ამნისტიის შესახებ

მუხლი 4

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა იმ პირთა მიმართ, რომელთა მიმართაც 1995 წლამდე გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ (გარდა საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №I, მუხ.

10)65-ე, 65 1 , 65 2 , 66-ე, 66 1 , 67-ე, 68-ე, 69-ე, 70-ე, 72-ე, 73-ე, 75-ე, 76-ე, 77-ე, 77 1 , 78-ე, 78 1 , მე-80, 96-ე, 96 1 , 103-ე, 104-ე, 105-ე, 108-ე, 110-ე (მე-2 და მე-3 ნაწილები), 116-ე, 117-ე, 133-ე, 133 1 , 133 2 , 149-ე, 152-ე, 186-ე, 187-ე, 189-ე, 189 1 , 190-ე, 192-ე, 193-ე, 194-ე, 195-ე, 203-ე, 209 1 , 228 1 , 240-ე, 241-ე (მე-2 და მე-3 ნაწილები), 243-ე, 252-ე (პირველი-მე-2, მე-4-მე-6 ნაწილები), 264-ე, 273-ე, 274-ე, 275-ე, 279-ე, 280-ე, 281-ე და 282-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებში ბრალდებული პირებისა) და რომელთა მიმართაც გამოცხადებულია ძებნა ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის.

2.თუ პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა და გამოცხადებულია ძებნა საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის ორი ან რამდენიმე მუხლით გათვალისწინე-ბული დანაშაულის ჩადენის გამო, რომელთაგან ერთ-ერთი ან რამდენიმე ექვემდებარება ამნისტიას ამ კანონის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდება მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამნისტიის საფუძველია.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 3

ყველა გადაწყვეტილება
  • №588აპ-172018-04-1225
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    დანაშაულის განუცხადებლობის შემადგენლობა

    საკასაციო პალატამ დაადგინა, რომ დანაშაულის განუცხადებლობის ნიშნები დადასტურებული იყო, თუმცა მსჯავრდებულზე ვრცელდებოდა 2007 წლის ამნისტიის კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შეღავათი. თავდაპირველი ბრალდება იმ მუხლით, რომელსაც ამნისტიის გამონაკლისი მოიცავდა, გადაკვალიფიცირებული ქმედებისთვის შეღავათის გამოყენებას არ გამორიცხავდა. პალატამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაცვის საჩივარი და განუცხადებლობის ბრალდებაზე სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა; იარაღის უკანონო ტარების ნაწილში გამართლება უცვლელი დარჩა.

  • №1140აპ2007-12-2433
    საკასაციო არსებითი (T2)

    სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება

    საკასაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია მსჯავრდებულთა ქმედებები და მათი სამართლებრივი შეფასება, ხოლო პროკურორის მოთხოვნა სასჯელის დამძიმების მიზნით საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ არ დააკმაყოფილა. ერთ-ერთი მსჯავრდებულის დამცველის საკასაციო საჩივარი პალატამ განუხილველი დატოვა უფლებამოსილების არარსებობის გამო. ამნისტიის საფუძველზე სსკ 360(2)-ით მსჯავრდებული გათავისუფლდა ორწლიანი თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან; მეორე მსჯავრდებულის ერთწლიანი თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი ჯარიმა უცვლელი დარჩა.

  • №25აგ-122012-09-218
    გადასინჯვა / ცნობა (T3)

    ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა

    მსჯავრდებული ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძველზე ითხოვდა განაჩენის გადასინჯვას და ამნისტიის გამოყენებას. საკასაციო პალატამ დაადგინა, რომ განაჩენის გამოტანის შემდეგ გამოვლენილი კანონით გათვალისწინებული გარემოება მითითებული არ იყო, ხოლო ამნისტიის გამოყენების საკითხის განხილვა სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილებას არ ეკუთვნოდა. პალატამ საჩივარი არ დააკმაყოფილა და შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობა უცვლელად დატოვა; თავდაპირველად განსაზღვრული სასჯელი იყო ათი წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ხუთი წელი პირობითი იყო, და ჯარიმა ხუთი ათასი ლარის ოდენობით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11310516721334154
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · ბოლოს შემოწმდა