საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 16. სისხლის სამართლის პროცესის საქვეყნოობა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სისხლის სამართლის საქმის განხილვა ყველა სასამართლოში ღიაა.

2.სასამართლოს შენობაში, ასევე სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა ხორციელდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით.

3.(ამოღებულია).

4.საქმის განხილვისას სასამართლოს (მოსამართლის) განჩინებით (დადგენილებით) შეიძლება ჩატარდეს მთლიანად ან ნაწილობრივ დახურული სასამართლო სხდომა: სახელმწიფო, სამსახურებრივი ან კომერციული საიდუმლოების დაცვის მიზნით; პირადი მიმოწერის და სატელეგრაფო შეტყობინების სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებისას, თუ ამაზე თანახმა არ არის პირი; ბრალდებულის სამართალში მიცემისას. მთლიანად ან ნაწილობრივ დახურულ სასამართლო სხდომაზე მხარის მოთხოვნით აგრეთვე განიხილება: არასრულწლოვნის დანაშაულის საქმე, სქესობრივი დანაშაულის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის და სხვა კატეგორიის საქმეები, რათა არ გახმაურდეს ცნობები საქმეში მონაწილე პირის ინტიმური ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შესახებ, როდესაც ამას მოითხოვს პროცესის მონაწილისა და მისი ოჯახის წევრების ან ახლო ნათესავების პირადი უსაფრთხოების დაცვა.

5.დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილება აგრეთვე საგამოძიებო ორგანოების წარდგინება (შუამდგომლობა) სასამართლო ბრძანებისა და დადგენილების გამოთხოვის შესახებ (გარდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შემთხვევისა).

6.დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა წარმოებს ყველა საპროცესო წესის დაცვით.

7.სასამართლო განაჩენი, განჩინება, დადგენილება ყველა შემთხვევაში საქვეყნოდ ცხადდება.

8.წინასწარი გამოძიების მასალების გახმაურების საკითხს წყვეტს გამომძიებელი ან პროკურორი უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვით.

9.16 წელს მიუღწეველი პირი სასამართლო სხდომის დარბაზში არ დაიშვება.

10.შეიარაღებული პირი სასამართლო სხდომის დარბაზში დაიშვება მხოლოდ სასამართლო სხდომის თავმჯდომარის ნებართვით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2006 წლის 20 ივნისის კანონი №3310 - სსმ I, №25, 13.07.2006წ., მუხ.197 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5289 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.329

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სისხლის სამართლის საქმის განხილვა ყველა სასამართლოში ღიაა. 2. სასამართლოს შენობაში, ასევე სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა ხორციელდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით. 3. (ამოღებულია). 4. საქმის განხილვისას სასამართლოს (მოსამართლის) განჩინებით (დადგენილებით) შეიძლება ჩატარდეს მთლიანად ან ნაწილობრივ დახურული სასამართლო სხდომა: სახელმწიფო, სამსახურებრივი ან კომერციული საიდუმლოების დაცვის მიზნით; პირადი მიმოწერის და სატელეგრაფო შეტყობინების სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებისას, თუ ამაზე თანახმა არ არის პირი; ბრალდებულის სამართალში მიცემისას. მთლიანად ან ნაწილობრივ დახურულ სასამართლო სხდომაზე მხარის მოთხოვნით აგრეთვე განიხილება: არასრულწლოვნის დანაშაულის საქმე, სქესობრივი დანაშაულის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის და სხვა კატეგორიის საქმეები, რათა არ გახმაურდეს ცნობები საქმეში მონაწილე პირის ინტიმური ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შესახებ, როდესაც ამას მოითხოვს პროცესის მონაწილისა და მისი ოჯახის წევრების ან ახლო ნათესავების პირადი უსაფრთხოების დაცვა. 5. დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილება აგრეთვე საგამოძიებო ორგანოების წარდგინება (შუამდგომლობა) სასამართლო ბრძანებისა და დადგენილების გამოთხოვის შესახებ (გარდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შემთხვევისა). 6. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა წარმოებს ყველა საპროცესო წესის დაცვით. 7. სასამართლო განაჩენი, განჩინება, დადგენილება ყველა შემთხვევაში საქვეყნოდ ცხადდება. 8. წინასწარი გამოძიების მასალების გახმაურების საკითხს წყვეტს გამომძიებელი ან პროკურორი უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვით. 9. 16 წელს მიუღწეველი პირი სასამართლო სხდომის დარბაზში არ დაიშვება. 10. შეიარაღებული პირი სასამართლო სხდომის დარბაზში დაიშვება მხოლოდ სასამართლო სხდომის თავმჯდომარის ნებართვით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2006 წლის 20 ივნისის კანონი №3310 - სსმ I, №25, 13.07.2006წ., მუხ.197 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5289 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.329

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №82 · ძალაშია 10 აგვ. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 10 იან. 2006 – 1 იან. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 12

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 27 ივლ. 2007

    მე-2 პუნქტში გადაღებისა და ჩაწერის წესი გადაეცა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონს, ხოლო მე-3 პუნქტი მედიის მიერ პროცესის გაშუქების შესახებ ამოღებულია.

  2. · გამოქვეყნდა 18 ივლ. 2007

    მე-5 ნაწილის დახურული სხდომის საკითხთა ჩამონათვალიდან ამოღებულია სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების საკითხი.

  3. · გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005

    მე-4 ნაწილში ტერმინი „ბრალდებული“ შეიცვალა „განსასჯელით“ და დაზუსტდა „დახურული სასამართლო სხდომა“; მე-5 ნაწილში დახურული სხდომით განხილვას აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შემთხვევა გამოაკლდა.

  4. · გამოქვეყნდა 13 ივლ. 2006

    მე-16 მუხლის მე-4 ნაწილში მხარის მოთხოვნით დახურულ სხდომაზე განსახილველ საქმეთა ჩამონათვალს დაემატა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაული; „განსასჯელი“ შეიცვალა „ბრალდებულით“, დანარჩენი ცვლილებები სტილისტურია.

  5. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2005

    მე-16 მუხლის მე-2 ნაწილში გადაღების, ჩაწერისა და ტრანსლაციის წესს და შეზღუდვის მიზანშეწონილობას ახლა სასამართლო განსაზღვრავს, ხოლო გადაღების შეჩერება ან აკრძალვა მხოლოდ სასამართლოს დადგენილი წესის დარღვევისას შეიძლება.

  6. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    მე-8 პუნქტიდან ამოღებულია მოკვლევის მასალები; გამომძიებელი ან პროკურორი გახმაურების საკითხს წყვეტს მხოლოდ წინასწარი გამოძიების მასალებზე.

  7. · გამოქვეყნდა 15 ივლ. 2003

    მე-2 ნაწილში 16 წლამდე პირის ნაცვლად დახურულ სხდომაზე განიხილება არასრულწლოვნის დანაშაულის საქმე; დანარჩენი ცვლილებები მრავლობით ფორმებს ეხება.

  8. · გამოქვეყნდა 30 მაი. 2000

    მე-16 მუხლის პირველი ნაწილის განმარტებიდან ამოღებულია „სხვადასხვა“ მუხლი.

  9. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება ამოღებულია მე-4 პუნქტის დახურული სხდომის საფუძვლებიდან და დაემატა მე-5 პუნქტს, რომლის მიხედვითაც დახურულ სხდომაზე განიხილება ამ ღონისძიების გამოყენების საკითხი.

  10. მე-16 მუხლის მე-4 ნაწილში გაფართოვდა დახურული სასამართლო სხდომის საფუძვლები და გამოიყო სხდომები განჩინებით და მხარის მოთხოვნით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
102891140642565572710182121313¹1616
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საერთო სასამართლოების …საქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს ზოგადი ადმ…