1.ამ კოდექსით დადგენილი წესით გამომძიებელს პროკურორის თანხმობით, პროკურორს გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. დადგენილებაში აღინიშნება:
ა) ბრალდებული პირის სახელი და გვარი, მისი დაბადების რიცხვი, თვე და წელი;
ბ) ბრალდების ფორმულირება, ესე იგი ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხისა თუ საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით;
გ) მტკიცებულებანი, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა;
დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, მუხლის ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული.
2.სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით, მუხლის ნაწილით ან ქვეპუნქტით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ცალ-ცალკე უნდა იყოს მითითებული თითოეული ამ დანაშაულის კვალიფიკაცია.
3.დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს გადაწყვეტილებას ამ პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
4.საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემად აუცილებელია საქართველოს პარლამენტის თანხმობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემად აუცილებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თანხმობა. საქართველოს სხვა საერთო სასამართლოს მოსამართლის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემად აუცილებელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობა.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4579 - სსმ I, №12, 13.04.2007წ., მუხ.110
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ამ კოდექსით დადგენილი წესით გამომძიებელს პროკურორის თანხმობით, პროკურორს გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. დადგენილებაში აღინიშნება:ა) ბრალდებული პირის სახელი და გვარი, მისი დაბადების რიცხვი, თვე და წელი;ბ) ბრალდების ფორმულირება, ესე იგი ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხისა თუ საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით;გ) მტკიცებულებანი, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა;დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, მუხლის ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული.2. სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით, მუხლის ნაწილით ან ქვეპუნქტით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ცალ-ცალკე უნდა იყოს მითითებული თითოეული ამ დანაშაულის კვალიფიკაცია.3. დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს გადაწყვეტილებას ამ პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.4. საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემად აუცილებელია საქართველოს პარლამენტის თანხმობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემად აუცილებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თანხმობა. საქართველოს სხვა საერთო სასამართლოს მოსამართლის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემად აუცილებელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობა.საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4579 - სსმ I, №12, 13.04.2007წ., მუხ.110
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №74 · ძალაშია 13 აპრ. 2007-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
23 მარ. 2004 – 15 მაი. 2005ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 5
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
282-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან ამოღებულია პარლამენტის წევრი იმ პირთა რიცხვიდან, ვისი ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემისთვისაც პარლამენტის თანხმობაა აუცილებელი.
· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005
282-ე მუხლის პირველ ნაწილში გამომძიებლის მიერ ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის დადგენილება პროკურორის თანხმობას ექვემდებარება; „დ“ ქვეპუნქტში დაიზუსტა კოდექსის სახელწოდება.
· გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999
282-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში ბრალდების ფორმულირებაში ადგილისა და დროის გარდა უნდა მიეთითოს ხერხი ან საშუალება, იარაღი და ქმედებით გამოწვეული შედეგი, ხოლო „სხვა გარემოებები“ ამოღებულია.
· გამოქვეყნდა 9 მარ. 2004
282-ე მუხლში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობის წესი დარჩა სხვა საერთო სასამართლოს მოსამართლისთვის; გენერალური პროკურატურის კოლეგიის წევრისა და ავტონომიური რესპუბლიკების თანამდებობის პირთა შესახებ ნორმა ამოღებულია.
282-ე მუხლის 1-ლ ნაწილში განისაზღვრა, რომ დადგენილება დასაბუთებულია და გამოაქვს გამომძიებელს ან პროკურორს, ბრალდების ფორმულირება და მტკიცებულებები ადგილებით გაცვალა, ხოლო მე-4 ნაწილით დაემატა გარკვეული თანამდებობის პირების პასუხისგებაში მიცემის თანხმობის წესი.
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს საკონსტიტუ…პროკურატურის შესახებსაქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს პარლამენტი…