საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 223. უკანონო ან დაუსაბუთებელი საპროცესო მოქმედების შედეგად რეაბილიტირებულისა და დაზარალებულისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.რეაბილიტირებულისათვის უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანი სრული მოცულობით ანაზღაურდება.

2.უნდა ანაზღაურდეს: ა) ხელფასი ან სხვა შემოსავალი, რომელიც სარეაბილიტაციო პირს მოაკლდა, მათ შორის, ანაცდენი სარგებელი; ბ) პენსია, დახმარება, – თუ მათი გადახდა შეჩერებული იყო; გ) ფული, ფულადი ანაბრები და მათი პროცენტები, ობლიგაციები და მათი წილხვედრი მოგება, სხვა ფასიანი ქაღალდები და მათზე მიღებული შემოსავალი; დ) სასამართლო განაჩენის ან სხვა გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი ნივთებისა და სხვა ქონების ღირებულება; ე) სასამართლო განაჩენის ან სხვა გადაწყვეტილების საფუძველზე გადახდევინებული ჯარიმები და სასამართლო ხარჯები; ვ) თანხა, რომელიც გადახდა მსჯავრდებულს დანიშვნით დაცვის განხორციელებისათვის; ზ) ადვოკატისათვის გადახდილი ჰონორარი შეთანხმებით დაცვის განხორციელებისათვის; თ) სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები.

3.იმ პირის გარდაცვალებისას, რომელსაც ზიანი მიადგა, ზიანის ანაზღაურების უფლება გადადის მის მემკვიდრეებზე.

4.დასაბრუნებელი ფულისა და ნივთების ღირებულების ინდექსაცია ხდება გადახდის დღეს არსებული საშუალო-საბაზრო ფასებით, ინფლაციის გათვალისწინებით.

5.ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ ზიანს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურებენ საფინანსო ორგანოები, ხოლო იმავე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ზიანს – სოციალური უზრუნველყოფის ორგანოები.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. რეაბილიტირებულისათვის უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანი სრული მოცულობით ანაზღაურდება. 2. უნდა ანაზღაურდეს: ა) ხელფასი ან სხვა შემოსავალი, რომელიც სარეაბილიტაციო პირს მოაკლდა, მათ შორის, ანაცდენი სარგებელი; ბ) პენსია, დახმარება, – თუ მათი გადახდა შეჩერებული იყო; გ) ფული, ფულადი ანაბრები და მათი პროცენტები, ობლიგაციები და მათი წილხვედრი მოგება, სხვა ფასიანი ქაღალდები და მათზე მიღებული შემოსავალი; დ) სასამართლო განაჩენის ან სხვა გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი ნივთებისა და სხვა ქონების ღირებულება; ე) სასამართლო განაჩენის ან სხვა გადაწყვეტილების საფუძველზე გადახდევინებული ჯარიმები და სასამართლო ხარჯები; ვ) თანხა, რომელიც გადახდა მსჯავრდებულს დანიშვნით დაცვის განხორციელებისათვის; ზ) ადვოკატისათვის გადახდილი ჰონორარი შეთანხმებით დაცვის განხორციელებისათვის; თ) სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები. 3. იმ პირის გარდაცვალებისას, რომელსაც ზიანი მიადგა, ზიანის ანაზღაურების უფლება გადადის მის მემკვიდრეებზე. 4. დასაბრუნებელი ფულისა და ნივთების ღირებულების ინდექსაცია ხდება გადახდის დღეს არსებული საშუალო-საბაზრო ფასებით, ინფლაციის გათვალისწინებით. 5. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ ზიანს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურებენ საფინანსო ორგანოები, ხოლო იმავე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ზიანს – სოციალური უზრუნველყოფის ორგანოები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 1 აგვ. 1998-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1990¹²154040¹309¹⁷40841141318892979223
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის საერ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ტერიტორიაზ…