Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 158²

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 158². ქონების მიზნობრივი განკარგვის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობა და მისი განხილვის წესი

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:უძრავი ქონების აუქციონისარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.თუ პროკურორი და ქონების მესაკუთრე, მისი ადვოკატი ქონების მიზნობრივ განკარგვაზე შეთანხმდებიან, პროკურორი გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართავს წერილობითი შუამდგომლობით ქონების მიზნობრივი განკარგვის თაობაზე.

2.პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის ქონების მესაკუთრის წერილობითი განცხადება და სისხლის სამართლის საქმის იმ მასალების ასლები, რომლებიც აუცილებელია შუამდგომლობის განხილვისთვის. ამ განცხადებაში დადასტურებული უნდა იყოს, რომ ქონების მესაკუთრემ ნებაყოფლობით განაცხადა მისი განკარგვის თაობაზე და იგი სრულად აცნობიერებს მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს.

3.შუამდგომლობას ხელს აწერენ პროკურორი, ქონების მესაკუთრე და მისი ადვოკატი. შუამდგომლობას თან ერთვის ქონების მიზნობრივი განკარგვის ოქმი.

4.შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო სისხლის სამართლის საქმის შესაბამისი მასალების საფუძველზე ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა შუამდგომლობა, არსებობს თუ არა ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და არის თუ არა მოთხოვნა კანონიერი.

5.შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო ვალდებულია დარწმუნდეს, რომ: ა) ქონების მიზნობრივი განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან უკანონო დაპირების გარეშე; ბ) ქონების მიზნობრივი განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილება ნებაყოფლობითია; გ) ქონების მესაკუთრე სრულად აცნობიერებს მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს; დ) ქონების მესაკუთრემ მიიღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება; ე) ის სრულად ასახავს მხარეთა შორის დადებული შეთანხმების ყველა პირობას.

6.მოსამართლე ვალდებულია ქონების მესაკუთრეს განუმარტოს, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული შეთანხმების აღსრულებას.

7.მოსამართლე შუამდგომლობას იხილავს ზეპირი მოსმენით, მისთვის შუამდგომლობით მიმართვიდან 72 საათის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და ქონების მიზნობრივი განკარგვის თაობაზე ან შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი არ საჩივრდება, თუმცა არ ზღუდავს სასამართლოსთვის 3 თვის შემდეგ ხელახლა მიმართვის შესაძლებლობას.

8.ქონების მიზნობრივი განკარგვის თაობაზე სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილში სხვა აუცილებელ რეკვიზიტებთან ერთად უნდა მიეთითოს განსაკარგავი ქონების მაიდენტიფიცირებელი ნიშნები და მოცულობა, ქონების მიმღები პირის ვინაობა, გადაწყვეტილება ქონებაზე დადებული ყადაღის სრულად ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე. საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.

წინა მუხლი 158შემდეგი მუხლი 158³

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ქონების განკარგვის შეზღუდვა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ქონების სახელმწიფო საკუთრებაში ნატურით გადაცემა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №178

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 158⁴ყადაღადადებული მოძრავი ქონების კაპიტალიზაცია
  • 211სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის ფორმა
  • 151ქონებაზე ყადაღის დადების მიზანი და საფუძველი

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 56⁹უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე ჩამორთმეული ქონების განკარგვის წესი
  • 56³ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ შუამდგომლობის ფორმა და თანდართული დოკუმენტები
  • 56⁵ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის საქართველოში აღსრულების პროცედურები

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 88პირობადებული საკუთრების ნივთები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21²³გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის საკითხის გადაწყვეტის წესი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1160თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა ურთიერთშეთანხმებით

სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ

  • 6ქონების განკარგვის წესი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ

  • 8დავა ქონების საბაზრო ღირებულებასა და კომპენსაციაზე

პროკურატურის შესახებ

  • 72პროკურატურის ქონება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
821²³1160158⁴211151656⁹56³56⁵7288158²
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის სფერ…რეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სამოქალაქო…სახელმწიფოს საკუთრებაშ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026