საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 130. მტკიცებულებათა საპროცესო დამაგრება

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მტკიცებულების მნიშვნელობის მქონე ცნობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სისხლის სამართლის პროცესში, თუ ის საპროცესო წესით არის დამაგრებული, ესე იგი შეტანილია საგამოძიებო მოქმედების ან სასამართლო განხილვის ოქმში, რომელიც შედგენილია ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად. ნივთიერი მტკიცებულება უნდა აღიწეროს ოქმში და დაერთოს საქმეს სპეციალური განჩინებით (დადგენილებით). ექსპერტის მიერ დადგენილი ცნობის საპროცესო წესით დამაგრება ხდება ექსპერტის მიერ სათანადოდ შედგენილი დასკვნით. სასამართლო მოქმედების ოქმი და დოკუმენტი საქმეს უნდა დაერთოს სპეციალურად გამოტანილი დადგენილების გარეშე.

1¹.მხარეთა შუამდგომლობით, ექსპერტი უნდა დაკითხონ მხარეებმა სასამართლოში მის მიერ მიცემული წერილობითი დასკვნის თაობაზე. ამ შემთხვევაში წერილობითი დასკვნა მტკიცებულებით ძალას იძენს მხოლოდ ექსპერტის მიერ თავისი წერილობითი დასკვნის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადასტურების შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექსპერტი გარდაიცვალა, იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ ან მისი ადგილსამყოფელი უცნობია, ან თუ ამოწურულია მისი სასამართლოში წარმოდგენის ყველა შესაძლებლობა. მხოლოდ აღნიშნული დასკვნა არ შეიძლება საფუძვლად დაედოს განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

2.დამცველისა და პროცესის სხვა მონაწილის მიერ წარმოდგენილი საგანი ან მასალა მტკიცებულების მნიშვნელობას იძენს მას შემდეგ, რაც პროცესის მწარმოებელი ორგანო გამოიტანს განჩინებას (დადგენილებას) სისხლის სამართლის საქმეზე მისი დართვის შესახებ. ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს უარი უთხრას პროცესის მონაწილეს მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების საქმისათვის დართვაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პროცესის მწარმოებელი ორგანო ცნობს, რომ ეს მტკიცებულება არ განეკუთვნება საქმეს, ან როცა არ მიიჩნევს მას დასაშვებად. საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. მტკიცებულების მნიშვნელობის მქონე ცნობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სისხლის სამართლის პროცესში, თუ ის საპროცესო წესით არის დამაგრებული, ესე იგი შეტანილია საგამოძიებო მოქმედების ან სასამართლო განხილვის ოქმში, რომელიც შედგენილია ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად. ნივთიერი მტკიცებულება უნდა აღიწეროს ოქმში და დაერთოს საქმეს სპეციალური განჩინებით (დადგენილებით). ექსპერტის მიერ დადგენილი ცნობის საპროცესო წესით დამაგრება ხდება ექსპერტის მიერ სათანადოდ შედგენილი დასკვნით. სასამართლო მოქმედების ოქმი და დოკუმენტი საქმეს უნდა დაერთოს სპეციალურად გამოტანილი დადგენილების გარეშე. 1 1 . მხარეთა შუამდგომლობით, ექსპერტი უნდა დაკითხონ მხარეებმა სასამართლოში მის მიერ მიცემული წერილობითი დასკვნის თაობაზე. ამ შემთხვევაში წერილობითი დასკვნა მტკიცებულებით ძალას იძენს მხოლოდ ექსპერტის მიერ თავისი წერილობითი დასკვნის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადასტურების შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექსპერტი გარდაიცვალა, იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ ან მისი ადგილსამყოფელი უცნობია, ან თუ ამოწურულია მისი სასამართლოში წარმოდგენის ყველა შესაძლებლობა. მხოლოდ აღნიშნული დასკვნა არ შეიძლება საფუძვლად დაედოს განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. 2. დამცველისა და პროცესის სხვა მონაწილის მიერ წარმოდგენილი საგანი ან მასალა მტკიცებულების მნიშვნელობას იძენს მას შემდეგ, რაც პროცესის მწარმოებელი ორგანო გამოიტანს განჩინებას (დადგენილებას) სისხლის სამართლის საქმეზე მისი დართვის შესახებ. ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს უარი უთხრას პროცესის მონაწილეს მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების საქმისათვის დართვაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პროცესის მწარმოებელი ორგანო ცნობს, რომ ეს მტკიცებულება არ განეკუთვნება საქმეს, ან როცა არ მიიჩნევს მას დასაშვებად. საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    130-ე მუხლის 1¹ ნაწილი ეხება ექსპერტს ზოგადად და ითვალისწინებს გამონაკლისს ექსპერტის მიუწვდომლობისას, ასევე კრძალავს მხოლოდ ამ დასკვნაზე დაფუძნებულ გამამტყუნებელ განაჩენს.

  2. · გამოქვეყნდა 4 იან. 2006

    130-ე მუხლს დაემატა 1¹ ნაწილი, რომლის მიხედვით საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტის დასკვნა მტკიცებულებად იქცევა მხოლოდ სასამართლოში დაკითხვისას დადასტურების შემთხვევაში.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4123740158134225788182359259130
მნიშვნელობით ახლოსელექტრონული კომუნიკაცი…სამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის საერ…პერსონალურ მონაცემთა დ…