საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 160. აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების შერჩევის წესი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პროკურორს ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელს, რომელიც პირს წარუდგენს ბრალდებას და დაჰკითხავს, როგორც ბრალდებულს, შეუძლია ამ კოდექსის 140-ე მუხლის შესაბამისად მიმართოს მოსამართლეს შუამდგომლობით დაპატიმრების შესახებ ბრძანების გაცემის თაობაზე. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს მტკიცებულებებს, დაემუქრება პროცესის მონაწილეებს ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს, პროკურორი უფლებამოსილია დააკავოს ბრალდებული და დაკავებიდან 24 საათის განმავლობაში მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ. ბრალდებული, გამომძიებლის ან პროკურორის წერილობითი დავალებით, დაკავებულის ყოფნის ადგილის ადმინისტრაციას მიჰყავს მოსამართლესთან, რომელსაც წარედგინება აგრეთვე სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლი.

2.ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული შუამდგომლობა შეიძლება წარედგინოს მოსამართლეს პირის მიმალვის შემთხვევაშიც, თუ შეკრებილია დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი მტკიცებულებები და გამოტანილია დადგენილება ამ პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ასეთ შემთხვევაში დაპატიმრების შემდეგ ბრალდებული გამოძიების ადგილას მიყვანიდან არა უგვიანეს 48 საათისა უნდა წარედგინოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. ეს ვადა სტიქიური უბედურების ან სხვა დაუძლეველი ძალის არსებობისას, აგრეთვე ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების დროს, რაც დადასტურებულია სამედიცინო ცნობით, რომლის გამოც შეუძლებელია ბრალდებულის წარდგენა შესაბამის სასამართლოში, შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 15 დღისა, ხოლო ძებნილი ბრალდებულის უცხოეთში დაკავების შემთხვევაში საქართველოში გამოძიების ადგილზე მისი ჩამოყვანიდან არა უგვიანეს 48 საათისა იგი უნდა წარედგინოს შესაბამის მოსამართლეს. მოსამართლე ისმენს დაპატიმრებული ბრალდებულისა და მისი დამცველის, აგრეთვე პროკურორისა და იმ გამომძიებლის განმარტებებს, რომელმაც მოსამართლეს მიმართა შუამდგომლობით ბრალდებულის დაპატიმრების თაობაზე, რის შესახებაც დგება ოქმი. თუ დაპატიმრებულ ბრალდებულსა და მის დამცველს ბრალდებულისათვის დანიშნული აღკვეთის ღონისძიება მიაჩნიათ უკანონოდ ან დაუსაბუთებლად, მათ უფლება აქვთ, გაასაჩივრონ იგი ზემდგომ სასამართლოში ამ კოდექსით დადგენილი წესით. ბრალდებულსა და მის დამცველს აგრეთვე უფლება აქვთ, მოსამართლეს მიმართონ შუამდგომლობით დაპატიმრების უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის თაობაზე. ასეთ შუამდგომლობას მოსამართლე განიხილავს და გადაწყვეტს ამ კოდექსის 140-ე მუხლით დადგენილი წესით.

3.შუამდგომლობის შინაარსი, მისი განხილვისა და დაპატიმრების შესახებ ბრძანების გაცემის წესი განსაზღვრულია 140-ე მუხლით.

4.დაპატიმრების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება (დადგენილება) როგორც წესი შეიძლება გამოტანილ იქნეს მხოლოდ განსასჯელის დაკითხვისა და იმ მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ (გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირი თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას ან იმყოფება მიმალვაში), რომლებიც გავლენას ახდენენ აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტაზე, აგრეთვე მხარეთა აზრის მოსმენის შემდეგ.

5.თუ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ პირი მიმალვაშია, გამომძიებელს მის დაუსწრებლად გამოაქვს დადგენილება პირის ეჭვმიტანილად ცნობისა და დაკავების შესახებ, ხოლო ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა და ბრალდების წაყენების შემდეგ უფლება აქვს, პროკურორის თანხმობით სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ.

6.აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლისა და გაუქმების საკითხები განიხილება ღია სასამართლო სხდომაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს სასამართლო სხდომის დახურვის ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები ან სხდომის დახურვა აუცილებელია წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 16 სექტემბრის კანონი №1904 - სსმ I, №43, 07.10.2005წ., მუხ.305 საქართველოს 2005 წლის 9 ნოემბრის კანონი №2020 - სსმ I, №48, 29.11.2005წ., მუხ.317 საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2356 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.440 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. პროკურორს ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელს, რომელიც პირს წარუდგენს ბრალდებას და დაჰკითხავს, როგორც ბრალდებულს, შეუძლია ამ კოდექსის 140-ე მუხლის შესაბამისად მიმართოს მოსამართლეს შუამდგომლობით დაპატიმრების შესახებ ბრძანების გაცემის თაობაზე. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს მტკიცებულებებს, დაემუქრება პროცესის მონაწილეებს ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს, პროკურორი უფლებამოსილია დააკავოს ბრალდებული და დაკავებიდან 24 საათის განმავლობაში მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ. ბრალდებული, გამომძიებლის ან პროკურორის წერილობითი დავალებით, დაკავებულის ყოფნის ადგილის ადმინისტრაციას მიჰყავს მოსამართლესთან, რომელსაც წარედგინება აგრეთვე სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლი. 2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული შუამდგომლობა შეიძლება წარედგინოს მოსამართლეს პირის მიმალვის შემთხვევაშიც, თუ შეკრებილია დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი მტკიცებულებები და გამოტანილია დადგენილება ამ პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ასეთ შემთხვევაში დაპატიმრების შემდეგ ბრალდებული გამოძიების ადგილას მიყვანიდან არა უგვიანეს 48 საათისა უნდა წარედგინოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. ეს ვადა სტიქიური უბედურების ან სხვა დაუძლეველი ძალის არსებობისას, აგრეთვე ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების დროს, რაც დადასტურებულია სამედიცინო ცნობით, რომლის გამოც შეუძლებელია ბრალდებულის წარდგენა შესაბამის სასამართლოში, შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 15 დღისა, ხოლო ძებნილი ბრალდებულის უცხოეთში დაკავების შემთხვევაში საქართველოში გამოძიების ადგილზე მისი ჩამოყვანიდან არა უგვიანეს 48 საათისა იგი უნდა წარედგინოს შესაბამის მოსამართლეს. მოსამართლე ისმენს დაპატიმრებული ბრალდებულისა და მისი დამცველის, აგრეთვე პროკურორისა და იმ გამომძიებლის განმარტებებს, რომელმაც მოსამართლეს მიმართა შუამდგომლობით ბრალდებულის დაპატიმრების თაობაზე, რის შესახებაც დგება ოქმი. თუ დაპატიმრებულ ბრალდებულსა და მის დამცველს ბრალდებულისათვის დანიშნული აღკვეთის ღონისძიება მიაჩნიათ უკანონოდ ან დაუსაბუთებლად, მათ უფლება აქვთ, გაასაჩივრონ იგი ზემდგომ სასამართლოში ამ კოდექსით დადგენილი წესით. ბრალდებულსა და მის დამცველს აგრეთვე უფლება აქვთ, მოსამართლეს მიმართონ შუამდგომლობით დაპატიმრების უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის თაობაზე. ასეთ შუამდგომლობას მოსამართლე განიხილავს და გადაწყვეტს ამ კოდექსის 140-ე მუხლით დადგენილი წესით. 3. შუამდგომლობის შინაარსი, მისი განხილვისა და დაპატიმრების შესახებ ბრძანების გაცემის წესი განსაზღვრულია 140-ე მუხლით. 4. დაპატიმრების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება (დადგენილება) როგორც წესი შეიძლება გამოტანილ იქნეს მხოლოდ განსასჯელის დაკითხვისა და იმ მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ (გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირი თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას ან იმყოფება მიმალვაში), რომლებიც გავლენას ახდენენ აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტაზე, აგრეთვე მხარეთა აზრის მოსმენის შემდეგ. 5. თუ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ პირი მიმალვაშია, გამომძიებელს მის დაუსწრებლად გამოაქვს დადგენილება პირის ეჭვმიტანილად ცნობისა და დაკავების შესახებ, ხოლო ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა და ბრალდების წაყენების შემდეგ უფლება აქვს, პროკურორის თანხმობით სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ. 6. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლისა და გაუქმების საკითხები განიხილება ღია სასამართლო სხდომაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს სასამართლო სხდომის დახურვის ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები ან სხდომის დახურვა აუცილებელია წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 16 სექტემბრის კანონი №1904 - სსმ I, №43, 07.10.2005წ., მუხ.305 საქართველოს 2005 წლის 9 ნოემბრის კანონი №2020 - სსმ I, №48, 29.11.2005წ., მუხ.317 საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2356 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.440 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №71 · ძალაშია 17 იან. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 21 ოქტ. 2005 – 1 იან. 2006 ტექსტი უცნობია

  2. 1 ივნ. 2000 – 15 მაი. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 10

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 3 იან. 2007

    მე-5 პუნქტში „მისი“ შეიცვალა „პირის“-ით, ხოლო სიტყვები „სასამართლოს მიმართოს“ გადატანილია პროკურორის თანხმობის შემდეგ და ამოღებულია „შუამდგომლობით“-ის შემდეგ.

  2. · გამოქვეყნდა 29 დეკ. 2005

    160-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებში თანამდებობის პირისა და რეკეტირის გვერდით დაემატა ქურდული სამყაროს წევრი. მე-5 პუნქტში გარდა ამისა, „და“ შეიცვალა „მაგრამ“-ით და „წარდგენის“ — „წაყენების“-ით.

  3. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    160-ე მუხლს დაემატა მე-6 პუნქტი, რომელიც აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლისა და გაუქმების საკითხების განხილვას ღია სასამართლო სხდომაზე ადგენს, კოდექსით გათვალისწინებული დახურვის საფუძვლების გარდა.

  4. 160-ე მუხლის პირველ ნაწილში ამოღებულია დაკავება „არა უმეტეს 24 საათით“ მოსამართლის გადაწყვეტილებამდე და მის ნაცვლად დაემატა პროკურორის უფლება, დააკავოს ბრალდებული და დაკავებიდან 24 საათში მიმართოს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით; დანარჩენი ცვლილებები ტექსტობრივია.

  5. · გამოქვეყნდა 7 ოქტ. 2005

    მე-6 ნაწილში აღკვეთის ღონისძიების განხილვის დახურვის საფუძვლებს დაემატა სხდომის დახურვის აუცილებლობა წესრიგის დაცვის უზრუნველსაყოფად.

  6. · გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999

    160-ე მუხლში ოქმთან დაკავშირებული ფორმულირება შეიცვალა: ოქმს მოსამართლე აღარ „ადგენს“, არამედ „დგება“.

  7. · გამოქვეყნდა 9 ივლ. 2004

    160-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებში დაპატიმრებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული წესები რეკეტირზეც გავრცელდა; ორი შეცვლა მხოლოდ სტილისტურია.

  8. · გამოქვეყნდა 9 მარ. 2004

    160-ე მუხლის მე-2 ნაწილში შესწორდა სამი სიტყვიერი ფორმულირება და დაემატა თანამდებობის პირის დაპატიმრების წესის გამოყენების პირობა (გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე), ხოლო ახალი მე-5 ნაწილი ეხება მძიმედ ავადმყოფი თანამდებობის პირის დაუსწრებლად ეჭვმიტანილად ცნობასა და დაკავებას.

  9. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    160-ე მუხლში დაკავება შეზღუდულია 24 საათით, 48-საათიანი ვადის დათვლა დაკავშირებულია გამოძიების ადგილას მიყვანასთან, ხოლო მე-4 ნაწილის წესს დაემატა „როგორც წესი“ და გამონაკლისი მიმალული ან გამოუცხადებელი პირისთვის.

  10. 160-ე მუხლის მე-2 ნაწილში მიმალული ბრალდებულის დაპატიმრების შემდეგ მოსამართლესთან წარდგენის წესი ჩამოყალიბდა 48-საათიანი ვადით, 15-დღიანი გაგრძელების საფუძვლებით, მოსმენის ოქმითა და გასაჩივრების ან შეცვლის შუამდგომლობის უფლებით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ელვინ შეირიევი

ელვინ შეირიევი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლაშა სტურუა

ლაშა სტურუა

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სულხან კომახიძე

სულხან კომახიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2321³⁷2471401961742063034²3954448160
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის საერ…ხელშეკრულება საქართველ…არასრულწლოვანთა მართლმ…პროკურატურის შესახებ