საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 295. გამოძახება დაკითხვაზე

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მოწმეს, დაზარალებულს, აგრეთვე თავისუფლებაში მყოფ ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს გამომძიებელთან ან პროკურორთან იძახებენ უწყებით. უწყება იგზავნება ფოსტით ან შიკრიკის ხელით. გამოძახება შეიძლება აგრეთვე ტელეფონოგრამით, დეპეშით, რადიოგრამით, ფაქსით ან კავშირგაბმულობის სხვა ტექნიკური საშუალებით.

2.გამოძახების შესახებ უწყებასა თუ სხვა შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს, ვინ და რისთვის, ვისთან და რა მისამართზე არის პირი გამოძახებული, გამოცხადების დღე და საათი, აგრეთვე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგები.

3.უწყების (შეტყობინების) ხელზე მიღება გამოძახებულმა ხელის მოწერით უნდა დაადასტუროს. თუ გამოძახებული ადგილზე არ იმყოფება, უწყება (შეტყობინება) მისთვის გადასაცემად ხელმოწერით უნდა ჩაჰბარდეს მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელს.

4.პირებს, რომლებიც საგამოძიებო ან დროებითი ყოფნის იზოლატორში, მიმღებგამანაწილებელში, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ან აღმზრდელობით კოლონიაში იმყოფებიან, იძახებენ ამ დაწესებულებათა ადმინისტრაციის მეშვეობით. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. მოწმეს, დაზარალებულს, აგრეთვე თავისუფლებაში მყოფ ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს გამომძიებელთან ან პროკურორთან იძახებენ უწყებით. უწყება იგზავნება ფოსტით ან შიკრიკის ხელით. გამოძახება შეიძლება აგრეთვე ტელეფონოგრამით, დეპეშით, რადიოგრამით, ფაქსით ან კავშირგაბმულობის სხვა ტექნიკური საშუალებით. 2. გამოძახების შესახებ უწყებასა თუ სხვა შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს, ვინ და რისთვის, ვისთან და რა მისამართზე არის პირი გამოძახებული, გამოცხადების დღე და საათი, აგრეთვე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგები. 3. უწყების (შეტყობინების) ხელზე მიღება გამოძახებულმა ხელის მოწერით უნდა დაადასტუროს. თუ გამოძახებული ადგილზე არ იმყოფება, უწყება (შეტყობინება) მისთვის გადასაცემად ხელმოწერით უნდა ჩაჰბარდეს მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელს. 4. პირებს, რომლებიც საგამოძიებო ან დროებითი ყოფნის იზოლატორში, მიმღებგამანაწილებელში, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ან აღმზრდელობით კოლონიაში იმყოფებიან, იძახებენ ამ დაწესებულებათა ადმინისტრაციის მეშვეობით. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    295-ე მუხლის პირველ ნაწილში უწყებით გამოძახების ადრესატ ორგანოებიდან ამოღებულია მომკვლევი.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25639140147701494911479¹2133295
მნიშვნელობით ახლოსარასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სამოქალაქო…სისხლის სამართლის სფერ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…ელექტრონული კომუნიკაცი…