საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 193. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შუამდგომლობა და მისი განხილვის წესი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ არსებობს ამ კოდექსის 190-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი ქონებაზე ყადაღის დადებისათვის, პროკურორი ან მისი თანხმობით გამომძიებელი ადგენს, სად და ვის ხელშია ეს ქონება. ამ მიზნით შეიძლება ჩატარდეს საჭირო საგამოძიებო მოქმედება ბანკში, ლომბარდში, შემნახველ საკანში, საფოსტო და სხვა დაწესებულებებში ან საცავში ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და საგნების აღმოსაჩენად.

2.პროკურორი ან მისი თანხმობით გამომძიებელი ამ კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესით ადგენს და სასამართლოს უგზავნის დასაბუთებულ შუამდგომლობას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს მოსამართლის ბრძანების მისაღებად საჭირო მონაცემები.

3.შუამდგომლობას განიხილავს მოსამართლე ამ კოდექსის 140-ე მუხლით დადგენილი წესით. მოსამართლე უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თუ არსებობს ამ კოდექსის 190-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი ქონებაზე ყადაღის დადებისათვის, პროკურორი ან მისი თანხმობით გამომძიებელი ადგენს, სად და ვის ხელშია ეს ქონება. ამ მიზნით შეიძლება ჩატარდეს საჭირო საგამოძიებო მოქმედება ბანკში, ლომბარდში, შემნახველ საკანში, საფოსტო და სხვა დაწესებულებებში ან საცავში ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და საგნების აღმოსაჩენად. 2. პროკურორი ან მისი თანხმობით გამომძიებელი ამ კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესით ადგენს და სასამართლოს უგზავნის დასაბუთებულ შუამდგომლობას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს მოსამართლის ბრძანების მისაღებად საჭირო მონაცემები. 3. შუამდგომლობას განიხილავს მოსამართლე ამ კოდექსის 140-ე მუხლით დადგენილი წესით. მოსამართლე უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    193-ე მუხლს დაემატა დებულება, რომლითაც მოსამართლეს შეუძლია შუამდგომლობა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს.

  2. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    193-ე მუხლის მე-2 პუნქტში შუამდგომლობა სასამართლოს ეგზავნება („წარუდგენს“-ის ნაცვლად „უგზავნის“), მონაცემთა აღნიშვნის ფორმულირება შეიცვალა და ამოღებულია მომკვლევის შუამდგომლობის პროკურორის მიერ სანქციონირების მოთხოვნა. მე-3 პუნქტში 140-ე მუხლი დაკონკრეტდა როგორც „ამ კოდექსის“ მუხლი.

  3. 193-ე მუხლის პირველ პუნქტში ყადაღის საფუძველი დაუკავშირდა 190-ე მუხლს; მე-2 პუნქტში შუამდგომლობა სასამართლოს „წარედგინება“ და მომკვლევის შუამდგომლობას პროკურორის სანქცია სჭირდება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21²³408556356¹⁰356⁴14019015415715556²241242193
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საგადასახა…სააღსრულებო წარმოებათა…სისხლის სამართლის სფერ…