობის მცდელობისთვის განსაზღვრული 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით და დამტკიცდეს სასამართლოს მიერ საჯარო სხდომაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს დახურული სასამართლო სხდომის ჩატარების მნიშვნელოვანი საფუძველი. საპროცესო შეთანხმება უნდა აისახოს სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში. სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით და რომ ბრალდებულს (განსასჯელს) ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. 2. საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე სასამართლო ვალდებულია დარწმუნდეს რომ: ა) ბრალდებული (განსასჯელი) სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი; ბ) ბრალდებული (განსასჯელი) სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; გ) ბრალდებულისთვის (განსასჯელისთვის) ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; დ) ბრალდებული (განსასჯელი) აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას; ე) ბრალდებული (განსასჯელი) აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი კონსტიტუციური უფლებები: ე.ა) დაცვის უფლება; ე.ბ) უფლება, უარი განაცხადოს შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ; ე.გ) უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვაზე; ვ) საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის (განსასჯელის) იძულების, დაშინების ან ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს; ზ) ბრალდებული (განსასჯელი) ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს; თ) ბრალდებულსა და პროკურორს შორის არსებული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში; ი) ბრალდებული და მისი დამცველი სრულად იცნობენ საქმის მასალებს. 2 1 . საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე სასამართლო ვალდებულია უშუალოდ ბრალდებულისაგან დარწმუნდეს, რომ ბრალდებულის მიმართ პოლიციელების ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. მოსამართლე აგრეთვე ვალდებულია განუმარტოს ბრალდებულს, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანურ ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას. 3. მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს პროკურორსა და ბრალდებულს (განსასჯელს) შორის მიღწეული შეთანხმება. 4. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის შესახებ სასამართლო განხილვის მიმდინარეობა სიტყვასიტყვით უნდა დაფიქსირდეს წერილობით ოქმში. საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №214 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.62 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №58 · ძალაშია 10 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 20 მარ. 1998 – 23 მარ. 2004 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2005

    679³ მუხლს დაემატა 2¹ ნაწილი, რომელიც სასამართლოს აკისრებს ბრალდებულის უშუალო გამოკითხვას წამების არარსებობაზე და ბრალდებულისთვის საჩივრის უფლების განმარტებას.

  2. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    მე-2 პუნქტში „ვ“ ქვეპუნქტის ტერმინი „დანაპირები“ შეიცვალა „დაპირებით“, „ზ“ ქვეპუნქტი გავრცელდა განსასჯელზე და დაემატა „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები, რომლებიც სასამართლოს ავალდებულებს შეამოწმოს შეთანხმების წერილობითი ფორმით ასახვა და საქმის მასალების გაცნობა; ახალი მე-4 პუნქტი ითხოვს განხილვის სიტყვასიტყვით ოქმს.

  3. 679³ მუხლის მე-3 პუნქტში ობიექტად „შეთანხმების პირობების“ ნაცვლად დასახელებულია პროკურორსა და ბრალდებულს შორის მიღწეული „შეთანხმება“.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი აბულაძე

გიორგი აბულაძე

იურისტი (PhDc), მედიატორი, ტრენერი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21376¹2173127¹27⁶9212209213716679³
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს კონსტიტუცი…საერთაშორისო კერძო სამ…არბიტრაჟის შესახებ