საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 163. პატიმრობის ვადის გაგრძელების წესი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბრალდებულის პატიმრობის კანონით დადგენილი ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 5 დღისა პროკურორი ვალდებულია შესაბამის მოსამართლეს წარუდგინოს სისხლის სამართლის საქმე და პროკურორის დასაბუთებული შუამდგომლობა. შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს გამოძიების გაჭიანურების მიზეზები, გარემოებანი, რომელთა შემოწმებაც საჭიროა, და მოთხოვნილი ვადა.

2.შუამდგომლობა განიხილება მისი მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, სასამართლო სხდომაზე, პროკურორის, ბრალდებულის ან მისი დამცველისა და კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით, ამ კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესების დაცვით.

3.შუადგომლობის განხილვის შედეგად მოსამართლეს უფლება აქვს მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) გასცეს ბრძანება პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ; ბ) უარყოს შუამდგომლობა, გაათავისუფლოს ბრალდებული და აღკვეთის ღონისძიება შეუცვალოს ნაკლებად მკაცრი ღონისძიებით, ანდა გააუქმოს აღკვეთის ღონისძიება.

4.სასამართლო ბრძანება (დადგენილება) პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს. მოსამართლე იმავე დღეს ატყობინებს საპატიმრო ადგილის ადმინისტრაციას გაცემული ბრძანების (დადგენილების) შესახებ. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ბრალდებულის პატიმრობის კანონით დადგენილი ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 5 დღისა პროკურორი ვალდებულია შესაბამის მოსამართლეს წარუდგინოს სისხლის სამართლის საქმე და პროკურორის დასაბუთებული შუამდგომლობა. შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს გამოძიების გაჭიანურების მიზეზები, გარემოებანი, რომელთა შემოწმებაც საჭიროა, და მოთხოვნილი ვადა. 2. შუამდგომლობა განიხილება მისი მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, სასამართლო სხდომაზე, პროკურორის, ბრალდებულის ან მისი დამცველისა და კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით, ამ კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესების დაცვით. 3. შუადგომლობის განხილვის შედეგად მოსამართლეს უფლება აქვს მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) გასცეს ბრძანება პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ; ბ) უარყოს შუამდგომლობა, გაათავისუფლოს ბრალდებული და აღკვეთის ღონისძიება შეუცვალოს ნაკლებად მკაცრი ღონისძიებით, ანდა გააუქმოს აღკვეთის ღონისძიება. 4. სასამართლო ბრძანება (დადგენილება) პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს. მოსამართლე იმავე დღეს ატყობინებს საპატიმრო ადგილის ადმინისტრაციას გაცემული ბრძანების (დადგენილების) შესახებ. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    163-ე მუხლის პირველ ნაწილში პატიმრობის ვადის გაგრძელების შუამდგომლობა გამომძიებლის ნაცვლად პროკურორის შუამდგომლობაა, ხოლო ვადა აღინიშნება როგორც მოთხოვნილი ვადა.

  2. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    163-ე მუხლის მე-2 ნაწილში შუამდგომლობა განიხილება სასამართლო სხდომაზე, დახურულობის მითითების გარეშე; 140-ე მუხლზე მითითება დაზუსტდა სიტყვებით „ამ კოდექსის“.

  3. პირველ პუნქტში პროკურორი საქმეს წარუდგენს „შესაბამის“ მოსამართლეს და გამოძიების ადგილის მითითება ამოღებულია; მე-4 პუნქტში პატიმრობის შეცვლის ან გაუქმების აქტად ბრძანებასთან ერთად დადგენილებაც დასახელდა.

  4. 163-ე მუხლიდან ამოღებულია მე-5 ნაწილი, რომელიც რევიზიის წესით გაუქმებისას პატიმრობის გაგრძელების შუამდგომლობის სუბიექტებს განსაზღვრავდა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
242573¹21¹²³205206196644144891163
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის საერ…არასრულწლოვანთა მართლმ…პენიტენციური კოდექსიამნისტიის შესახებსაქართველოს სისხლის სა…