საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 680⁴. პატიმრობის დროებითი ვადები

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 3 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

გიორგი ფანცულაიალექსო სვიმონიშვილიმარიამ ჯორბენაძე

1.ამ კოდექსის 162-ე მუხლის პირველი, მე-2–მე-4, მე-6–მე-8 და მე-11 ნაწილების ამოქმედებამდე მოქმედებს ამ მუხლის მე-2–მე-9 ნაწილები.

2.ბრალდებულის პატიმრობის ვადა გამოითვლება ეჭვმიტანილის დაკავების მომენტიდან, ხოლო თუ ასეთი რამ არ ყოფილა, – ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ სასამართლო ბრძანების აღსრულების მომენტიდან.

3.წინასწარი გამოძიებისას პატიმრობის ვადაა 3 თვე ეჭვმიტანილის დაკავების ან ბრალდებულის დაპატიმრების მომენტიდან. პატიმრობის ვადის დინება წყდება საბრალდებო დასკვნის შედგენის შემდეგ განსჯადობის მიხედვით სასამართლოში საქმის ჩაბარების მომენტში. თუ დაკავებული დააპატიმრეს, მისი პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. თუ სამთვიანი პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ ბრალდებულმა მისთვის შერჩეული ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება დაარღვია ან თუ მას უფრო მძიმე ბრალდება წარედგინა, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს უფლება აქვს გასცეს ბრძანება ბრალდებულის 1 თვით დაპატიმრების შესახებ.

4.საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებისას იმავე სასამართლოს მოსამართლეს ან მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით, გამომძიებლის მოტივირებული შუამდგომლობითა და პროკურორის თანხმობით, შეუძლია ბრალდებულის პატიმრობის ვადა გააგრძელოს კიდევ ერთი თვით. საქმის სირთულის გამო გამოძიების დამთავრების შეუძლებლობის შემთხვევაში, გამომძიებლის მოტივირებული შუამდგომლობითა და საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის, ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის, ქ. თბილისის პროკურორისა და ოლქის პროკურორის თანხმობით, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს, საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლეს შეუძლია ბრალდებულის პატიმრობის ვადა გააგრძელოს 6 თვემდე. საქმის მომეტებული სირთულის გამო გამოძიების დამთავრების შეუძლებლობის შემთხვევაში, გამომძიებლის მოტივირებული შუამდგომლობითა და საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის თანხმობით, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს, საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსამართლეს შეუძლია ბრალდებულის პატიმრობის ვადა გააგრძელოს 8 თვემდე. განსაკუთრებულ შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, გამომძიებლის მოტივირებული შუამდგომლობითა და საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობით, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს, საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს შეუძლია ბრალდებულის პატიმრობის ვადა გააგრძელოს 9 თვემდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

5.ბრალდებულის პატიმრობის ვადაში ითვლება სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის დრო.

6.თუ საქმე დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნდა პირველი ან სააპელაციო ინსტანციის სასამართლოდან, ბრალდებულის პატიმრობის ვადა სასამართლომდე გამოითვლება პროკურორის მიერ სისხლის სამართლის საქმის მიღების დღიდან. სასამართლომდე და სასამართლოს შემდეგ, ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით, ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.

7.თუ სამთვიანი და ექვსთვიანი პატიმრობის ვადის გასვლისას პროცესის მონაწილენი ვერ ასწრებენ წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ საქმის მასალების გაცნობას, პროკურორი უფლებამოსილია ამ კოდექსით დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს პატიმრობის ვადის გაგრძელების თაობაზე.

8.რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის განხილვისას განსასჯელის პატიმრობის ვადა, განაჩენის ან სხვა შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე, საქმის სასამართლოსათვის გადაცემის შემდეგ, არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქმის განმხილველი სასამართლოს წარდგინებით, ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კიდევ 6 თვემდე. განსასჯელის პატიმრობის ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია.

9.საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში და საოლქო სასამართლოში საქმის პირველი ინსტანციით, სააპელაციო და საკასაციო წესით განხილვისას განსასჯელის (მსჯავრდებულის) პატიმრობის საერთო ვადა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე არ უნდა აღემატებოდეს 24 თვეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქმის განმხილველი სასამართლოს წარდგინებით, ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კიდევ 6 თვემდე. განსასჯელის (მსჯავრდებულის) პატიმრობის ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია.

10.2006 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 ივნისამდე, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში პროკურორის მიერ სასამართლოში საქმის ჩაბარებიდან შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე აითვლება განსასჯელის პატიმრობის ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეს ვადა საქმის განმხილველი მოსამართლის (სასამართლოს) წარდგინებით შეიძლება გააგრძელოს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ კიდევ 2 თვემდე.

11.2006 წლის 1 ივნისიდან, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში პროკურორის მიერ სასამართლოში საქმის ჩაბარებიდან შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე აითვლება განსასჯელის პატიმრობის ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეს ვადა საქმის განმხილველი მოსამართლის (სასამართლოს) წარდგინებით შეიძლება გააგრძელოს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ კიდევ 3 თვემდე. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 3

ყველა გადაწყვეტილება
  • №733აპ2006-12-1472
    საკასაციო არსებითი (T2)

    სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და უფლებამოსილების გადამეტება

    საკასაციო პალატამ შეაფასა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების კვალიფიკაცია, კერძო საუბრების უკანონო მიყურადებასთან სპეციალური ნორმის მიმართება და ჩხრეკისა და საპროცესო ვადების კანონიერება. პალატამ სამ ეპიზოდში ქმედება სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად გადააკვალიფიცირა, ხოლო დაუდასტურებელი მაკვალიფიცირებელი გარემოებების გამო ბრალდების ნაწილი მოხსნა. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თუმცა საბოლოო სასჯელი, რვა წლით თავისუფლების აღკვეთა, უცვლელი დარჩა.

  • №388502009-06-179
    დაუშვებლობა (T5)

    კერძო საკასაციო საჩივრის დასაშვებობა

    მსჯავრდებული მოითხოვდა პატიმრობის ვადის დარღვევის გამო მორალური ზიანის ანაზღაურებასა და გათავისუფლებას. უზენაესმა სასამართლომ კერძო საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო, რადგან არ გამოვლინდა კანონით განსაზღვრული დასაშვებობის საფუძვლები. თავდაპირველი განაჩენით განსაზღვრული ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა ამ წარმოებაში არ გადასინჯულა.

  • №2კ-4-I-092009-06-178
    დაუშვებლობა (T5)

    კერძო საკასაციო საჩივრის დასაშვებობა

    უზენაესმა სასამართლომ განიხილა მსჯავრდებულის კერძო საკასაციო საჩივრის დასაშვებობა პატიმრობის ვადის დარღვევასთან დაკავშირებული მორალური ზიანის ანაზღაურებისა და გათავისუფლების მოთხოვნის საქმეზე. პალატამ საჩივარი დაუშვებლად ცნო, რადგან მან ვერ დააკმაყოფილა 1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნები. წინა ინსტანციების მიერ უცვლელად დატოვებული საბოლოო სასჯელი იყო თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; უზენაეს სასამართლოს მსჯავრდება და სასჯელი არსებითად არ განუხილავს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №97 · ძალაშია 4 იან. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 10 იან. 2006 – 1 იან. 2007 ტექსტი უცნობია

  2. 20 მარ. 1998 – 1 იან. 2006 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    680⁴ მუხლის ადრე ამოღებულ მე-10 პუნქტში დაწესდა განსასჯელის პატიმრობის 4-თვიანი ვადა (გაგრძელება 2 თვემდე) 2006 წლის 1 იანვრიდან 1 ივნისამდე, ხოლო დაემატა მე-11 პუნქტი 6-თვიანი ვადით (გაგრძელება 3 თვემდე) 1 ივნისიდან.

  2. · გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005

    680⁴ მუხლს დაემატა მე-10 პუნქტი, რომელიც შინაპატიმრობის მაქსიმალურ ვადას ბრალდებულის მიმართ 9 თვით ადგენს და ვადის გასვლის შემდეგ აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ან გაუქმებას ავალდებულებს.

  3. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2005

    680⁴ მუხლიდან ამოღებულია შინაპატიმრობასთან დაკავშირებული დროებითი წესები (პატიმრობის ვადაში ჩათვლა და 9-თვიანი ზღვარი), 166-ე მუხლის მითითება და შესაბამისად შეიცვალა მუხლის მოქმედების ფარგლების მითითება.

  4. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    შემოღებულია პატიმრობის ვადების გარდამავალი რეჟიმი 162-ე მუხლის ახალი ნაწილების ამოქმედებამდე.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
255062645162680⁶205174863964954680⁴
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სისხლის სა…სქესობრივი თავისუფლები…სისხლის სამართლის საერ…