1.წინასწარი გამოძიების სტადიაზე სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში ბრალდებული პატიმრობიდან თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის დღეს.
2.გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას განსასჯელი პატიმრობიდან თავისუფლდება დაუყოვნებლივ სასამართლოს დარბაზში.
3.სასამართლოს მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან ისეთი სასჯელის დანიშვნის დროს, რომელიც დაკავშირებული არ არის თავისუფლების აღკვეთასთან, განსასჯელი პატიმრობიდან თავისუფლდება დაუყოვნებლივ სასამართლო დარბაზიდან, ხოლო თუ იგი სასამართლო სხდომაში არ მონაწილეობდა, – არა უგვიანეს იმ დღისა, როცა საპატიმრო ადგილის ადმინისტრაცია მიიღებს ოფიციალურ ცნობას პატიმრობიდან პირის გათავისუფლების შესახებ.
4.სასამართლო საპატიმრო ადგილის ადმინისტრაციას უგზავნის განაჩენს, დადგენილებას ან განჩინებას, რომლითაც შეიცვალა ან გაუქმდა პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიება.
5.პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების თაობაზე ოფიციალურად დამოწმებული შეტყობინება, რომელიც კავშირგაბმულობის ტექნიკური საშუალებით გადაიცა, სასამართლო განაჩენის, დადგენილების ან განჩინების მიღებამდე განთავისუფლების საფუძველია.
6.პროკურორის დადგენილებით და ბრალდებულის თანხმობით, შესაძლებელია ბრალდებულის დროებითი გამოყვანა საპატიმრო ადგილიდან მის მიერ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად. ბრალდებულს საგამოძიებო მოქმედების დასრულებისთანავე, დაუყოვნებლივ აბრუნებენ საპატიმრო ადგილას.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. წინასწარი გამოძიების სტადიაზე სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში ბრალდებული პატიმრობიდან თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის დღეს.2. გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას განსასჯელი პატიმრობიდან თავისუფლდება დაუყოვნებლივ სასამართლოს დარბაზში.3. სასამართლოს მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან ისეთი სასჯელის დანიშვნის დროს, რომელიც დაკავშირებული არ არის თავისუფლების აღკვეთასთან, განსასჯელი პატიმრობიდან თავისუფლდება დაუყოვნებლივ სასამართლო დარბაზიდან, ხოლო თუ იგი სასამართლო სხდომაში არ მონაწილეობდა, – არა უგვიანეს იმ დღისა, როცა საპატიმრო ადგილის ადმინისტრაცია მიიღებს ოფიციალურ ცნობას პატიმრობიდან პირის გათავისუფლების შესახებ.4. სასამართლო საპატიმრო ადგილის ადმინისტრაციას უგზავნის განაჩენს, დადგენილებას ან განჩინებას, რომლითაც შეიცვალა ან გაუქმდა პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიება.5. პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების თაობაზე ოფიციალურად დამოწმებული შეტყობინება, რომელიც კავშირგაბმულობის ტექნიკური საშუალებით გადაიცა, სასამართლო განაჩენის, დადგენილების ან განჩინების მიღებამდე განთავისუფლების საფუძველია.6. პროკურორის დადგენილებით და ბრალდებულის თანხმობით, შესაძლებელია ბრალდებულის დროებითი გამოყვანა საპატიმრო ადგილიდან მის მიერ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად. ბრალდებულს საგამოძიებო მოქმედების დასრულებისთანავე, დაუყოვნებლივ აბრუნებენ საპატიმრო ადგილას.საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2007-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2006
164-ე მუხლს დაემატა მე-6 ნაწილი ბრალდებულის დროებითი გამოყვანის შესახებ პროკურორის დადგენილებითა და ბრალდებულის თანხმობით.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
164-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებში საქმის შეწყვეტა შეიცვალა სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტით; მე-3 ნაწილში განსასჯელი თავისუფლდება სასამართლო დარბაზიდან.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის საერ…საქართველოს სისხლის სა…პენიტენციური კოდექსიარასრულწლოვანთა მართლმ…ამნისტიის შესახებ