საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 680. ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾50-დან

ლიზი ლომთაძეგიორგი ფანცულაიაგიორგი გუბელაძე

1.1999 წლის 15 მაისისათვის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების, აგრეთვე სასამართლო განხილვის სტადიაზე ამ კოდექსის ამოქმედებამდე ჩატარებულ საპროცესო მოქმედებებსა და მათი მეშვეობით მიღებულ მტკიცებულებებსა და საპროცესო გადაწყვეტილებებს, ა გრეთვე ძებნილ ბრალდებულებზე მათი დაპატიმრების შესახებ 1997 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით პროკურორის სანქციით გაცემულ დადგენილებებს უნარჩუნდებათ კანონიერი ძალა. მათი გადასინჯვა ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიშვება მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას დარღვეული იყო ამ კოდექსის ძალაში შესვლამდე მოქმედი საპროცესო კანონი.

2.(ამოღებულია).

3.ადვოკატურის შესახებ კანონის პროექტთან ერთად შემუშავდეს და საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინოს კანონის პროექტი ამ კოდექსის 84-ე მუხლსა და სხვა შესაბამის მუხლებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, რომელიც გაითვალისწინებს დამცველის უფლებას – პირის მიმართ ბრალდების წაყენებისა და პირველი დაკითხვის შემდეგ გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის ყველა მასალას, აგრეთვე დამცველის სხვა უფლებამოსილებების გაფართოებას.

4.1997 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით ძებნილი ბრალდებულის დაპატიმრების შესახებ პროკურორის სანქციით გაცემული დადგენილება მისი აღსრულებიდან 10 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს 243-ე მუხლით დადგენილი წესით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების საგამოძიებო კოლეგიებში.

5.(ამოღებულია).

6.(ამოღებულია).

7.საკასაციო საჩივრები, რომლებიც ამ კოდექსის ამოქმედებამდე იყო შეტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში, მაგრამ არ განხილულა, საკასაციო წესით განსახილველად გადაეგზავნოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

8.საქართველოს საერთო სასამართლოებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოტანილ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე 1999 წლის 15 მაისამდე შესული საზედამხედველო საჩივრები, რომლებზედაც არ არის დამთავრებული საზედამხედველო წარმოება, განსახილველად გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატას. სისხლის სამართლის საქმეებზე საზედამხედველო პროტესტები, რომლებიც ამ კოდექსის ამოქმედებამდე იყო შეტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების პრეზიდიუმებში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმში ან პლენუმში, აღარ განიხილება. საქმეები, რომლებზედაც შეტანილი იყო ეს საზედამხედველო პროტესტები, შეიძლება გადაისინჯოს ამ კოდექსით დადგენილი წესით მხოლოდ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თუ არსებობს შესაბამისი საფუძველი.

9.2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებზე სისხლის სამართლის საქმეები არსებითად განსახილველად წარიმართოს იმ სასამართლოში, რომლის განსჯადობაშიც ისინი ამ კანონის ამოქმედებამდე შედიოდა.

10.საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაში მიღებული საქმეები, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების განსჯადია და რომელთა სასამართლო განხილვა დაიწყო, მაგრამ არ დამთავრებულა 1999 წლის 15 მაისამდე, განიხილოს და დაამთავროს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ.

11.2000 წლის 1 ივნისამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატაში ამ კოდექსის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ გ “ ქვეპუნქტის საფუძველზე შეტანილი საჩივრები განხილულ იქნეს დადგენილი წესით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის გაუქმებამდე უზენაეს სასამართლოში ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შეტანილი საჩივრები განხილულ იქნეს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ დადგენილი წესით.

12.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ამ კოდექსის 548-549-ე, 552-555-ე, 557-558 და 560-573-ე მუხლებით დადგენილი წესით განიხილოს 2001 წლის 15 მარტამდე მიღებული საჩივრები იმ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რომლებზედაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი და „1991-1992 წლებში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების შედეგების აღმოფხვრისა და ეროვნული თანხმობის მიღწევის შესახებ” საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილების მე-3 პუნქტის საფუძველზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო კომისიის შუამდგომლობები. საჩივარი, რომელსაც თან დაერთვის საქართველოს პარლამენტის ეროვნული თანხმობის დროებითი კომისიის შუამდგომლობა, შეიტანება 546-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების სუბიექტების მიერ უშუალოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

13.საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის №1104 დადგენილება „1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ“ ჩაითვალოს ამ კოდექსის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ სამართლებრივ გარემოებად.

14.2005 წლის 3 მაისამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოებში განსახილველად შესული სისხლის სამართლის საქმეები (გარდა იმ საქმეებისა, რომლებზედაც სასამართლო გამოძიება დასრულებულია) გადაეგზავნოს შესაბამის სასამართლოს განსჯადობის მიხედვით. 2005 წლის 3 მაისის შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონული სასამართლოს მიერ ამ ნაწილით გათვალისწინებულ საქმეებზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება ექვემდებარება ამ კოდექსით დადგენილი წესით გასაჩივრებას შესაბამის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში.

15.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლეთა და მსაჯულთა მიერ 2005 წლის 3 მაისამდე და მას შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებები ექვემდებარება საკასაციო წესით გასაჩივრებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატაში ამ კოდექსის 546-ე–573-ე მუხლებით დადგენილი წესით.

16.ამ კოდექსით გათვალისწინებულ სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილებას 2005 წლის 1 ნოემბრამდე ახორციელებენ საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები.

17.2007 წლის 1 იანვრიდან რაიონული (საქალაქო) სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეების განხილვა კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით.

18.საოლქო სასამართლოსა და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე, რომელსაც 2005 წლის 15 ივლისამდე პირველი ინსტანციით წარმოებაში აქვს მიღებული სისხლის სამართლის საქმე, დაასრულებს ამ საქმის განხილვას კანონით დადგენილი წესით. ამ საქმეზე გამოტანილი განაჩენი, განჩინება და სხვა გადაწყვეტილება საჩივრდება საკასაციო წესით და საჩივრები განიხილება ამ კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმების გარეშე.

19.საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2005 წლის 1 ნოემბრამდე შესული საკასაციო საჩივრები განიხილება ამ კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმების გარეშე.

20.ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე 2008 წლის 1 იანვრამდე შეტანილი საჩივრები შესაძლებელია სააპელაციო წესით ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ.

21.ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეებზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების განაჩენებსა თუ სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე შეტანილ საჩივრებზე დაწყებულ სააპელაციო წარმოებას ამ მუხლის მე-20 ნაწილის ამოქმედების შემდეგ ერთპიროვნულად აგრძელებს სააპელაციო საჩივრის განმხილველი მოსამართლეებიდან ის მოსამართლე, რომელიც გამწესებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

22.2009 წლის 1 სექტემბრამდე საქმის განმხილველი სასამართლოს ან წინასწარი გამოძიების ორგანოს დეპოზიტზე გირაოს სახით შეტანილი, აგრეთვე ამ კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ფულადი თანხები გადაირიცხება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ანგარიშზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების მეშვეობით მათი დანიშნულებისამებრ მიმართვის მიზნით. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის კანონი №1531 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.16 საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1773 - სსმ I, №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.10 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2399ა - სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.228 საქართველოს 2000 წლის 8 თებერვლის კანონი №134 - სსმ I, №2, 14.02.2000 წ., მუხ.3 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51 საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის კანონი №707 - სსმ I, №51, 30.12.2000 წ., მუხ.153 საქართველოს 2001 წლის 13 თებერვლის კანონი №721 - სსმ I, №4, 28.02.2001 წ., მუხ.4 საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29 საქართველოს 2001 წლის 7 დეკემბრის კანონი №1176 - სსმ I, №34, 14.12.2001 წ., მუხ.135 საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №498 - სსმ I, №32, 10.11.2004 წ., მუხ.147 საქართველოს 2005 წლის 15 ივნისის კანონი №1648 -  სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.221 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223 საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი № 2129 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.349 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4208 - სსმ I, №4, 12.01.2007წ., მუხ.50 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1535 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.120

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 30

ყველა გადაწყვეტილება
  • №65საზ-062010-05-03113
    საკასაციო არსებითი (T2)

    ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვა

    საქმე შეეხებოდა პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის დადგენილების საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ გადასინჯვისთვის ბრალდება უნდა ემყარებოდეს დადგენილებაში მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მონაწილეობასა და პირის პოლიტიკურ მრწამსს, რაც მომჩივნის შემთხვევაში არ დადასტურდა. საჩივარი არ დაკმაყოფილდა და 2001 წლის განჩინება უცვლელად დარჩა; მომჩივნისთვის პირველი ინსტანციით განსაზღვრული სასჯელი იყო 2 წლით, 6 თვითა და 21 დღით თავისუფლების აღკვეთა.

  • №345საზ2009-02-0217
    საკასაციო არსებითი (T2)

    შემამსუბუქებელი სისხლის სამართლის კანონის უკუძალა

    საკასაციო პალატამ განიხილა სასჯელის შემამსუბუქებელი კანონის უკუძალა და პარლამენტის დადგენილების საფუძველზე სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის პირობები. პალატამ საჩივარი არ დააკმაყოფილა, თუმცა სიკვდილით დასჯის გაუქმების გამო მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვალა წინა განჩინება და საბოლოო სასჯელად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განსაზღვრა. სასჯელის ათვლა დაიწყო 1994 წლის 5 თებერვლიდან.

  • №421საზ2008-11-0517
    საკასაციო არსებითი (T2)

    ახლად გამოვლენილ სამართლებრივ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა

    უზენაესმა სასამართლომ განიხილა, იძლეოდა თუ არა პარლამენტის დადგენილება ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის შესაძლებლობას. პალატის განმარტებით, ბრალდება უნდა ემყარებოდეს დადგენილებაში მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში პირის მონაწილეობასა და მის პოლიტიკურ მრწამსს; საჩივრის ავტორის შემთხვევაში სტრუქტურებში მონაწილეობის პირობა არ სრულდებოდა. საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ორივე მსჯავრდებულის მიმართ განაჩენი უცვლელი დარჩა: ერთს საბოლოოდ ერთი წლით, მეორეს კი ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

  • №112აპ2008-07-0724
    საკასაციო არსებითი (T2)

    სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობის კანონიერება

    უზენაესმა სასამართლომ განიხილა, შეეძლო თუ არა სააპელაციო სასამართლოს ერთ მოსამართლეს იმ საჩივრების განხილვა, რომლებიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებასაც შეეხებოდა. პალატამ დაადგინა, რომ იმ დროისთვის მოქმედი საპროცესო კანონი ერთპიროვნულ განხილვას მხოლოდ ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულთა საქმეებზე უშვებდა, სასამართლოს უკანონო შემადგენლობა კი განაჩენის უპირობო გაუქმების საფუძველი იყო. სააპელაციო განაჩენი გაუქმდა და საქმე იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას ხელახლა განსახილველად გადაეგზავნა; საბოლოო სასჯელი არ განსაზღვრულა.

  • №9-...2008-02-2837
    საკასაციო არსებითი (T2)

    ორი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა

    საკასაციო პალატამ ორი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისა და ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებული დანაშაულისათვის მსჯავრდება ძალაში დატოვა. პალატამ დაადგინა, რომ დაცვის საჩივრის საფუძველზე განაჩენის გაუქმების შემდეგ საქმის ხელახალი განხილვისას მკვლელობისათვის ადრე დანიშნულზე მკაცრი სასჯელის დანიშვნა დაუშვებელი იყო. საჩივრის დაუკმაყოფილებლობის მიუხედავად, პალატამ განაჩენი მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვალა და საბოლოოდ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა განსაზღვრა.

  • №594აპ2007-10-1219
    საკასაციო არსებითი (T2)

    ძარცვის კვალიფიკაცია

    საკასაციო პალატამ განიხილა, შეეძლო თუ არა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმეზე საჩივრის ერთპიროვნულად განხილვა. პალატამ დაადგინა, რომ სასამართლოს შემადგენლობა უკანონო იყო, გააუქმა სააპელაციო განაჩენი და საქმე იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას დაუბრუნა. მსჯავრდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა; საბოლოო სასჯელი ხელახალი განხილვის შედეგად უნდა განისაზღვროს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №94 · ძალაშია 1 სექ. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 21 სექ. 1999 – 10 ნოე. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 22

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 3 აგვ. 2009

    680 მუხლს დაემატა 2² ნაწილი, რომელიც 2009 წლის 1 სექტემბრამდე დეპოზიტზე შეტანილი გირაოსა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული თანხების აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადარიცხვას ადგენს.

  2. · გამოქვეყნდა 12 იან. 2007
  3. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    680 მუხლის მე-20 პუნქტში საჩივრების შეტანის ზღვრული თარიღი 2006 წლის 1 ივნისიდან 2007 წლის 1 იანვრამდე გადაიწია, ხოლო ერთპიროვნული სააპელაციო განხილვა შესაძლებლობად ჩამოყალიბდა („შესაძლებელია ... განიხილოს“).

  4. · გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005

    680 მუხლში მე-5 და მე-6 ნაწილი ამოღებულია, ხოლო დაემატა მე-14 (აფხაზეთის სასამართლოების საქმეების გადაგზავნა და გასაჩივრება) და მე-15 (საკასაციო გასაჩივრება) ნაწილი.

  5. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    680-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულია; აფხაზეთის სასამართლოთა განსჯადობის შესახებ მითითება მუხლში აღარ არის.

  6. 680 მუხლს დაემატა მე-20 და 21-ე ნაწილები, რომლებიც ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულების საქმეებზე სააპელაციო საჩივრების ერთპიროვნულ განხილვასა და დაწყებული წარმოების გაგრძელებას არეგულირებს.

  7. · გამოქვეყნდა 11 ივლ. 2005

    680-ე მუხლს დაემატა 16–19 გარდამავალი ნაწილები სააპელაციო უფლებამოსილების, კოლეგიური შემადგენლობის, მიმდინარე საქმეებისა და 2005 წლის 1 ნოემბრამდე შესული საკასაციო საჩივრების შესახებ.

  8. 680-ე მუხლს დაემატა მე-13 ნაწილი, რომლითაც პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის №1104 დადგენილება გათანაბრდა 593-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ სამართლებრივ გარემოებასთან.

  9. · გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999

    680-ე მუხლის მე-2 პუნქტით აფხაზეთის სასამართლოთა განსჯადობა და საგამოძიებო ქვემდებარეობა კანონით განისაზღვრება; მე-6 პუნქტში ვადა 1999 წლის 15 დეკემბრიდან 2000 წლის 15 თებერვალზე გადავიდა.

  10. 680-ე მუხლის მე-6 ნაწილში უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ ამ კატეგორიის საქმეების განხილვის ვადა 2002 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 ოქტომბრამდე გადაიწია.

  11. 680-ე მუხლს დაემატა გარდამავალი წესი, რომლის მიხედვით ასეთი საჩივრები განიხილება სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ დადგენილი წესით.

  12. 680-ე მუხლს დაემატა მე-12 ნაწილი, რომელიც უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას აძლევს უფლებამოსილებას განიხილოს 2001 წლის 15 მარტამდე მიღებული საჩივრები ეროვნული თანხმობის დროებითი კომისიის შუამდგომლობით და ადგენს მათი უშუალოდ ამ პალატაში შეტანის წესს.

  13. 680-ე მუხლის მე-6 ნაწილში გარდამავალი ვადა 2001 წლის 1 იანვრიდან 2002 წლის 1 იანვრამდე გადაიწია, ხოლო უზენაესი სასამართლოს კოლეგიის განსჯადობის წრეს დაემატა 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი კოდექსის 104-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები.

  14. · გამოქვეყნდა 30 მაი. 2000

    680-ე მუხლის მე-9 და მე-11 პუნქტებში გარდამავალი წესის თარიღი „2000 წლის 1 ივლისი“ შეიცვალა „2000 წლის 1 ივნისით“.

  15. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    680 მუხლს დაემატა მე-11 პუნქტი, რომელიც 2000 წლის 1 ივლისამდე საზედამხედველო პალატაში 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით შეტანილი საჩივრების განხილვას დადგენილი წესით ითვალისწინებს.

  16. 680-ე მუხლის მე-6 ნაწილში უზენაესი სასამართლოს კოლეგიის მიერ საქმეთა განხილვის ვადა 2000 წლის 15 თებერვლიდან 1 ივნისამდე გადაიწია.

  17. 680 მუხლის მე-8 ნაწილს დაემატა წესი, რომლის მიხედვითაც 1999 წლის 15 მაისამდე შესული დაუმთავრებელი საზედამხედველო საჩივრები განსახილველად გადაეცემა უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატას.

  18. 680-ე მუხლში 5-9 ნაწილები გადანომრილია 4-8-ად, ხოლო დაემატა მე-9 და მე-10 ნაწილი 1999 წლის 15 მაისამდე შესული და დაწყებული საქმეების განსჯადობის გარდამავალი წესით.

  19. 680 მუხლის მე-9 პუნქტში კანონპროექტის შემუშავების დავალება შეიცვალა გარდამავალი ნორმით ამოქმედებამდე შეტანილი საზედამხედველო პროტესტების შესახებ: ისინი აღარ განიხილება, ხოლო საქმეთა გადასინჯვა დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

  20. · გამოქვეყნდა 30 ივლ. 1998

    მე-4 პუნქტში კანონიერი ძალის შენარჩუნების წესი გავრცელდა ძებნილ ბრალდებულებზე დაპატიმრების შესახებ 1997 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით პროკურორის სანქციით გაცემულ დადგენილებებზეც. მე-9 პუნქტის ბოლოს დაემატა 1998 წლის 26 ივნისის №1506 კანონის მითითება.

  21. 680-ე მუხლის მე-4 ნაწილში ორივე თარიღი — წარმოებაში არსებული საქმეების განმსაზღვრელი და გადასინჯვისას მოქმედი საპროცესო კანონის თარიღი — 1998 წლის 1 აგვისტოდან 1999 წლის 20 იანვარზე გადავიდა. დაემატა №1531 კანონის წყაროს მითითება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ელვინ შეირიევი

ელვინ შეირიევი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4521841441542326332933333214680
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ზოგადი ადმ…იურიდიული დახმარების შ…ადვოკატთა შესახებამნისტიისა და არადეკლა…