საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 33. სამოქალაქო სარჩელის წარდგენა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ პირს მიაჩნია, რომ ზიანი მიადგა დანაშაულის შედეგად, მას უფლება აქვს წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე საბრალდებო დასკვნის შედგენამდე.

2.თუ გარდაიცვალა პირი, რომელსაც ზიანი მიადგა დანაშაულის შედეგად, სამოქალაქო სარჩელის წარდგენისა და დაცვის უფლება გადადის გარდაცვლილის მემკვიდრეებზე, ხოლო იურიდიული პირის რეორგანიზაციის შემთხვევაში, რომელსაც ზიანი მიადგა დანაშაულის შედეგად, ეს უფლება ეკუთვნის მის უფლებამონაცვლეს.

3.ფიზიკურმა პირმა სამოქალაქო სარჩელი შეიძლება განაცხადოს ზეპირი ფორმითაც, რაც ოქმში უნდა იქნეს შეტანილი.

4.თუ თანამდებობის პირს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 1 , 144 2 ან 144 3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და იგი მიიმალა ან მისი ადგილსამყოფელი დაუდგენელია, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი შეიძლება წარედგინოს სახელმწიფოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

5.სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო ბაჟით არ იბეგრება.

6.პირს, რომელსაც არ წარუდგენია სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის საქმეზე, ასევე პირს, რომლის სარჩელიც განუხილველი დარჩა, უფლება აქვს წარადგინოს იგი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

7.სამოქალაქო სამართალწარმოების წესით წარდგენილ სარჩელზე უარის მიღება მოსარჩელეს უფლებას ართმევს განმეორებით წარადგინოს იგივე სარჩელი სისხლის სამართლის საქმეზე.

8.სისხლის სამართლის საქმეზე სარჩელის უარყოფის შემთხვევაში აღარ შეიძლება მისი წარდგენა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი № 4207 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.405 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თუ პირს მიაჩნია, რომ ზიანი მიადგა დანაშაულის შედეგად, მას უფლება აქვს წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე საბრალდებო დასკვნის შედგენამდე. 2. თუ გარდაიცვალა პირი, რომელსაც ზიანი მიადგა დანაშაულის შედეგად, სამოქალაქო სარჩელის წარდგენისა და დაცვის უფლება გადადის გარდაცვლილის მემკვიდრეებზე, ხოლო იურიდიული პირის რეორგანიზაციის შემთხვევაში, რომელსაც ზიანი მიადგა დანაშაულის შედეგად, ეს უფლება ეკუთვნის მის უფლებამონაცვლეს. 3. ფიზიკურმა პირმა სამოქალაქო სარჩელი შეიძლება განაცხადოს ზეპირი ფორმითაც, რაც ოქმში უნდა იქნეს შეტანილი. 4. თუ თანამდებობის პირს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 1 , 144 2 ან 144 3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და იგი მიიმალა ან მისი ადგილსამყოფელი დაუდგენელია, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი შეიძლება წარედგინოს სახელმწიფოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. 5. სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო ბაჟით არ იბეგრება. 6. პირს, რომელსაც არ წარუდგენია სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის საქმეზე, ასევე პირს, რომლის სარჩელიც განუხილველი დარჩა, უფლება აქვს წარადგინოს იგი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. 7. სამოქალაქო სამართალწარმოების წესით წარდგენილ სარჩელზე უარის მიღება მოსარჩელეს უფლებას ართმევს განმეორებით წარადგინოს იგივე სარჩელი სისხლის სამართლის საქმეზე. 8. სისხლის სამართლის საქმეზე სარჩელის უარყოფის შემთხვევაში აღარ შეიძლება მისი წარდგენა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი № 4207 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.405 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №79 · ძალაშია 1 აგვ. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 ივლ. 2007

    33-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში ამოღებულია მითითებები სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების საქმეზე პირის ქმედებით მიყენებულ ზიანზე და ამ ღონისძიების დადგენილებაზე; სარჩელი უკავშირდება მხოლოდ დანაშაულს და საბრალდებო დასკვნას.

  2. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2006

    33-ე მუხლის მე-4 ნაწილი ახლებურად ჩამოყალიბდა: სახელმწიფოს მიმართ სარჩელი გათვალისწინებულია მხოლოდ სსკ-ის 144¹, 144² ან 144³ მუხლით ბრალდებული მიმალული ან ადგილსამყოფელდაუდგენელი თანამდებობის პირის შემთხვევაში.

  3. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    პირველ პუნქტში დაზუსტდა ზიანის წყარო („სხვა“ მართლსაწინააღმდეგო ქმედება), ხოლო სამოქალაქო სარჩელის წარდგენის ზღვარი გადავიდა საბრალდებო დასკვნის ან სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების თაობაზე დადგენილების შედგენამდე.

  4. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    33-ე მუხლის მე-4 ნაწილში შეჩერების ობიექტად საქმის წარმოების ნაცვლად დასახელდა სისხლისსამართლებრივი დევნა.

  5. · გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
144³24226¹309¹⁷1771521785319592571010333
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საკონსტიტუ…პენიტენციური კოდექსი